- რამდენად არის დღეს სუნიტებში გავრცელებული რწმენა, რომ მაჰდი მალე მოვა? რამდენად მრავალი ადამიანია დარწმუნებული იმაში, რომ ეს მოვლენა მოახლოვებულია?
- რწმენა მაჰდის მოსვლასთან დაკავშირებით ისლამის მთელს ისტორიას გასდევს და მას ყოველთვის კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა. მორწმუნენი ყოველთვის უთმობდნენ ყურადღებას ამ კურთხეულ მოვლენას, რაც ფუძემდებლური პოსტულატია ისლამის როგორც სუნიტურ, ასევე შიიტურ მიმართულებებში.
გარდა იმისა, რომ ისლამის ამ მიმართულებათა მთელ რიგ პოზიციებში არსებობს განსხვავება, მაჰდის მოსვლისადმი რწმენა მაინც ერთია. შიიტებიც და სუნიტებიც ელიან ამ მაცხოვრის მოსვლას, რომელიც მსოფლიოს საშინელი ზნეობრივი დაცემის, უბედურებების, უსამართლობის, ფარისევლობის და ჭირისგან გაათავისუფლებს.
სუნიტებისთვის მაჰდის მოსვლის წყაროს წინასწარმეტყველის (მშვიდობა მას) სანდო ხადისები (1) წარმოადგენს, რომლებშიც მკაფიოდ არის გადმოცემული სწავლება ამ კურთხეული ადამიანის შესახებ. სუნიტიზმში მაჰდის მოსვლისადმი რწმენა შიიტურზე არანაკლებ ძლიერია.
- მაჰდის მოსვლისადმი რწმენა ძლიერია მორწმუნე მუსლიმთა ყველა ფენაში, თუ მხოლოდ განსაზღვრულ ჯგუფებსა თუ თემებში?
- ყველამ კარგად იცის, რომ მორწმუნეთა შორის არსებობენ განსაზღვრული ჯგუფები, რომლებიც არ ღებულობენ ისლამის ამ პოზიციას ან უარყოფენ წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა მას) ზოგიერთ ხადისს მაჰდის შესახებ. ასეტი ჯგუფები ისტორიაში ცნობილია, და ცხადია, ისინი დღესაც იქნებიან.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯგუფები ან ცალკეული ადამიანები, როგორც წესი, მისდევდნენ და მისდევენ იმას, რაც არ შეესაბამება ისლამის სწავლა-მოძღვრებას, ან კიდევ უარყოფენ სანდო ხადისებს. თანაც ისლამურ სამყაროში მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.
არსებითად, მიუხედავად ზოგიერთი განსხვავებისა, მთელი უმმა ერთია რწმენაში და მაჰდის მოსვლისადმი მოლოდინში, მე შემიძლია ამაზე სიხარულით აღსავსე იმ წერილებითა და გამოხმაურებებით ვიმსჯელო, რომელსაც ვღებულობ ჩემი წიგნის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ბოლო ჟამს, მაჰდის და მესია ისას (მშვიდობა მას) ეხება. და ამ გამოხმაურებებს მე ვღებულობ მთელი მსოფლიოდან - ინდონეზიიდან მოყოლებული ვიდრე სამხრეთ აფრიკამდე, დიდი ბრიტანეთიდან - ჩინეთამდე, კანადიდან - ავსტრალიამდე.
- რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავს მაჰდის უწოდებდნენ? ამდაგვარნი ხომ მრავლად იყო მუსლიმური სამყაროს ისტორიაში, მაგალითად, იბნ თუმართი, მუჰამად აჰმადი ან მანისალ მეჰმედი?
- მე არ მინდა შევჩერდე კონკრეტულ პიროვნებებზე, მაგრამ, როგორც ჩვენი კურთხეული წინასწარმეტყველის (მშვიდობა მას) ხადისებშია ნათქვამი, ისას (მშვიდობა მას) მეორედ მოსვლის წინ და ადამიანების წინაშე ჭეშმარიტი მაჰდის გამოვლენამდე, ბევრნი იქნებიან იმდაგვარნი, რომლებიც თავს მესიად ან მაჰდიდ გამოაცხადებენ.
ბუნებრივია, ეს დააეჭვებს მორწმუნეთა სულებს იმდენად, რომ ისინი უკვე ფრთხილად მოეკიდებიან ნებისმიერს, ვინც მსგავს რამეს იტყვის საკუთარ თავზე.
ჩემის აზრით, ცრუმესიათა არსებობა - ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რამეთუ ნამდვილი მაჰდი და ისა (მშვიდობა მას) როდესაც ჩვენს შორის იქნებიან, გარკვეული დროის განმავლობაში უჩინარნი გახდებიან. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრულ მომენტამდე, რომელიც უზენაესმა დააწესა, არ გამოამჟღავნონ საკუთარი თავი და გასწიონ სამართლიანი ბრძოლა.
მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცრუმაჰდებისა და ცრუმესიების გამოჩენაც სასიხარულო მოვლენაა, რადგან ეს ნამდვილი მაჰდისა და ისას გამოჩენის წინაპირობაა. ჩვენი წინასწარმეტყველის, მუჰამედის (მშვიდობა მას) ხადისში ამის შესახებ ნათქვამია: "არ დადგება სამყაროს აღსასრული მანამ, სანამ ოცდაათი ცრუმესია არ გამოჩნდება, რომლებიც დაიწყებენ მტკიცებას, რომ ისინი ალლაჰის წარმოგზავნილები არიან" (თირმიზი, აბუ დაუდი).
- როგორ შევძლებთ თვითმარქვიის გარჩევას კურთხეული მაჰდისგან?
- წინასწარმეტყველი (მშვიდობა მას) ძალზედ დეტალურად აღწერს მაჰდის ყველა თავისებურებას. ულემთა (2) განმარტებებში ასევე მოცემულია მნიშვნელოვანი ცნობები მის შესახებ.
1. ის გამოვა მუჰამედის (მშვიდობა მას) მოდგმიდან;
2. ის მთელს მსოფლიოში გაავრცელებს ისლამის ჭეშმარიტ მორალს, ყურანის ზნეობრივი მცნებები ყველგან გაბატონდება და მთელი დედამიწისთვის პრიორიტეტული შეიქნება;
3. ის გაწმენდს ჭეშმარიტ რწმენას მწვალებლობათა და დანაშრევებისგან, რომლებიც წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა მას) შემდეგ იქნა შეტანილი.
4. ის დაამყარებს მშვიდობას და კეთილდღეობას მთელს დედამიწაზე, შეჰკრავს მთელს ისლამურ სამყაროს, და არ დარჩება არც ერთი მიმართულება და სექტა, რომელიც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არ მოექცეს. ყველა მუსლიმი აღიარებს მას საკუთარ იმამად და ლიდერად;
5. ის წერილის ყველა მორწმუნეს ერთ რწმენად შეჰკრავს...
თუ დავფიქრდებით, ის, ვინც შესძლებს ამ კოლოსალური ამოცანების აღსრულებას, ნამდვილად დიადი და არაორდინალური ადამიანი იქნება, და, შესაძლოა, ალლაჰის ნებით მაჰდიც გახდეს.
ისლამის ისტორიაში, უეჭველად, იყვნენ დიადი, პატივდებული მორწმუნენი, უფლის მართლმსახურნი, რომლებმაც შესძლეს ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი ამოცანის აღსრულება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, - მაჰდი ყველა ამ ამოცანას აღასრულებს.
დიადი ალიმი საიდ ნურსი წერდა, რომ მაჰდი ფართო საქმიანობას გაშლის პოლიტიკისა და მმართველობის სფეროში. ის მიაღწევს უმაღლეს სახელმწიფოებრივ წოდებას. მისი საქმიანობა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სულიერ სფეროებში განუზომელი, ხოლო უმძლავრესი რელიგიურ-სამქადაგებლო მისია ფრიად წარმატებული აღმოჩნდება.
მაჰდის საქმიანობა მთელს მსოფლიოს მოიცავს, და ის რომელიმე რეგიონით ან ადამიანთა ჯგუფით არ შემოიფარგლება. ალლაჰის ნებით, ის დაიწყებს იდეურ ბრძოლას ყველა სფეროში, რომლის შედეგადაც ისლამი მსოფლიოში გაბატონებული რელიგია გახდება.
ამაშია ყველაზე მთავარი განსხვავება ბოლო ჟამის მაჰდისა და თვითმარქვიებს შორის.
- როგორი დამოკიდებულება ექნებათ წინასწარმეტყველ ისას და მაჰდის, მათ ხომ დედამიწაზე ერთსა და იმავე დროს უწევთ ცხოვრება?
- ხადისებში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველი ისა (მშვიდობა მას) კვლავ მოვა დედამიწაზე და იმოქმედებს მაჰდისთან ერთად. ეს ორი უდიადესი ადამიანი გააერთიანებენთ თავიანთ ძალისხმევას და დედამიწაზე სარწმუნოებას გააბატონებენ. წინასწარმეტყველი ისა (მშვიდობა მას) მოჰკლავს დადჯალს (ცრუმესია, ანტიქრისტეს ანალოგი ისლამურ ტრადიციაში. ძნელი არ არის მივხვდეთ თუ ვის შეიძლება ისლამი უწოდებდეს "დადჯალს". ქრისტეანობა ხომ მისთვის ცრუ რელიგიაა - რედ.), რომელიც უმეთაურებს დედამიწაზე ყველა უღმერთო ძალას, მაჰდი კი მას (ანუ ისას - რედ.) ამ ბრძოლაში დაეხმარება.
წინასწარმეტყველი ისა ( მშვიდობა მას) და მაჰდი - გულწრფელად ურთიერთმოყვარული ძმებივით იქნებიან, როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადიულ სასუფეველშიც. მათ აკავშირებთ ერთი და იგივე აზრები და შეხედულებები. ისინი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებიან.
- რას იტყოდით ვინმემ ახლა საჯაროდ რომ იმამ მაჰდიდ გამოაცხადოს თავი? მაგალითად, ბენ ლადენმა (ინტერვიუ აღებულია ბენ ლადენის სიცოცხლის დროს - რედ.). არსებობს შეხედულება, რომ ეს ადამიანი, შესაძლოა არის კიდევაც ის მაჰდი, რომელსაც მოელიან...?
- თუ რომელიმე ადამიანი პირადად გამოაცხადებს საკუთარ თავს მაჰდიდ, ეს ყველაზე აშკარა დადასტურება იქნება იმისა, რომ ის თვითმარქვიაა. მაჰდი არ დაიწყებს პოპულისტურ საქმიანობას. მას არ დასჭირდება ამის გაკეთბა, რადგან მისი საქმიანობა და პიროვნება საღმრთო კურთხევით გამობრწყინდება. ადამიანები თვითონ დაინახავენ მის სრულ ღმრთივკურთხეულობას (ბარაქას) და ალლაჰის წყალობას გაღებულს კაცთათვის.
როგორც წინასწარმეტყველი (მშვიდობა მას) ხადისებში იუწყება, მაჰდის ჭეშმარიტების შეუვალი მტკიცებულება იქნება ის, რომ მისი უშუალო მონაწილეობით მთელს დედამიწაზე ისლამის ღვთაებრივი მორალი გაბატონდება.
საიდ ნურსის განმარტებებში დეტალურად არის აღწერილი მაჰდის ღვთივკურთხეული პიროვნების თავისებურებანი. როგორც მეცნიერის სიტყვებიდან ჩანს, უპირველეს ყოვლისა მაჰდი შექმნის ისლამურ ერთობას, ანუ ყველა მუსლიმური ქვეყნისა და ხალხის ნამდვილ კავშირს. შემდეგ, გაერთიანებული უმმას ძლიერებითა და მხარდაჭერით, ის დაამყარებს ჭეშმარიტი ისლამის პრიორიტეტულ როლსა და ბატონობას მთელს მსოფლიოში. ამ მისიის შესრულებისდა კვალად, რომელიც ალლაჰის ნებით აღსრულდება, მისი მმართველობა შეიძენს განუსაზღვრელ უფლებებსა და ძალას.
ამასთნ მაჰდი არ დაიწყებს თავისი დამსახურებების რეკლამირებას. მისი უდიადესი საქმეები თვითონ იქნებიან ბრწყინვალე დასტურნი და ნიშანნი იმისა, რომ გამოჩენილი პიროვნება არის სწორედ ის მაჰდი, რომელსაც მუსლიმები ასე ელიან. ჩვენი წინასწარმეტყველის (მშვიდობა მას) ერთ სანდო ხადისში ნაუწყებია, რომ ადამიანები "ფიცს დადებენ მადის ერთგულებისა, თუმცა ის არ მოითხოვს ამას".
მაჰდი არ გამოვა რაიმე დარიგეგებით ან მტკიცებულებებით. ის საკუთარ თავს მაჰდის უწოდებს, მაგრამ ადამიანები უდავოდ აღიარებენ მასში ალლაჰის წყალობასა და მინიშნებას.
უღმრთონი, ათეისტები, ღმრთისმოძულენი, მატერიალისტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა შეაჩერონ მაჰდი. მაგრამ უზენაესი ალლაჰი, რომელიც მოავლენს თავის ბრწყინვალე სახელთა - კახარისა და ჯაბარის განხორციელებებს ("კაჰჰარი" - ალლაჰის ერთ-ერთი ეპითეტია და ნიშნავს "დიადი ძალის მფლობელს", ხოლო "ჯაბარი" ასევე ალლაჰის ერთ-ერთ ეპითეტს წარმოადგენს და "ყოვლისშემძლეს" ნიშნავს) და დედამიწაზე ისლამურ ზნეობრიობასა და რწმენას გააბატონებს. და ეს უზენაესის ნებით მხოლოდ სიყვარულით, მოწყალებითა და სიკეთით მოხდება.
- ერაყელ შიიტთა ლიდერი მუკტადა ას-სადრი აცხადებს, რომ ადამიანთა შორის მაჰდის გამოჩენა უკვე ძალზედ მოახლოვდა. ამიტომაც მან შექმნა "მაჰდის არმია" იმისთვის, რათა როცა ის მოვა მისი ერთგული დასაყრდენი ძალა გახდეს. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ვფიქრობ, მთელი მუსლიმური სამყრო - ეს მაჰდის არმიაა, ოღონდ მოწყალებისა და სიყვარულისა, და არა სისხლისღვრისა. ჩვენს შორის ხომ მთავარი მისი თავისებურება ძალადობის, სისასტიკის და ტერორის თავიდან აცილებაა. განათლების, ცოდნისა და კულტურის ძალით მაჰდი დედამიწაზე ღვთაებრივ მორალს დაამყარებს.
როგორც წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა მას) ხადისებში და ისლამის უდიადეს ღვთისმეტყველთა ნაშრომებშია ნათქვამი, მაჰდი სრულიად შემუსრავს უღმრთოთა იდეოლოგიას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, განუმარტავს ადამიანებს ალლაჰის დაუზიანებელი, მწვალებლობების მიერ შეურყვნელი ჭეშმარიტი რწმენისა და მორალის არსს, დაიწყებს უდიადეს სულიერ ბრძოლას, რათა ადამიანები სწორი რწმენისკენ წარმართოს და დაამყაროს კეთილი ცხოვრება ყურანის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი უფლის წყალობით მაჰდი გახდება ყველა სიძნელისა და ჭირვების ძლევის მიზეზი, რომელიც იმ დროს მსოფლიოში იქნება გაბატონებული.
ერთ ხადისში მაჰდის ამ თავისებურების შესახებ ნათქვამია: "ის ყველაზე კურთხეულია მუჰამედის უმმებს შორის, მაჰდი გაგათავისუფლებთ თქვენი უბედურებებისგან და თქვენი მმართველი შეიქნება". ხადისში ასევე ნათქვამია, რომ ის შეწყვეტს ყველა არეულობას და განხეთქილებას, გააჩერებს ყველა კონფლიქტს და ომებს, რის შედეგადაც დედამიწაზე კეთილდღეობა და მშვიდობა დაისადგურებს.
როგორც ხადისებიდან ჩანს, ადამიანები, რომელთა ცხოვრება დღეს ომების, სისასტიკეებისა და ზნეობრივი დეგრადაციის ატმოსფეროშია ჩაძირული, გადარჩენისა და სამართლიანობის გზების ძიებას დაიწყებს. მას მოსწყურდება მაჰდის სამართლიანობა და მოწყალება, სიყვარული და მშვიდობა. წინასწარმეტყველისგან (მშვიდობა მას) გადმოგვეცა, რომ "უმმა მაჰდის გარშემო შეიკრიბება, როგორც ფუტკრები იკრიბებიან თავიანთი დედოფლის გარშემო. ის სამართლიანობით აღავსებს მთელს დედამიწას, რომელიც აქამდე ძალადობით იყო სავსე, ადამიანები თითქოსდა მუჰამედის დროს დაუბრუნდებიან".
იმისდა მიხედვით, როგორ დაამყარებს მაჰდი დედამიწაზე ისლამის მორალის პრიორიტეტს, შეწყდებიან ომები და სისხლისღვრები, არ იქნება უსამართლობა, სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე, შიმშილი და ტანჯვა. ადამიანები ბოლოს და ბოლოს მოიპოვებენ ბედნიერებას, მშვიდობას და ხვალინდელი დღის რწმენას, რომელსაც ასე ევედრებოდნენ ღმერთს. წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა მას) ჰადისები გვაუწყებენ სიყვარულითა და მშვიდობის აღსავსე სიცოცხლის შესახებ, რომელიც სავსე იქნება ხვავითა და ბარაქით, და ეს ყოველივე მაჰდის ძალაუფლების დამყარების შემდეგ დადგება.
მაჰდის ბრძოლა წინააღმდგომ იდეოლოგიებთან სულიერი და იდეოლოგიური იქნება. ის ბრძნული და სამართლიანი მეთოდებით გაიმარჯვებს ყველა ათეისტურ და გარყვნილ სისტემაზე. როგორც ხადისებშია ნათქვამი, მაჰდის დიადი ბრძოლა იმდენად მშვიდი, დაგეგმილი და თავმდაბალი იქნება, რომ "მძინარე ადამიანიც კი ვერ იგრძნობს მის ძლიერებას".
როგორც ხადისები იუწყებიან, მაჰდი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გაავრცელებს ისლამის მორალს მთელს დედამიწაზე. ის ყველა მტრულ მხარეს მოუტანს მშვიდობიან და სამართლიან გადაწყვეტილებას ისე, რომ ყველანი კმაყოფილნი დარჩებიან.
მაჰდი ადამიანებს მოწყალებისკენ, მოთმინებისკენ, სიკეთისკენ და სილამაზისკენ მოუწოდებს, რადგან ეს არის ისლამის ჭეშმარიტი მორალის მოთხოვნა. მისი (მაჰდის - რედ.) სიმართლე და პირადი ზნეობრიობა, ღრმა რწმენა და სულის სიმაღლე მაგალითი გახდება ყველა ადამიანისთვის. როგორც ხადისებიდან ჩანს, მაჰდის მმართველობის პერიოდში ერებს შორის, რომლებიც დღეს ერთმანეთს გადამტერებულნი არიან, მშვიდობა და ძმობა დამყარდება, ყველა დავა და კონფლიქტი მშვიდობით, მეგობრობითა და სიყვარულით შეიცვლება.
მაჰდი უზრუნველყოფს ყოველგვარ პირობას იმისთვის, რათა ისლამის ჭეშმარიტი სწავლება, რომელიც ყველაზე რჯულთშემწყნარებელია, თანამედროვეა, ბრძნულია და ცივილიზიებულია საზოგადოების არსებობისთვის, თავისი ნათლით მთელს მსოფლიოს გააბრწყინვებს. ეს კი ადამიანთა უდიდეს კულტურულ წინსვლას და ისლამისკენ გულწრფელ მოქცევას გამოიწვევს.
- და როდის უნა მოხდეს ეს ყოველივე თქვენის აზრით?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაჰდი უკვე მოსულია, მაგრამ ჯერ კიდევ დაფარულია. ამისი მიზეზი ის არის, რომ ჯერაც გამოუმჟღავნებელია მისი არსებობა, რადგან ალლაჰი იცავს მას პოლიტიკური ზეწოლისგან და ათეისტების, უღმრთოებისა და მატერიალისტების ფიზიკური ძალადობის ნებისმიერი გამოვლინებისგან.
ჩვენი აზრით, წინასწარმეტყველი ისა (მშვიდობა მას) უკვე მეორედ მოივლინა დედამიწაზე, და ისიც აქ ცხოვრობს. მაგრამ ისა (მშვიდობა მას) ასევე დაფარულია ჩვენგან, რამეთუ ალლაჰი იცავს მას ბოროტ ძალთა, ტერორისა და ძალადობისგან.
თუმცა, ჩემის აზრით, უკვე ახლოსაა ჟამი, როდესაც ის გამოჩნდება. აი მაშინ შევიცნობთ მათ, და ალლაჰის ნებით, ისინი დაიწყებენ თავიანთ კურთხეულ და ძლევამოსილ სულიერ ბრძოლას დედამიწაზე ჩვენი უფლის, უზენაესი ალლაჰის სარწმუნოების დამკვიდრებას.
წყარო: http://www.oreola.org/vspomogateln/predskazanija/kharun_jakhja_makhdi_i_isa_uzhe_sredi_nas_no_oni_eshche_sokryty.html
2010
___________________________________________________________
1. ხადისები - გადმოცემები წინასწარმეტყველ მუჰამედის სიტყვებსა და ცხოვრებაზე, რომელიც ეხება მულიმური თემის ცხოვრების რელიგურ-უფლებრივ მრავალფეროვნებას. ხადისი - წინასწარმეტყველ მუჰამედის გამონათქვამი, დასტური ან მოქმედება, რომელთა ჯამი შეადგენს სუნას, რომელიც ყველა მუსლიმისთვის ავტორიტეტულია და შარიათის საფუძველია. ხადისები გადმოიცემოდა წინასწარმეტყველ მუჰამედის თანამოღვაწეთა მიერ.
2. ულემები ისლამის თეორიულ და პრაქტიკულ მხარეთა ავტორიტეტული და აღიარებული მცოდნეების კრებითი სახელწოდებაა. დროთა განმავლობაში ის საპატიო წოდება გახდა.
ჰარუნ იაჰია
ჰარუნ იაჰია ოფიციალურად მასონი გახდა
ჰარუნ იაჰია ოფიციალურად მასონი გახდა
Комментариев нет:
Отправить комментарий