ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 июня 2014 г.

წმ. მოციქულთასწორ კოზმა ეტოლიელის († 1779 წ.) წინასწარმეტყველებები

(გამოკრებილი)



ცაში იფრენენ ჩიტები ლითონის ცხვირებითა და ფრთებით.



თქვენ დაინახავთ, როგორ გადაიქცევა ჩვენი მიწა სოდომად და გომორად.



გადასახადს დაუწესებენ ქათმებსაც და ფანჯრებსაც.



იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოთ, თქვენ სხვაგან წახვალთ საცხოვრებლად, თქვენს ადგილას კი სხვები მოვლენ.



როცა დაინახავთ, რომ ერთნი სამხრეთისკენ გადასახლდებიან, სხვები კი ჩრდილოეთისკენ, – უკვე ახლოს იქნება.



საყოველთაო ომის შემდეგ ადამიანებს ნახევარსაათიანი გზის გავლა მოუწევთ, რომ ადამიანს შეხვდნენ და დაუმეგობრდნენ.



თქვენ დაინახავთ როგორ იქროლებს უცხენო ეტლი კურდღელზე სწრაფად.



მოვა დრო, როცა მთელი მსოფლიო ერთი ძაფით იქნება შეკრული.



მოვა დრო, როცა ადამიანები ერთი შორეული მხარიდან მეორეში ისაუბრებენ, მაგალითად კონსტანტინოპოლიდან რუსეთში.



ერთი დაინახავს, როგორ ესაუბრება მას მეორე, და თუმცა ისინი ერთიმეორისგან ძალიან დაშორებულნი იქნებიან, ისე ისაუბრებენ, თითქოს გვერდიგვერდ იყვნენ.



მოვა დრო, როცა შესაძლებელი იქნება მოისმინო, როგორ ლაპარაკობენ გარდაცვლილები და დაინახო კიდეც ისინი.



მოვა დრო, როცა ეშმაკი შევა ყუთში და იქიდან იყვირებს, ხოლო ყუთიდან მისი რქები იქნება გამოშვერილი.



მოვა დრო, ეშმაკი დედამიწის თავზე წრიულად იფრენს თავისი „რაღაცით“.



სკოლებში ისეთი რამეები გამოჩნდება, რომ თქვენი გონება ვერ დაიტევს.



თარგმნილია წიგნიდან: «Равноапостольный Косма Этолийский. Житие и пророчества».




martlmadidebloba.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий