"- პრობლემები გაქვს დედასთან?
- მოსწიე მარიხუანა.
- პრობლემები გაქვს მამასთან?
- მოსწიე მარიხუანა.
- პრობლემები გაქვს სკოლაში?
- მოსწიე მარიხუანა.
- პრობლემები გაქვს მარიხუანასთან?
- გადადი ჰეროინზე."
- მოსწიე მარიხუანა.
- პრობლემები გაქვს მამასთან?
- მოსწიე მარიხუანა.
- პრობლემები გაქვს სკოლაში?
- მოსწიე მარიხუანა.
- პრობლემები გაქვს მარიხუანასთან?
- გადადი ჰეროინზე."
ჰოლანდიელი მოსწავლეების სიმღერიდან.
"ჩვენი ქვეყანა მოიცვა მარიხუანულ-ჰაშიშურმა ეპიდემიამ. თუ მას ვერ შევაჩერებთ, ჩვენს საზოგადოებას”დაეუფლება მარიხუანული კულტურა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა მოხმარების სურვილია პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, ყოველგვარი მორალური ორიენტირების გარეშე... ასეთი საზოგადოება კი დიდხანს ვერ იარსებებს".
სენატორი ჯეიმს ესტლანდი, აშშ კონგრესი, 1974 წ.
"არ ვფიქრობ, რომ ეს (მარიხუანის მოხმარება. - ავტ.) უფრო საშიში იყოს, ვიდრე ალკოჰოლი."”
ბარაქ ობამა, აშშ-ის პრეზიდენტი, 2014 წ., 20 იანვარი
ამ ბოლო დროს საზოგადოების კამათის საგნად იქცა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია... ამ თემის ირგვლივ ვნებათაღელვა საქართველოში რამდენიმე წელია, არ წყდება, ბოლო ტალღა მას შემდეგ აზვირთდა, რაც“"ბიო" ნარკოტიკების მოხმარებამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა შეიწირა. მაშინ საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ მარიხუანის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვამ შეიძლება "ბიო" ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბი მკვეთრად შეამციროს, რაც ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავსო.
სოციალურ ქსელებში დაიწყო ერთგვარი კამპანია - "ბექა კრიმინალი არ არის",”სადაც ცნობილი სახეები, მათ შორის ექიმებიც, ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ ადამიანები, რომელთა ერთადერთი დანაშაული მარიხუანის მოხმარება იყო, ციხისთვის არ გაემეტებინათ... ამ მოწოდებებით 2 ივნისს დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აქციებიც კი გაიმართა. თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართუUლ აქციაზე, მონაწილეებმა დემონსტრაციულად მარიხუანაც კი მოსწიეს (მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კანონმდებლობა ამ კუთხით ლიბერალურია, მარიხუანის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება). სახელმწიფო ჯერჯერობით თავისი პოზიციის არგუმენტირებას არ ჩქარობს, მხოლოდ ნარკოლოგები აკეთებენ გამაფრთხილებელ განცხადებებს შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. ამასობაში კი "კანაბისური თავისუფლების" მხარდამჭერთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში..
1970 წელს, როდესაც ახალგაზრდული მოძრაობა "ჰიპი" ძალიან პოპულარული გახდა, ხოლო მარიხუანა ახალგაზრდებისთვის პროტესტის სიმბოლო, აშშ-ის კონგრესმა მისი მოხმარების მავნებლობის შესასწავლად 1 მილიონი დოლარი გამოყო. შეიქმნა 12-კაციანი ეროვნული კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ მარიხუანა მცირე დოზებით არ იყო საშიში ჯანმრთელობისთვის, მეტიც, მათ ვერ ნახეს კავშირი მარიხუანის მოხმარებასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის; თუმცა, კომისიას კარგად ესმოდა, რომ როგორც ნარკოტიკი, მარიხუანა არ შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად უვნებელი. საბოლოოდ, დაასკვნეს, რომ პოლიტიკა მარიხუანასთან დაკავშირებით, ბევრად დამანგრეველი იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად მარიხუანა. კომისიის რეკომენდაციებით, ქვეყანაში უნდა შენარჩუნებულიყო მარიხუანის კულტივირებისა და რეალიზაციის აკრძალვა, მაგრამ ფედერალური და შტატების კანონმდებლობიდან უნდა ამოღებულიყო სასჯელი მარიხუანის შეძენასა და მოხმარებაზე. კომისიის დასკვნას მაშინ ბევრმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ აუბა მხარი (სწორედ ეს დასკვნა მოჰყავთ არგუმენტად დღეს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეებს). თუმცა, ამ დასკვნას მალე ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა...
მეცნიერების ერთმა ნაწილმა კონგრესში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ კომისიამ უგულებელყო რიგი მეცნიერული კვლევებისა, რითAაც დგინდებოდა - ახალგაზრდებში მარიხუანის მოწევა იწვევდა თავის ტვინის დაზიანებებს, ფილტვების სერიოზულ დაავადებებს, უშვილობას და ა.შ., რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია იქნებოდა სოციალური კატასტროფა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მიიღებდა ეპიდემიურ ხასიათს. მას შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, მეცნიერულად არაერთხელ დადასტურდა, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ახალზელანდიელი ექიმების კვლევით - მოზარდებს, რომლებმაც მარიხუანის მოწევა დაიწყეს 15 წლის ასაკში, 4-ჯერ მეტად უვითარდებოდათ შიზოფრენიული აშლილობები 26 წლის ასაკში, ვიდრე მათ არამწეველ თანატოლებს. გარდა ამისა, ეჭვს აღარ იწვევს, რომ 12-17 წლის ასაკში მარიხუანის ჭარბად მიღება ამცირებს სპერმატოზოიდებს, რაც უშვილობის მიზეზი ხდება. მწეველ ქალებში ჩნდება მეორე სქესის ნიშნები, მაგალითად, ამოსდით თმა მკერდსა და მუცელზე, ხელებზე...
ბოლო დროს ევროპაში Bმარიხუანის კულტივირება-სელექციის პერიოდში რთული ტექნოლოგიების გამოყენებამ ხელი შეუწყო ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობის ზრდას როგორც თავად მცენარეში, ისე მისგან წარმოებულ პრეპარატებში, მაგალითად, თუU 70-იან წლებში ერთი ე.წ. მარიხუანის პაპიროსი შეიცავდა 10 მილიგრამს, თანამედროვე პირობებში ეს 60-150 მგ-მდე მერყეობს, რაც აორმაგებს კიდეც მოხმარების უარყოფით შედეგებს. სწორედ იმის გამო, რომ ჰოლანდიაში მარიხუანა ისე იყო ხელოვნურად გამდიდრებული, რომ მოქმედებით ჰეროინის ეფექტს უტოლდებოდა, ხელისუფლება იძულებული გახდა, შეემცირებინა მარიხუანის რეალიზაციის სტანდარტული დოზები. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნების ხელისუფლების მოთხოვნით, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან საერთოდ აიკრძალა უცხოელებისთვის მარიხუანის მიყიდვა (გამონაკლისი მხოლოდ ამსტერდამია).
ექსპერტები და მედიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოში სახელმწიფოს პოლიტიკა მარიხუანის მიმართ ზედმეტად მკაცრია. თუმცა, პოზიცია ფრთხილად და მოზომილად უნდა გადაიხედოს, რადგან მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციამ შეიძლება მომხმარებელი გაზარდოს, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რომლებიც ქვეყნის გენოფონდის სტრატეგიულ რესურსს შეადგენენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნარკომანიით დაავადებულ პირთა 93%-მა ნარკოტიკს გემო პირველად მარიხუანით გაუგო, სავარაუდოდ, მარიხუანის მომხმარებელთა ახალი არმია ადრე თუ გვიან უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადავა. გარდა ამისა, მარიხუანის მომხმარებლები ხშირად პოლინარკომანები ხდებიან.
სამწუხაროდ, საქართველოს, თავისი დამოუკიდებლობის მანძილზე, არასდროს ჰქონია სახელმწიფო ნარკოსტრატეგიის დოკუმენტი. ჩვენთვის რეალობას მორგებული და კარგად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა ოცნებაა.
მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია ნარკოტიკების პროპაგანდა და რეკლამირება. თუმცა, დღემდე არ არის განსაზღვრული, რა ითვლება ნარკოტიკების პროპაგანდად.
როდესაც ნარკომანიის პრობლემის გააქტიურება ქვეყანაშიI მარტოოდენ შემთხვევიდან შემთხვევამდე ხდება და მოსახლეობა საფრთხის შესახებ მაშინღა იგებს, როცა უკვე გვიანია (მაგ. "კროკოდილის" და "ბიოს" შემთხვევაში მოხდა), როცა მიუხედავად დაპირებებისა და კონტროლის გამკაცრებისა, მაინც ვერ დავამარცხეთ სააფთიაქო ნარკომანია, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკი სწრაფი ტემპით ახალგაზრდავდება, კანაბისურ თავისუფლებაზე ფიქრი ღიმილის მომგვრელია...
ე.წ. "სიკვდილის კიბის" ფორმულა
"11 წელი - თამბაქოს გასინჯვა; 12-13 წელი - ალკოჰოლი; 14-15 წელი - მარიხუანა; 16-17 წელი - ამფეტამინები,”ექსტაზი; 20 წელი - ჰეროინი ან სხვა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები; 22 წელი - პოლინარკომანია; 23 წელი - თუU ცოცხალი გადარჩი, ციხე ან ნარკოლოგიური (ფსიქიატრიული) კლინიკა".
"ბიომიწა" - ახალი საფრთხე?
ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში "ბიოს" ახალი იერიში დაიწყო. ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, - თბილისში ახალი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება გავრცელდა, რომელსაც ნარკოტიკების მომხმარებლები პირობითად "ბიომიწად" მოიხსენიებენო. როგორც ის აღნიშნავდა, ეს საკმაოდ საშიში ნაზავი სწრაფ კომას იწვევდა. ეს ნივთიერება დამზადებულია ბიონარკოტიკის დაწვის შედეგად დარჩენილი მასალით. ჩანს, ვიღაცამ მიაგნო მისი დაწვის ადგილს. მიწა წამოიღეს, დაამუშავეს და ახლა "ბიოდ" ასაღებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადება, რომ იმ ადგილიდან, სადაც 32 კგ ამოღებული "ბიონარკოტიკი" ყველა წესის დაცვით განადგურდა, მიწა მოიხსნა და სხვა ადგილას დაიფლა.
ნარკოლოგები შეშფოთებულნი არიან - არავინ იცის, რამდენი სახეობის ბიონარკოტიკი განადგურდა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, რამდენიმე ძალიან საშიშ ნივთიერებასთან გვქონდეს საქმე, გამორიცხული არ არის, მათი კომბინირებული ნაზავი, თუნდაც ნამწვის სახით, სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. "ბიომიწასთან" დაკავშირებით პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. უცნობია, როგორ მოხდა ნამწვის გადამუშავება. ვინაიდან "ბიომიწის" მომხმარებელი ჯერ არ მოხვედრილა ნარკოლოგიურ კლინიკაში, პროგნოზების გაკეთება ნარკოლოგებსაც უჭირთ. თუმცა, "ბიომიწის" პირველ მსხვერპლზე ხმები დედაქალაქში აქტიურად ვრცელდება...
ნინო ბურჭულაძე
*
მარიხუანას ლეგალიზაცია ნარკომანია
Комментариев нет:
Отправить комментарий