ღმერთი

ღმერთი

среда, 21 августа 2013 г.

Google: "ვირტუალური პიროვნებების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს"

უახლოეს ათწლეულში ე.წ. ვირტუალური პიროვნებების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს, რაც დიდ პრობლემებს შეუქმნის ბევრი ქვეყნის მთავრობას. მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის ნორმად გადაიქცევა იმის გამოკვლევა და თვალთვალი, თუ ვინ დგას ამა თუ იმ "ექაუნთის" უკან.

ამის შესახებ წერენ წიგნში "ახალი, ციფრული მსოფლიო", რომლის ნაწყვეტიც "ფორბსმა" გამოაქვეყნა, Google-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ერიკ შმიდტი და Google Ideas ხელმძღვანელი ჯარედ კოენი.

უკვე დღეს, ბევრი ინტერნეტმომხმარებელი სხვადახვა მიზნებიდან გამომდინარე ქმნის ე.წ. ვირტუალურ აქაუნთს. Google-ის მესვეურების განცხადებით უახლოეს მომავალში ამგვარი აქაუნთების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ქვეყნების ხელისუფლებათა უმრავლესობა ჩათვლის, რომ ათეულათასობით ანონიმური, უკონტროლო და არაშემოწმებული ვირტუალური "მოქალაქეების" არსებობა სახიფათო იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და ისინი დაინტერესდებიან, თუ რეალურად ვინ დგას ინტერნეტაქაუნტების უკან. არაა გამორიცხული, რომ ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდისა თუ სოციალური ქსელის შექმნისას დაწესდეს სახელმწიფო დონეზე ვერიფიკაციის მოთხოვნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ყალბი მომხმარებლის დარეგისტრირების საშიშროება, გაძლიერდეს ვირტუალურ სივრცეზე კონტროლი.

მართლაც, მომავალი, რომელიც სავსე იქნება ვირტუალური პიროვნებებით, რომლებიც ფლობენ და ავრცელებენ ინფორმაციის უდიდეს რაოდენობას, რამოდენიმე სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

მათგან უმთავრესია - პერსონალურ ინფორმაციაზე კონტროლის დაკარგვის საშიშროება.

"ჩვენს უმრავლესობას ახლაც ჰყავს ქსელური "ორეულები", მათი საშუალებით წარმოვაჩენთ ჩვენ საკუთარ თავს სოცქსელებში, ბლოგებსა თუ სხვა აქაუნთებში, რეალურად კონფიდენციალური და პირადი ინფორმაცია დამალულია უცხო თვალისთვის. მომავალში რეალურ პიროვნებაზე უფრო მეტად იქონიებს გავლენას მისი ვირტუალური მოღვაწეობა და ინტერნეტში განხორციელებული კონტაქტები. ეს განსაზღვრავს ჩვენს შესაძლო პერსპექტივებს და ჩვენ დავკარგავთ კონტროლს იმაზე, თუ რეალურად როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვები," - გვაფრთხილებენ ექსპერტები.

გაიზრდება ალბათობა, რომ მოხდება არასანქცირებული შეღწევა ჩვენს პერსონალურ მონაცემებში, მათით მანიპულირება, მოპარვა, დუბლირება. შესაბამისად, ავტორთა აზრით, აყვავდება ის სფეროები, რომლებიც შემოგვთავაზებენ პერსონალური მონაცემებისა და რეპუტაციის დაცვას. ამგვარი ბიზნესი დღესაც არსებობს - კომპანიები სხვადასხვა პროგრამებითა და მეთოდებით გვთავაზობენ სწრაფად მოვიცილოთ თავიდან სახიფათო და არასასურველი კონტენტი და შევამციროთ მათი გამოჩენისაგან მიყენებული ზიანი.

მეტიც, "ონლაინ-პიროვნებები შეიძენენ ისეთ დიდ ფასს, რომ ჩამოყალიბდება "შავი ბაზრები" სადაც შედგება ამ აქაუნთების (როგორც რეალურ, ასევე მოგონილმონაცემებიანი აქაუნთების) ყიდვა-გაყიდვის პროცესი. მათ შეისყიდიან კომპლექსში - ინტერნეტ-პროვაიდერების ლოგ-ფაილებში გაკეთებული ჩანაწერებით, რეალური თუ ფიქტიური "ფრენდებით", ანუ ყველაფერი იმით, რითაც აქაუნთი გამოიყურება როგორც რეალური. მათი შესყიდვით ბევრი დაინტერესდება, მათ შორის დამნაშავეებიც.

ავტორები არ გამორიცხავენ, რომ შეიქმნება ახალი ტიპის სადაზღვევო მომსახურებაც - ინტერნეტპიროვნების დაზღვევა გაქურდვის, ცრუ ბრალდების, მონაცემების ბოროტი მიზნების გამოყენებისა და არასნქცირებული მითვისებისაგან.

ყოველივე ეს გარკვეულად მოგვაგონებს ფილმი "მატრიცას" სიუჟეტს, თუმცა რამდენად ახდება Google-ის ლიდერთა წინასწარმეტყველება, ცხოვრება გვიჩვენებს.

http://www.newposts.ge/presis-daijesti/18241-google-qvirtualuri-pirovnebebis-raodenoba-dedamitsis-mosakhleobis-raodenobas-gadaatcarbebsq.html

Комментариев нет:

Отправить комментарий