ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 августа 2013 г.

პირველი სოდომური სოფელი გაჩნდება საფრანგეთში.

პორტალი ee24.ru იუწყება, რომ საფრანგეთში 2015 წელს აშენდება პირველი სოფელი 50 წელს გადაცილებულ სექსუალურ უმცირესობათათვის. ესოდენ უჩვეულო პუნქტის მშენებლობის საფუძველი გახდა ხანში შესული გეი-წყვილების მომეტებული მოთხოვნა მათთვის სასურველ ატმოსფეროში. და აი, კომპანია The Villages Group (ძირითადად მოქმედებს საფრანგეთში, მაგრამ მფლობელები არიან ბრიტანელები) აპირებს დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა და ააშენოს სოფელი Rainbow, რომელიც ლანგედოკის რაიონის (საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი) შვიდ ჰექტარზე აშენდება.

ევროპის პირველ გეი-სოფელში ხელმისაწვდომი იქნება ეკოლოგიური და ენერგოეფექტური საცხოვრისი. სახლის თავდაპირველი ფასია 236 000 ევრო. დენი სილვერი, კომპანია The Villages Group-ის დამაარსებელი აღნიშნავს, რომ სოფელ Rainbow-ში 50 წელს გადაცილებული სექს-უმცირესობები აქტიურად იცხოვრებენ თანამოაზრეთა შორის. სოფელი იდეალურ ადგილზეა განლაგებული, სადაც არის ბრწყინვალე ამინდი, დაუვიწყარი ფრანგული სამზარეულოთი. პროექტი ინვესტორებს დაუჯდებათ 25 მლნ. ევრო.

გეი თანამეგობრობა ახალ მოთამაშედ შემოდის უძრავი ქონების ევროპულ ბაზარზე. ადრე ასეთი საცხოვრებელი სახლები შენდებოდა ისეთი მყიდველისთვის, როგორებიც იყვნენ ხელოვნების ხანდაზმული მოყვარულები, არმიის ვეტერანები და სხვა.

გამოკვლევის თანახმად, რომელიც ბრიტანეთის ლგბტ-ორგანიზაცია Stonewall-მა ჩაატარა, ქვეყანაში მოცემული მომენტისთვის 55-ს გადაცილებული 871 045-დან 1 219 470 გეი და ლესბოსელი ცხოვრობს. დაახლოებით იმდენივე, რამდენიც არის ქ. ბირმინჰემის მოსახლეობა. მაგრამ საქმე მარტო რაოდენობაში როდია. გეები ბები-ბუმერების თაობიდან პირველი თაობაა, რომლებიც პენსიაზე გადიან 1970-იან წლებში ჰომოსექსუალისტთა თავისუფლებისთვის გამოსვლის შემდეგ, როდესაც ლეგალიზებულ იქნა გეი-ქორწინებები ინგლისში, უელსსა და საფრანგეთში.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანების დამოკიდებულება გეების მიმართ უფრო ლმობიერი გახდა, და მრავალი მათგანი უკვე ღიად ცხოვრობს გეი-ქორწინებაში. ამან ბიძგი მისცა მშენებლობების მთელ რიგ ტალღას მსოფლიო მასშტაბით. ოღონდ ევროპაში ამგვარი გეგმები დღემდე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий