ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 августа 2013 г.

საკრედიტო ბარათს სახე შეცვლის.

ბრიტანეთში აქტიურად ინერგება იდეა, რომლის თანახმადაც მალე საგადასახადო საშუალება გახდება არა საკრედიტო ბარათი, არამედ ადამიანის სახე.

კომპანია PayPal-ის ეს ახალი გამოგონება ამჯერად ტესტირებას გადის რიჩმონდის სასადილოებში, რესტორნებსა და მაღაზიებში, ერთის სიტყვით, ლონდონის ყველაზე ცოცხალ და აქტიურ რაიონებში.

საკმარისია გამყიდველმა ან ოფიციანტმა (სპეციალური სკანერით) "აიღოს" მომხმარებლის სახე და გააგზავნოს ბანკში, რომ გადახდა შესრულებულად ჩაითვალოს. რამოდენიმე წამში, კომპიუტერული პროგრამა შეამოწმებს გამოსახულებას ბანკის მონაცემთა ბაზაში და ნავაჭრი ან ვახშამი რესტორანში კლიენტის საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრება.

მაღაზიების მენეჯერები ამბობენ, რომ ეს არა მარტო ამარტივებს და აადვილებს საქმეს, არამედ საკმაოდ ამხიარულებს კიდეც მათ, რადგან კლიენტები დიდი სიამოვნებით პოზირებენ ფოტოს გადასაღებად. გარდა ამისა, PayPal-ის საკომისიო არც ისე დიდია. ექსპერტები ამბობენ, რომ ფოტოსურათით გადახდის მეთოდი კლიენტებს უხსნის პლასტიკური ბარათის დაკარგვის ან პინ-კოდის დავიწყების საშიშროებას. არსებობს მთელი რიგი პლიუსები თვით ბანკებისთვისაც.

საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი დევიდ კლემენტე აცხადებს: "თუ ბანკს გააჩნია თქვენი ფოტოსურათი, მისი მიხედვით შესაძლებელი გახდება თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია, თუნდაც დიდი დროის გასვლის შემდეგ. მისამართისგან ან სხვა მონაცემებისგან განსხვავებით, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს, სახის მოხაზულობა და გეომეტრია ხუთი წლის შემდეგაც იგივე რჩება. სახე - ეს თითის ანაბეჭდივითაა - ის ინდივიდუალურია და მუდმივი".

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий