ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 15 июня 2014 г.

დაუნდობელი ექსპერიმენტი – 5 ტყუპი დის ”კოლბაში” გატარებული ბავშვობა

  წელს კანადის ყველაზე ცნობილ ტყუპებს 80 წელი შეუსრულდებოდათ. 1934 წლის 28 მაისს, ღარიბი ფერმერის ოჯახში დაბადებული 5 და ნამდვილ “ოქროს საბადოდ” იქცა – კანადის მთავრობამ მათ ხარჯზე უზარმაზარი თანხა გამოიმუშავა. დების ისტორია თავიდანვე საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებების განხილვის თემა გახდა, მაგრამ ფულმა და პოპულარობამ მათ ბედნიერება ვერ მოუტანა.

ონტარიოს პროვინციის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები, ღარიბი ფერმერი ოლივა დიონი მეუღლესთან და 3 უფროს შვილთან ერთად პატარა ფერმაში ცხოვრობდნენ, სადაც შუქი და წყალიც კი არ ჰქონდათ. ფერმერის ცოლი ფეხმძიმობისას ეჭვობდა, რომ ტყუპებს ელოდა, მაგრამ ერთდროულად 5 ჩვილის დაბადება ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

  დღენაკლული ჩვილები 600-600 გრამს იწონიდნენ. ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები 1 საათსაც ვერ გასტანდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სიკვდილი არ ეწერათ – ხუთივე და გადარჩა. ეს ამბავი რამდენიმე დღეში მთელ კანადას მოედო.

როდესაც ბავშვებს 6 თვე შეუსრულდათ, მამამ გადაწყვიტა ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე ეჩვენებინა გოგონები. კანადის მთავრობამ უჩვეულო ჩვენების ორგანიზაცია საკუთარ თავზე აიღო და გოგონებისთვის სპეციალური საცხოვრებელი პავილიონი ააშენა, რომლებსაც კედლებად უზარმაზარი მინები ჰქონდა, რათა მნახველს ბავშვების დათვალიერება შესძლებოდა.

  დები დიონები პავილიონში 1935 წლიდან 1943-მდე იმყოფებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები 3 მილიონ ადამიანზე მეტმა მოინახულა. გოგონების წყალობით ჩიკაგოს გამოფენა ქალაქის ღისშესანიშნავ ადგილად იქცა, რამაც ტურისტების არნახული ნაკადი გამოიწვია.


ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მოდიოდა დების სანახავად. გოგონები მედდების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო მოედანზე თამაშობდნენ, რომელიც გარე სამყაროსგან გისოსებით იყო გამიჯნული. მოკლედ, ეს იყო ერთგვარი “ზოოპარკი” ტყუპებისთვის – მინისა თუ რკინის გისოსებში გამომწყვდეული საბრალონი სახელმწიფომ “ფულის საჭრელ” მანქანად აქცია. “ზოოპარკის” სპეციალურად მოწყობილ დახლებზე სუვენირები იყიდებოდა.

  ამ სუვენირებითა და გოგონების გამოსახულებიანი სხვადასხვა ნივთით კანადის მთავრობამ დიდი ფული მოიხვეჭა. გამოიცა მათი სახელობის 5 თოჯინა, ჰოლივუდში მათზე ფილმებიც გადაიღეს. ბავშვთა კვებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები ტყუპების ფოტოებს რეკლამებში წარმატებით იყენებდნენ. დაუნდობელი ექსპერიმენტის მსხვერპლი დები მსოფლიო ბრენდად იქცნენ.

სამყაროსგან იზოლირებულებს ძვირფასი სათამაშოები, მოდური ტანისამოსი და საუკეთესო მოვლა ჰქონდათ, თუმცა ალკდათ ყველაზე მთავარი – მშობლების სითბო, და-ძმის სიყვარული და თანატოლებთან ურთიერთობა.

  როდესაც ბავშვებს 9 წელი შეუსრულდათ, მთავრობამ კალანდერში დიონებისთვის დიდი სახლი ააშენა, რათა მთელ ოჯახს ერთად ეცხოვრა. თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დები ასეთ ცხოვრებას მიჩვეული არ იყვნენ და გაუჭირდათ ოჯახურ გარემოში ადაპტირება. ვოლიერში გაზრდილი “მხეცები” ვერ ეგუებოდნენ ცხოვრების ახალ წესს, თუმცა 16 წლამდე მაინც გაძლეს და შემდეგ მშობლებმა ინტერნატში გაამწესეს.

გოგონებს იღებდნენ კოსმეტიკისა და პროდუქტის რეკლამებში, მათ დაბადების დღეს მედიასაშუალებები აშუქებდნენ, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონებისთვის, რომლებმაც მთელი ბავშვობა “მინის სამყაროში”გაატარეს, საზოგადოებასთან ურთიერთობა ტანჯვად ექცათ. ასეთი ცხოვრების წესმა სამუდამო დაღი დაასვა მათ ფსიქიკას. 18 წლისებმა საბოლოოდ გაწყვიტეს კავშირი ოჯახთან, რომელიც მათი საშუალებით გამდიდრებას ცდილობდა.

  ტყუპი დების შემდგომი ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. 20 წლის ასაკში მონასტერში წასული ერთ-ერთი და – ემილი ეპილეფსიის შეტევით გარდაიცვალა. ტყუპებისთვის ეს საშინელი დარტყმა აღმოჩნდა…

მეორე და – მარი 30 წლისა წარუმატებელი ქორწინების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა… სესილიმ და ანეტმაც ვერ ჰპოვეს ოჯახური ბედნიერება. მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობა ანიჭებდათ სიხარულს. სესილის ტყუპი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი მალევე დაეღუპა. 3 წლის შემდეგ კი დაქვრივდა… მეხუთე და – ივონი მონასტერში წავიდა, თუმცა იქაც ვერ გაძლო და ცხოვრების უკანასკნელი წლები სიმარტოვეში გაატარა.

უკვე ზრდასრულმა დებმა სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების შელახვისთვის უჩივლეს და 4 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღეს. “ეს თანხა ახლა უკვე დაგვიანებული და ძალიან ცოტაა ჩვენი გაუბედურებისთვის” – ასეთი კომენტარი გააკეთეს ცნობილმა დებმა. ორი და დღესაც ცოცხალია…





Комментариев нет:

Отправить комментарий