ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 15 июня 2014 г.

“მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოება განსწმენდს და აკურთხევს ცოდვით შებღალულ

ადამიანურ ბუნებას, განაახლებს გახრწნილს, განსაკუთრებით – ნათლისღების, სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებით; განანათლებს დაბნელებულს; კურნავს ცოდვებით დაწყლულებულს; გულგაციებულს განატფობს; სულიწმიდის მადლით აკეთილსურნელოვნებს ვნებებით მყრალს; მკვდარს განაცოცხლებს; ღვთისგან განშორებულს უკუნაქცევს, მისგან გაუცხოებულს კვლავაც მასვე უსაკუთრებს, დახსნილს განამტკიცებს; დასახიჩრებულს განამრთელებს და შეამკობს; დაცემულს აღადგენს; მონას ათავისუფლებს, დამტერებულს სიყვარულით აღავსებს, როგორადაც მოციქულსა პავლეს და მრავალთაცა სხვათა; ღვთისმგმობს ღვთისადმი განუწყვეტელი დიდებისმეტყველებით აღავსებს; სასოწარკვეთილს სასოებას მოსცემს; მოწყენილს – ნუგეშს, სასჯელის ღირსს სასჯელს აცილებს და გეჰენიისაგან გამოიხსნის; შფოთიანს ამშვიდებს; ძალადალეულს სიმტკიცეს ანიჭებს; შევიწროებულს გასაქანს აძლევს; უსამართლოს სიმართლით განამდიდრებს; მზაკვარს უბრალოს ხდის; ბოროტს – კეთილად; ზნედაცემულს გამოასწორებს; ხარბს თავშეკავებულს ხდის; მრუშს – უმანკოს, უბიწოს; ძუნწს – მოწყალეს; უგუნურს განაბრძნობს; გამიწიერებულს ზეციურს ხდის; უხეშს – ფაქიზს; ხორცის მონას განასულიერებს; სახმართმოყვარეს ღვთისმოყვარულს ხდის; თავისმოყვარეს თავდადებულსა და ყოვლადმოყვარულს; ეშმაკისმსგავსს – ღმერთსდამსგავსებულს და – ჰოი, საკვირველება! – ღვთიურს! აი, რა სასწაულებს იქმს მართლმადიდებლობა ადამიანში!”


წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი





Комментариев нет:

Отправить комментарий