ღმერთი

ღმერთი

вторник, 13 августа 2013 г.

სიბილწე.

რაც უფრო წარემატება ადამიანი სათნოებებში, მით მეტად უძნელდება სხვათა არაწმიდების დაჯერება.


საშინელია ხვედი არაწმიდა მწერლებისა: მათ სიკვდილის შემდეგაც მოაქვთ ზიანი.


არაწმიდება დახელოვნებულ სიტყვაში უფრო მეტი ბოროტების მომტანია, ვიდრე - გაუნათლებლობა.


ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.


არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სხეულის სიბილწე. და ის ადამიანი, ვინც უწმინდურ გულისსიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ერთიანად ყარს


ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.


როდესაც მრავალი ბილწი აზრი შემოდის გონებაში და სირცხვილით სხვას ვერ ვეუბნები, როგორ უნდა მოვიქცე?
ღმერთს უთხარი: მეუფეო! შემინდე, რაც შენი ნების წინააღმდეგ ცნობით თუ უმეცრებით გავიფიქრე, რამეთუ შენია მოწყალება უკუნისამდე, ამინ.


პორნოგრაფიული ლიტერატურა, კინოფილმები, ვიდეოფილმები და სხვა სულიერი საწამლავი, რომელიც ნარკომანიაზე მეტად წამლავს თანამედროვე საზოგადოებას: ბავშვებს იმ ცხოვრებანანახ მოხუცებად აქცევს, რომლებსაც უკვე ყველანაირი გარყვნილება გამოუცდიათ, ხოლო მხცოვანებს ასაკს ავიწყებს და გულარძნილ, უწესო ჭაბუკთ ამსგავსებს.


სანამ ადამიანი ცოდვის ლაბირინთებში დაეხეტება, იგი მის სულის სიმყრალეს ვერ გრძნობს, მაგრამ როდესაც უგზო-უკვლო ხეტიალს თავს დააღწევს და სინათლისკენ მიმავალ გზას დაადგება, ცხადად შეიგრძნობს იმ განსხვავებას, სიწმინდესა და ბიწიერებას შორის რომ არსებობს, მაშინ იგი სათნოებისა და მანკიერებისაკენ მიმავალ გზებს ერთმანეთისაგან ადვილად განასხვავებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий