ამ კვირას წმინდა ეკლესია ყოველთა წმინდანთა მსახურებას აღასრულებს, ის იხსენიებს და განადიდებს ყველა კეთილმსახურ, ღვთისმოყვარე და ღმრთივ განათლებულ მამას, ვინც სიტყვითა და საქმით შრომითა და მოღვაწეობით შეეწეოდა ეკლესიას. განამტკიცებდა ქრისტიანობას და ამკვიდრებდა ცათა სასუფეველს დედამიწაზე. ამ მოღვაწეობისთვის ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
ამ დღეს საკითხავი სახარება გვასწავლის:
" ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. (მთ 10: 32-38)
"მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი." (მთ 19: 27-30)
იესო ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებელი ის ქრისტიანია, ვინც ყველგან და ცხოვრების ყველა ვითარებაში თავისი ბაგეებითაც და საქმეებითაც ყოველთა ადამიანთა წინაშე აღიარებს უფალს და ყოველთვის მზად არის მისი სწავლების ჭეშმარიტებისათვის მსხვერპლად გაიღოს არა მხოლოდ ყველა ქვეყნიური სიკეთე, არამედ თვით თავისი სიცოცხლეც კი, როცა ღმერთი მისგან ასეთი მსხვერპლის მიღებას ინებებს.
აღმსარებლობის სწორედ ეს ღვაწლი მოელოდათ, პირველ ყოვლისა, იესო ქრისტეს მოციქულებს, რომელთაც ცათა სასუფეველის სახარება უნდა ექადაგათ იუდეველთათვის და წარმართთათვის, მაშინ, როცა ერთნიცა და მეორენიც ყველა სახის სასტიკ დევნულებათ სწევდნენ მათ, ავიწროებდნენ, სტანჯავდნენ და აწამებდნენ თვით მოწამეობრივ სიკვდილამდეც კი. მათი ქადაგებით მოქცეული ქრისტიანები, თავდაპირველი ეკლესიის წევრები დევნულებათა და უსასტიკეს ტანჯვა-წამებათა შორის, როგორის მოგონებაც კი ბოროტ სულს შეეძლო, საშინელი სიკვდილის პირისპირ აღიარებდნენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად ადამიანთა წინაშე, და წმიდა მოწამეთა ურიცხვმა დასებმა, თავიანთი უმანკოდ დაღვრილი სისხლით აღბეჭდეს რა თავიანთი აღსარების ჭეშმარიტება, შეურყეველი სიმტკიცის მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ ყველას - ყველა მომდევნო დროის ქრისტიანებს - უფლისადმი რწმენისა და სიყვარულისა.
რამეთუ მართალია, ეკლესიის აშკარა დევნულებანი შეწყდა, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი მოვალეა და ამის განუწყვეტელი შემთხვევებიც ეძლევა, რომ განცხადებულად აღიაროს იესო ქრისტე რწმენის სიწმიდით, სიმტკიცით და თავისი ცხოვრების უზაკველობით, ვითარცა მაცხოვარი გვეუბნება "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა" (მათე 5,16).
თავის აღთქმათა შორის უტყუარმა უფალმა უკვე ამქვეყნად მებრძოლ ეკლესიაშივე განადიდა თავისი აღმსარებელნი - მოციქულნი, წმიდა მოწამენი, ღირსნი და მართალნი, მაგრამ გამოუთქმელი დიდებით თავისი ზეციური მამის წინაშე და ყოველთა წმიდა ანგელოზთა წინაშე იგი ცათა შინა მოზეიმე ეკლესიაში განადიდებს მათ, ოდეს მოვალს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ, თავისი სამართლიანი მსჯავრით, რომელშიც არ იქნება თვალ-ღება, იგი უარყოფს ზეციური მამისა და მთელი სამყაროს წინაშე იმათ, ვინც ამქვეყნად უარყო ქრისტე კაცთა წინაშე, და მაშინ ეტყვის მათ საშინელ სიტყვებს: "არა გიცნი თქვენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!"
იესო ქრისტე ამქვეყნად იმისათვის მოვიდა, რომ ადამიანთა გულებში კვლავ აღენთო ღმერთისადმი მათი სიყვარულის დაშრეტილი ცეცხლი, და არა იმისათვის, რომ შვილთა გულებში მშობლებისადმი სიყვარული აღმოეფხვრა, ხოლო მშობლების გულებში - შვილებისადმი სიყვარული! რამეთუ ამგვარი ურთიერთსიყვარული ადამიანებისა ძალზე ბუნებრივია და იგი მცნებადაც არის დადებული ჩვენთვის ღმერთის სიტყვით, და უფალს სურს, რომ ეს სიყვარული უზაკველი, შეურყვნელი და წმიდა შექნას. მშობელთა თუ შვილთა სიყვარული მხოლოდ მაშინ არის წმიდა, როცა მათ უფალი ღმერთი ყოველგვარ ქმნილებაზე მეტად უყვართ, ვინც არ უნდა და როგორიც არ უნდა იყოს ეს ქმნილება. ხოლო სხვა სახის ნებისმიერი სიყვარული, რომელიც აიძულებს ადამიანს ქმნილება შემოქმედზე მეტად უყვარდეს, არის უსჯულო და დამღუპველი როგორც მყვარებელთათვის, ასევე ყვარებულთათვის.
და სწორედ ამგვარი სიყვარულის განგდებით სურს მაცხოვარს ისეთი ურთიერსიყვარული დაამკვიდროს თავის მორწმუნეთა გულებში, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მის - ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის წრფელ სიყვარულზე. და ამისათვის უფალ იესოს სურს ეს, რომ სწორედ და მხოლოდ ამგვარი სიყვარულიდან აღმოცენდება ჩვენი ჭეშმარიტი ნეტარება, და სულთა ცხოვნება. ამიტომაც დაგვიდებს მცნებად ყოველივე გავიღოთ მსხვერპლად ამ სიყვარულის შესნარჩუნებლად, თვით ჩვენი სიცოცხლეც კი.
ადვილი როდია ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეობა და მისი წმიდა სჯულის ზედმიწევნით აღმსრულებლობა. ამიტომაც გაკადნიერდა წმიდა მოციქული პეტრე ეკითხა უფალ იესოსათვის: "რაი-მე იყოს ჩვენდა?", ანუ რა მოგველისო, რა მოგვეცემაო ამისთვის, რა ჯილდოს მივიღებთ ჩვენ იმისთვის, რომ შენი გულისთვის ყოველივე მიგვიტოვებია, ყველაზე ძვირფასიც კი, რაც აქვს ყოველ ადამიანს - მშობლიური სახლები, ნათესავები, და შენ შეგდგომივართ?
ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარნი კეთილი საზღაურის, ჯილდოს უმაღლეს ხარისხს მიიღებენ მეორედ შობისას, ანუ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, რომელიც დაისადგურებს ადამიანთა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისა და უფლის საშინელი სამსჯავროს შემდეგ. საყდარნი კი, რომელთა შესახებაც უფალი თავის მოციქულებს ეუბნება, არ აღნიშნავენ აქ დასაჯდომელ ტახტებს, ამ სიტყვით აღნიშნულია ის გამოუთქმელი დიდება და პატივი, რომლის მიღების ღირსნიც მოციქულები შეიქნებიან უფლისაგან. ხოლო ის, რომ მოციქულები ისრაელის თორმეტ ტომს განსჯიან, შემდეგი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: თავიანთი რწმენითა და ღვთის სათნო-მყოფელი ცხოვრებით უფლის წმიდა მოციქულები განკითხვის საშინელ დღეს ამხელენ და არცხვენენ თორმეტ მუხლად დაყოფილ იუდეველი ხალხის მცირედმორწმუნეობას, უკეთურებასა და მცონარებას, ხოლო მათთან ერთად - ყველა სხვა ხალხებისაც. რამეთუ განსჯის ყველას, ცხოველთ და მკვდართ, ანუ მორწმუნეთ და არამორწმუნეთ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვისაც მამა ღმერთმა მოსცა "ყოველი სასჯელი" (იოანე 5,22).
ზეციურ მისაგებელთა დარიგება და მიღება იმაზე კი არ იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იყო ამქვეყნად უფრო დიდი, წარჩინებული თუ მდიდარი, არამედ იმაზე, თუ ვინ როგორ შეინარჩუნა ქრისტეს რწმენა და ვინ როგორ გამოავლინა ეს რწმენა ცხოვრებაში. ქრისტეს საშინელი სამსჯავრო ყველას უჩვენებს, თუ ვინ როგორი საზღაურის მიგების ღირსი შეიქნება ქრისტესაგან, და სწორედ მაშინ "მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანანა, და უკუანანი - წინა". მაშინ გამომჟღავნდება, რომ თავმდაბალი, მორჩილი, პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ძალზე უფრთხილდებოდნენ ქრისტეს რწმენას და ყოველთვის სიმართლით იქცეოდნენ, იმ ამპარტავან და წარჩინებულ ადამიანებზე მაღლა დადგებიან, რომელნიც ქვეყნიურ ცხოვრებში უგულებელ-ჰყოფდნენ პატიოსან ადამიანებს, დასცინოდნენ მათს ღვთისმოსაობასა და კეთილმსახურებას. სწორედ მაშინ, მრავალნი იმათგან, ვინც აქ, ამქვეყნად პირველი იყო თავისი ძალაუფლებით, სიმდიდრითა და წარჩინებულობით, უკანასკნელნი აღმოჩნდებიან ღმერთის სამსჯავროზე; ხოლო ის ადამიანები, რომლებიც აქ უკანასკნელებად მიიჩნეოდნენ, უღირსადაც კი ყურადღების მიქცევისა, პირველნი იქნებიან ზეციური მამის სამეუფოში.
karibche.ambebi.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий