ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июня 2013 г.

თავდაცვის მინისტრის მიმართვა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ოფიციალურ “ფეისბუქზე” მიმართვა გავრცელდა, რომლის თანახმადაც საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით ნაცვლად 15 ათასისა, 100 ათას ლარს მიიღებს.

“…გაცნობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი, ჩვენი გმირი ბიჭის ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთინაობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსხურის შესახებ. ამიერიდან, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსაურის ოჯახი ნაცვლად 15 ათასისა, მიიღებს 100 ათას ლარს ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია – სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენ სამშობლოს ბოლომდე უერთგულა”, – ნათქვამია მიმართვაში.


http://www.ambioni.ge/tavdacvis-ministris-mimartva-13-06-2013

Комментариев нет:

Отправить комментарий