ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

სიკეთის შესახებ.

სიკეთე ალბობს და აღებს გულს, როგორც ზეთი დაჟანგულ კლიტეს.
პაისი მთაწმინდელი

როგორც სიბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.
წმ. ტიხონ ზადონელი

გარეგნული, ხილული სიკეთე შინაგანის გარეშე მლიქვნელობა და ტყუილია.
წმ. ტიხონ ზადონელი

წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის, თუ არა – თვით სიკეთისათვის.
წმ. ნილოს სინელი

ვინც ცდილობს მოყვასის სიკეთესატვის, ის არგებს ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)

დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი).
წმ. იოანე ოქროპირი

სამყაროს შექმნიდან დღემდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეწყვეტილა და იგი სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს იღებს.
უწ. და უნ. ილია II




Комментариев нет:

Отправить комментарий