ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 22 июня 2014 г.

საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესიის უარყოფითად წარმოჩენაში

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, “საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესიის უარყოფითად წარმოჩენაში”.

როგორც გიორგაძემ „Front News“-სთან 12.03.2014 საუბრისას აღნიშნა, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ევროკავშირის უმაღლეს კომისარ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრისასაც ისაუბრა, როცა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული თითქოს საქართველოს ეკლესია ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აბრკოლებს.

„ქვეყანაში არიან იმაში დაინტერესებული ადამიანები, რომ მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესია წარმოაჩინონ, როგორც შუასაუკუნოვანი, განუვითარებელი ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება პროგრესს და ცივილიზებულ სამყაროში ქართველი ხალხის ინტეგრირებას, დასავლურ ღირებულებებს. ეს ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომა და დაადგინოს, ვინ უშლის ხელს საქართველოს ეკლესიას ქართული სახელმწიფოს განვითარებაში წვლილის შეტანაში და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაში. თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ავიმაღლოთ ხმა და ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს – ვინ არის ის მეხუთე კოლონა, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოს“ – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

მისივე თქმით, „ეს „მეხუთე კოლონა“ განფენილია როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ და არასამთავრობო სექტორში და ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ, შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ფუნდამენტალისტური ძვრები ხდება, მიმდინარეობს ირანიზაცია და სასწრაფოდ საჭიროა გრანტები, რათა ებრძოლონ ამ პროცესებს. ეს არის თანამედროვე შულავერის კომიტეტი,რომელიც თავისთავად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ სურს უცხო ქვეყნის ინტერესების ჩართვა საქართველოში, რისი მსურველიც ბევრია. ბევრია იმის მსურველი, რომ ანტიქართული ქმედება დააფინანსოს. ქართულ ქმედებას გარედან არავინ დააფინანსებს, ანტიქართულს – ბევრი. ხელისუფლებამ, თუ თვითონ არ არის ამ მეხუთე კოლონის შემადგენლობაში, კეთილი ინებოს და ეს საკითხი შეისწავლოს, ამისთვის არსებობს პროკურატურა, უშიშროება, პოლიცია, თუ არადა ქართული საზოგადოება აღუდგება წინ ამ ყველაფერს“ – განაცხადა გიორგაძემ.

March 13th, 2014


http://sakhalkho.ge/?p=968


Комментариев нет:

Отправить комментарий