ღმერთი

ღმერთი

среда, 21 августа 2013 г.

რწმენა.

რწმენა სიყვარულის გარეშე უსიცოცხლო ხატია.



თუ გსურს, რწმენით ცხონდე, შეიყვარე ის, ვინც გწამს.


ოქრო ცეცხლით გამოიცდება, რწმენა კი - განსაცდელებით.


რას მოგვიტანს - გწამდეს ქრისტიანულად, იცხოვრო წარმართულად?


უხილავად იწამე ქრისტე, გიყვარდეს, გიხაროდეს და ნეტარი იქნები.


რწმენა საქმის გარეშე და საქმე რწმენის გარეშე თანაბრად განისჯება.


მხოლოდ რწმენა და სიყვარული გაათბობს ჩვენს გაყინულ და გაქვავებულ გულებს.


ღმერთო განმწმინდე მე და დაემკვიდრე ჩემ შორის - ამ სიტყვებში რწმენის არსია.


შენი ქცევა საკუთარ რწმენას მიუსადაგე, თუ გწამს კარგად, ასევე იცხოვრე კარგად.


ადამიანებს არ სჯერათ იმ სარწმუნოების, რომელსაც მცირედმორწმუნენი ქადაგებენ.


რწმენის დაცვა ნიშნავს გონების დაცვასაც; გონების დაცვა ნიშნავს რწმენის დაცვას.


ბავშვი ზრდასრული ადამიანისაგან რწმენით მორჩილებით და უზაკველობით გამოირჩევა.

ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, რწმენის გარეშეც ვერავინ მოიპოვებს კეთილ აზრებს.

დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.


სიჭაბუკის ჟამს ღმერთი მწამდა, ახლა კი ამას რწმენაც აღარ ქვია, რამეთუ ვიცი, რომ ღმერთი არსებობს.


თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი სიწმიდით, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შიში გქონდეს.


შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო სულის უმოქმედობით ვერ ჩაწვდები საიდუმლო ხმას.


რწმენა და ცოდნა დაპირისპირებული კი არა - ერთმანეთის შემავსებელი ძალებია, მტრები კი არა - არამედ განუყრელი დები ტყუპები.


სარწმუნოებას მეცნიერებისათვის სულის შთაბერვა ძალუძს, ხოლო მეცნიერებას თავისი ძალისხმევით შეუძლია განამტკიცოს სარწმუნოება.


რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა.


ბეთლემს დაიწყო გზაჲ იგი სიმართლისაჲ და ეს გზა აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს იგი.


რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია.


ადამიანი, რომელსაც არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ვერასდროს იქნება ისეთი მორჩილი და მამაცი, როგორიც ის, ვისაც ეს რწმენა აქვს.


რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა.


უფალი ისე არ აკეთებს, რომ ადამიანებს საკუთარი სურვილის გარეშე სწამდეთ, რაც შეუძლებელია; არამედ ისე აკეთებს, რომ მათ მოისურვონ, რომ სწამდეთ.


ქრისტე რწმენას მოჰყავს გულში და იქ ავანებს მშვიდობითა და სიხარულით. ამაოდ როდი ამბობენ ღმერთზე: წმინდაა იგი და წმინდათა შორის განისვენებს.


ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.







Комментариев нет:

Отправить комментарий