ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 22 июня 2014 г.

ზოგადი სულიერი დარიგებანი.


1. ჩვენი ქმედება ზომიერებით უნდა იყოს შემკული. ზომიერების გარეშე, ისიც კი რაც კარგია, დამღლელი და ზიანის მომტანია.


2. ვერ დაამარცხებ ცოდვას, თუ არ გაექცევი იმ მიზეზებს, საიდანაც ის წარმოიშობა. და მისი წარმოშობის უმთავრესი მიზეზებია: ბევრი დასვენება, დროის ტარება, ფული, საწინააღმდეგო სქესთან მეგობრობა, სასმელი და ა.შ. ისინი ცალკე აღებული ცოდვას არ წარმოადგენს, მაგრამ მათი ბოროტად გამოყენება ცოდვისაკენ ადვილად გვიბიძგებს. ამიტომ, ადამიანი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ ყველაფერს. ნათქვამია: „ნუ გაძღები პურით და ღვინოსაც არ მოისურვებ“. ამ გამონათქვამის აზრი კი შემდეგშია – ერთი ცოდვით დაცემას სხვა ცოდვისაკენ მივყავართ!


3. ერთადერთი ნამდვილი ბოროტება ადამიანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ცოდვაა. გეშინოდეთ ცოდვის. ვისაც ცოდვის ჩადენის ეშინია, მას უფალი იცავს მისი ცხოვრების გზაზე. და თუ შეემთხვევა და წაბორძიკდება რაიმე შეცოდებაზე, უფალი არ აყოვნებს და ეხმარება თავისი დიდი წყალობით!


4. ის, რასაც ამბობ და ის, რასაც ფიქრობ დღის განმავლობაში, შესაბამის სიზმრებს ბადებს ღამის განმავლობაში. თუ მთელი დღე ლოცულობ და შენი ფიქრები კეთილია, ძილიც მშვიდი გექნება და სიზმრებიც – კარგი. თუ მთელი დღის მანძილზე უქმად მეტყველებ და ცოდვიან ფიქრებს ეთანხმები, ძილიც ცუდი გექნება და მას საცდურიც თან დაერთვის.


5. სრული ცოდვაა როცა ვინმე მას ჩაიდენს ფიქრითაც და სხეულითაც. სანახევროდ ცოდვაა როცა აზრებს აძლევ საშუალებას იფიქრო მხოლოდ ცოდვაზე. მაგრამ დაუსჯელი ისიც კი არ რჩება, ვინც თუნდაც მხოლოდ გონებით სცოდავს.


6. ეს არის უხილავი ბრძოლა: ადამიანის ბრძოლა ცოდვის დასამარცხებლად ფიქრების დონეზე, როცა რეალურად შესაძლებელია თავიდან აიცილოს ცოდვის ჩადენა.


7. სიყვარული სიმდაბლესთან ერთად ორი ფრთაა და თუ ისინი გვექნება გავხდებით „ვითარცა არწივნი ფრთოვანნი» და შევძლებთ, მივაღწიოთ მეშვიდე ცამდე! ამისათვის არ უნდა დავიზაროთ ბრძოლა ამ ორი უზენაესი სიკეთის მოსაპოვებლად.


8. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალი. რაც არ უნდა გქონდეს გასაკეთებელი ან სათქმელი, ან მოსაფიქრებელი საკუთარ თავს უნდა შევეკითხოთ: „მოეწონება ეს უფალს? კარგია ეს?“ და ღმრთის ხმა, სინდისი, ჩვენს შიგნით გვიპასუხებს სათნოა თუ არა ეს მისთვის. ამისათვის, ახლაც კი, როცა იწყებთ სულიერ ბრძოლას, შემართებით შეუდექით მას, რათა მისი ბოლოც კეთილი იყოს.



*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.

წყარო: სტავროვუნის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ათანასე, სტავროვუნის მონასტრის ბერი* გერმანე (1906-1982), ნათელი მხიარული და საიდუმლო თანამედროვე ეპოქის სიბნელეში, სტავროვუნის მონასტრის გამომცემლობა, ნიქოზია – კვიპროსი, მეორე გამოცემა, ოქტომბერი., 2000 წელი.


pemptousia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий