ღმერთი

ღმერთი

суббота, 28 июня 2014 г.

ილია მეორემ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეკრებილებს მიმართა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტზე თბილისის ცენტრში ღია ცის ქვეშ შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

“დღეს არის ბედნიერი დღე“, - განაცხადა პატრიარქმა 27 ივნისს ევროპის მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან, „სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მკვიდნი საქართველოისანი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას“.

„მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ჩვენი ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა აი ამ ბედნიერი დღისათვის“, - განაცხადა პატრიარქმა.


http://www.civil.ge/geo/article.php?id=28409

Комментариев нет:

Отправить комментарий