ღმერთი

ღმერთი

суббота, 14 июня 2014 г.

ორთოდოქსული. ორთოდოქსული მიმდინარეობა

ორთოდოქსული Orthodoxos - "მართლმორწმუნე"
რაიმე მოძღვრების, შეხედულების განუხრელად მიმდევარი; თანმიმდევრული.



ორთოდოქსული მიმდინარეობა -თავის თავს თვლის იუდაიზმის არსის (როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი თუ საოჯახო ყოფის მასაზრდოებელი იდეის) ერთადერთ მატარებლად. იგი ყალიბდებოდა შუა საუკუნეთა და ახალი დროის მიჯნაზე და საბოლოო სახე XIX სის პირველ ნახევარში მიიღო. ორთოდოქსული მიმდინარეობა დაუპირისპირდა რეფორმატორულ მოძრაობას, როგორც შეურიგებელი მოწინააღმდეგე სეკულარიზაციისა და ემანსიპაციისა ებრაელობის ცხოვრებაში. ეს მიმდინარეობა „საეროთაგან“ (ხილონიმ) განსხვავებით თავის თავს ასე მოიხსენიებს: „ღვთის მოსავნი“ (ადუკიმ) და „რელიგიურნი“ (დათიმ). ის ეწინააღმდეგებოდა ებრაელთათვის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების გაფართოებას და, აქედან გამომდინარე, საერთოდ, არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ებრაულ განმანათლებლობას (ჰასქალა), რაც მათი აზრით შეუთავსებელია ებრაელობის, როგორც ღვთის რჩეული ხალხის, თავად არსებობასთან. მათი აზრით, გეტოს გაუქმება გამოიწვევდა ებრაელთა სწრაფ ასიმილაციას და, საბოლოოდ, დაემუქრებოდა იუდაიზმს, როგორც მოძღვრებასა და ცხოვრების წესს. ამიტომაც მათი მესვეურნი იქამდეც მიდიოდნენ, რომ ადგილობრივი სახელმწიფო ენის შესწავლასა და გამოყენებაზეც კი უარს ამბობდნენ.


www.nplg.gov.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий