ღმერთი

ღმერთი

четверг, 5 декабря 2013 г.

`თუ ცუდად ცხოვრობ, არავინ გეხება, ხოლო როცა კარგად ცხოვრებას იწყებ, მაშინვე თავს გატყდება მწუხარებანი,

განსაცდელები, შეურაცხყოფა, _ ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი. ასევე უთქვამს: ეშმაკი ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მოგცემს, ყოველი ნაბიჯისთვის უნდა იბრძოლოთ. გახსოვთ, ებრაელებმა როგორ ააშენეს ტაძარი? ცალ ხელში ბარი ეჭირათ, მეორეში _ მახვილი. ერთი მხრივ უნდა აღასრულოთ სახარებისეული მცნებები, მეორე ხელით კი _ მტერი მოიგერიოთ, იბრძოლოთ თითოეული ნაბიჯისთვის... ეს მახვილი კი იესოს ლოცვაა~. მამა ბარსანოფი ჰყვებოდა: მივხვდი, რომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივად სიფრთხილისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე ვერ მოვიგერიებდი ეშმაკის ისრებს. ამიტომ ჩემი მოძღვრული ცხოვრების პირველი ხანი განუწყვეტელ ბრძოლასა და შრომაში გავატარე...







Комментариев нет:

Отправить комментарий