როგორ იქცა 100 კაცი 100 000-ად
მღელვარება არ ცხრება თურქეთში, სადაც 100 000-ობით ადამიანმა ქუჩებს მიაშურა მთავრობის მიერ საკუთარი ხალხისადმი დამოკიდებულების გასაპროტესტებლად. არაოფიციალური ცნობებით, პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებებში 4 კაცი დაიღუპა, 230-ზე მეტი კი დაშავდა. პოლიცია მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებდა.
ყველაფერი კი 100-მდე თურქის მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო, რომლებიც ტაქსიმის რაიონში მდებარე "გეზი პარკის" ადგილზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პოლიციამ ისინი დაარბია, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. ხალხი ერთად დადგა - "გალათასარაისა" და "ბეშიქთაშის" ფანებიც კი... შთამბეჭდავი სანახაობა იყო "უსინათლოთა მარში" - ასობით უსინათლო ადამიანი ხელიხელჩაკიდებული, სიმღერით მოაბიჯებდა...
რას აშენებს ერდოღანი?
მიუხედავად პროტესტისა, თურქეთის პრემიერი, რეჯებ თაიფ ერდოღანი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. სავაჭრო ცენტრის გარდა, განზრახულია "ოსმალური იმპერიის დროინდელი სამხედრო ბარაკების რეკონსტრუქციაც". "ტაქსიმის მოედანი ექსტრემისტების სათარეშო ადგილი არ არის", - განაცხადა ერდოღანმა. დემონსტრანტები კი თვლიან, რომ ექსტრემისტი თავად პრემიერია და მისი "მეფობის ხანა" უნდა დამთავრდეს. "მთავრობას სურს, ქვეყანა ისლამურ სახელმწიფოდ გადააქციოს, თან მსოფლიოს თავი დემოკრატად მოაჩვენოს", - განაცხადა აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ.
სხვისი ჭირიც... ჭირია
"თურქულმა გაზაფხულმა" მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. დემონსტრანტების გამოქომაგებას პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ასწრებდნენ. თუმცა, მაინც სხვა ფასი აქვს, როდესაც შენივე ეროვნების ნობელიანტი მწერალი და”"თანამედროვე ჟურნალისტიკის მამად"”აღიარებული ადამიანი გიცხადებენ თანაგრძნობას.
ორჰან ფამუქი: "ეს ერდოღანის ადმინისტრაციის მომაკვდინებელი შეცდომა იყო. საკუთარი ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულება მთავრობის ავტორიტარულობაზე მეტყველებს. მაგრამ, ამავდროულად, იმედით ვივსები, როდესაც ვხედავ, რომ ტაქსიმის მოედანზე შეკრებილნი დანებებას არ აპირებენ".
ნოამ ჩომსკი: "ის, რაც თურქეთში ხდება, ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოგონებად დარჩება თქვენს ისტორიაში. არადა, ისე ჩანდა, თითქოსდა უკვე თავი დააღწიეთ წარსულის მარწუხებს და აშენებდით ქვეყანას, რომელიც თურქი ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებდა..."
ერდოღანი... ნებდება?
საერთაშორისო ვიზიტებიდან დაბრუნებულმა პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მანიფესტანტებსა და საზოგადოებასთან დიალოგის გამართვას აპირებს. ამ უეცარ გარდასახვას ექსპერტები ბრიუსელში თურქეთის მიმართ გამოთქმულ მწვავე კრიტიკას მიაწერენ. "ჩვენ ძალადობის, ტერორის, ვანდალიზმისა და იმ ქმედებების წინააღმდეგი ვართ, რომელიც მათი ჩამდენების თავისუფლების დასაცავად სხვების თავისუფლებას ემუქრება. მაგრამ მივესალმებით მათ, ვინც დემოკრატიული მოთხოვნებით გამოდის", - განაცხადა ერდოღანმა. აშკარა იყო შერბილებული ტონი - 8 დღის წინანდელი "ველურები და პროვოკატორები"”ახლა "დემოკრატიული მოთხოვნების მქონე მანიფესტანტებად" იქცნენ...
ვაჟა თავბერიძე
http://www.kvirispalitra.ge/msoflio/17483-ra-khdeba-thurqethshi.html

Комментариев нет:
Отправить комментарий