ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 июня 2014 г.

24 წლის ქართველმა ბიჭმა ბერძენი არქიმანდრიტი სექსუალური მომსახურების საფასურის გადაუხდელობისთვის მოკლა?

24 წლის ქართველმა და 18 წლის ბერძენმა მოზარდმა საბერძნეთში არქიმანდრიტი მოკლეს. არქიმანდრიტის ცხედარი მისსავე სახლში იპოვეს. ინფორმაციას ბერძნულ პრესაზე დაყრდნობით „კურიერი“ ავრცელებს.


ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრევლმა არქიმანდრიტის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის აგია დიმიტრიოსის ეკლესიაში საკვირაო ლიტურგიაზე არ გამოცხადდა.


მოგვიანებით პოლიციამ მისი ცხედარი სისხლის გუბეში, მისსავე სახლში იპოვა, არქიმანდრიტის დაკრძალვის დღეს კი მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, რომელტაგან ერთი ქართველი აღმოჩნდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ არქიმანდრიტს ბლაგვი საგანი თავში პირველმა სწორედ ქართველმა ჩაარტყა.


მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ეჭვმიტანილთა ჩვენებებზე დაყრდნობით. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ და ამბობენ, რომ არქიმანდრიტმა სახაროპულოსმა მათ სექსუალური მომსახურების საფასური არ გადაუხადა: „მას ჩვენი ვალი ჰქონდა და გამოსართმევად მივედით, 40 ევრო უნდა მოეცა, მაგრამ მღვდელმა ფული არ მოგვცა“, - ამბობს ჩვენებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი.


2014-06-14 



Комментариев нет:

Отправить комментарий