ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 июня 2014 г.

იორმუღალნოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური მარაგი აღმოჩნდა.

 იორმუღალნოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური მარაგის აღმოჩენას ამერიკულ კომპანია "ფრონტერაში" ადასტურენენ, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე დღეიდან გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო. 

"კომერსანტი" აღნიშნული ინფორმაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ trend.az-მა გაავრცელა ინფორმაცია საბადოს აღმოჩენის შესახებ.

"ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს "ფრონტერას" აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც. მისი განცხადებით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის კუთხით დიდი დღეა.

"ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიტის ქვეყანა, მაგრამ მას აქვს პოტენციურად შესაძლებობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფოც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგომოთხოვნების დამოუკიდებლობას, ეს ასევე საშუალებას მისცემს ქვეყანას ბუნებრივი აირი ექსპორტზეც კი გაიტანოს, ეს ნამდვილად წინ გადადგმულია ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ფრონტერა" საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მას 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვების პროცესს ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.

მწარე ხევის საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში ჩაშვება დღეიდან ხორციელდება.




Комментариев нет:

Отправить комментарий