ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 июня 2014 г.

ღმერთმან აღადგინნა რჩეულნი თვისნი: მოციქულნი, წინაჲსწარმეტყუელნი

და მოძღუარნი დამამტკიცებელად და მასწავლელად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმან აღადგინა ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოციქულნი და ცრუმოძღუარნი წინააღმდგომად ღმრთისმსახურებისა და ბრძოლად ძუელისა და ახლისა შჯულისა. ცრუ მოციქულად უკუე და წინაჲსწარმეტყუელად და ცრუმოძღუარად გულისხმა-ვჰყოფ მწვალებელთა, რომელთა ზრახვანი დრკუ არიან. აწ უკუე ვითარცა-იგი, რომელმან ჭეშმარიტნი მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი და მოძღუარნი შეიწყნარნეს, ღმერთსა შეიწყნარებს, ეგრეთვე რომელმან ცრუმოციქულნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოძღუარნი შეიწყნარნეს, ეშმაკსა შეიწყნარებს.



წმ.მაქსიმე აღმსარებელი





Комментариев нет:

Отправить комментарий