ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი მთელ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას იქნება დაფუძნებული

ზემო და ქვემო სვანეთის გასაყარზე, აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება. ამ ულამაზესი მყინვარის უკან კი რუსეთის საზღვარია.

http://karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/1078-13-asureli-mamis-sakhelobis-mamatha-monasteri-mthels-evropashi-yvelaze-maghal-adgilas-iqneba-dafudznebuli.html






ათსამმეტი ასურელი მამანი

20/05/2014


7 (20) მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე ზედაზნელსა და მის თორმეტ მოწაფეს მოიხსენიებს.

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.


http://patriarch.ge/news/id/2301


Комментариев нет:

Отправить комментарий