ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 июня 2014 г.

"სიკვდილი არა არის რა"

ნეტარი ავგუსტინე "ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ"
ტექსტს კიტხულობს :სქიმმღვდელმონაზონი ზოსიმე (ზაზა) ბერიძე

https://www.youtube.com/watch?v=4LsyAZZxNKc





ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!


ნეტარი ავგუსტინე


სიკვდილი არა არის – რა, მე, მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, იგივენი ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმეოდა ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენს ფიქრებს მიღმა? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არ ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ, ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის . . .

ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!

თუ მართლა იცი, რა არის ღმრთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო! თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი სასუფეველი, საუკუნო სამყოფელი.ახალი ბილიკი რომელსაც ვადგავარ! . თუკი წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!. .

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც მხოლოდ ღმრთისათვის ცნობილ და ღმრთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმ გრძნობას, ოღონდ უფრო განწმენდილს.


შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!




Комментариев нет:

Отправить комментарий