ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

რატომ დუმს მსოფლიო? – ავღანელი ბავშვების შემზარავი ისტორია.


6 წლის ჯამილას მშობლები გლეხები არიან, რომელთაც ხანგრძლივი გვალვების შედეგად ყველაფერი დაკარგეს. იგი მშობლებს ავღანეთის გერატის ოლქში ოპიუმის ყაყაჩოს შეგროვებაში ეხმარება. ხანდახან, სიცოცხლის რისკის ფასადაც… ავღანელი ბავშვები ირანში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის “მულებადაც” მუშაობენ. 30-წლიანი ომი და ინფრასტრუქტურის არარსებობა კორუმპირებულ სახელმწიფოში ფერმერებს ხელს უშლის განვითარებაში და სხვა კულტურების ათვისებაში. ჰეროინი აქ გრამი 1 დოლარი ღირს და იოლად მისაწვდომია ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში. ნარკომანებისთვის, დიდებისთვისაც და უკვე პატარებისთვისაც სუფთა ჰეროინის ყიდვა საკვებთან შედარებით გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია.

  

11 წლის ტარიკი და მისი 14 წლის ძმა ჰამიდი ჰეროინის 5-გრამიან კაფსულებს ყლაპავენ (5-7 კაფსულას), რომ ისინი ირანში გადაიტანონ. მოზარდები საზღვარს მოზრდილთან ერთად კვეთენ, მერე კი გულს ირევენ და უფროსებს აძლევენ კაფსულებს. ბავშვებს აქტიურად იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რადგან ისინი ნაკლებ ეჭვს იწვევენ და დაპატიმრების შემთხვევაშიც მცირე სასჯელი ელით.



9 წლის მაჰდია დღეში სამჯერ მაინც ეწევა ჰეროინს – ეს ავღანეთში დამზადებული ჰეროინია, რომელსაც კრისტალსაც უწოდებენ. ამბობს, რომ ძალიან მიეჩვია და მიტოვებაც უნდა, მაგრამ საავადმყოფო ძალიან შორსაა და ძვირია, ასე რომ, თავს ვერ შველის. ავღანეთში მტკიცედ სჯერათ, რომ ოპიუმი წამალია. მაჰდია და მისი 11 წლის ბიძაშვილი რაფიკი ერთად ეწევიან, ხან – ოჯახის უფროს წევრებთან ერთადაც. ხანდახან მაჰდიას 7 წლის და მირაც უწევს “კომპანიას”… მაჰდია ამბობს, რომ როცა ჰეროინს ერთი დღე მაინც არ მოწევს, ფეხებში ტკივილს გრძნობს. ნარკოტიკის მიღება ორი წლის წინ მშობლებთან ერთად დაიწყო, რომლებიც რა ხანია ნარკოდამოკიდებულები არიან. უფროსები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, მოწევის ნაცვლად რა ხანია, ნემსზე არიან გადასული. ბევრ მათგანს ვენები იმდენად დაუზიანდა, რომ ნარკოტიკის გაკეთება სხეულის სხვა ადგილებში დაიწყეს.


  

2001 წლიდან ქვეყანაში მკვეთრად იმატა ნარკომანების რიცხვმა. ავღანეთში მოყვანილი ოპიუმისგან დამზადებული ჰეროინი ადვილად მისაწვდომი და იაფია, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარკომანად იქცა…


ავღანეთის სოფელი სარაბი: როგორც კი ისლამ ბეგის სახლის კარს გააღებთ, ოპიუმის სქელი კვამლი შემოგეხვევათ. დილის 8 საათია, მაგრამ უკვე მთელი ოჯახი – ერთი წლის ბიჭუნას ჩათვლით – ოპიუმის ჩილიმს მისხდომია. 65 წლის ბეგი ღრმად შეისრუტავს ოპიუმს და ცოლს აწვდის, ის – ქალიშვილს, ქალიშვილი კი ოპიუმის კვამლს ბავშვის პირში უშვებს…


ასეთ სცენას ავღანეთის ბევრ სოფელში ნახავთ, იქ მთელი ოჯახები – ჩვილებიდან მოხუცებამდე – ნარკომანებად არიან ქცეულნი… რატომ დუმს ამაზე მსოფლიო?


kvira.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий