ღმერთი

ღმერთი

понедельник, 30 июня 2014 г.

გონება რომ საღად მუშაობდეს.

ვის არ დასდგომია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა არ იცი, რა გზას დაადგე.შფოთავ, არ იცი, წამოიწყო თუ არა საქმე, ენდო თუ არა ადამიანს, დათანხმდე თუ არა შემოთავაზებულ სამსახურზე, დახარჯო თუ არა ფული ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ ყოყმანში განსაკუთრებით გრძნობ საკუთარი გონების უძლურებას. სწორედ მაშინ მეტად მძაფრდება უფალზე დამოკიდებულების შეგრძნება. ითხოვენ, ევედრებიან ზეციურ მბრძანებელს, გაუნათოს გონება, აგრძნობინოს თავისი ნება, დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად უნდა შეეცადო, ნაკლებად შესცოდო, გააკონტროლო საკუთარი ქცევა, არ მისცე გონებაში გაჩენილ ცოდვიან ფიქრებს და წარმოდგენებს გახელების საშუალება. უფრო დიდხანს, ყურადღებით ილოცო, ანუ შექმნა პირობები, რომ უფალმა მოიღოს მოწყალება და დაგეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მართლმამიდებელი ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირად დამსახურებას უფლის წინაშე, რათა შენდა სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი. უფლის წყალობა, უფლის ნების გაგება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, მოღვაწეობაზე. აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს. გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა. თუ ადამიანი სცოდავს -- ლოთობს, მრისხანებს, მრუშობს და ა,შ. როგორ უნდა შეიტყოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე როგორია ღვთის ნება ან რატომ ელოდება, რომ ცოდვებში ჩაფლულ ადამიანზე მოწყალებას მოიღებს უფალი?


დეკანოზი დავით ციცქიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий