პაისი მთაწმინდელი.
მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა.
რაღაც მზადდება. ჩვენ წესიერად ჯერაც ვერ გავიგეთ, რა დროში ვცხოვრობთ, არ იცით, რომ
მოვკვდებით. რა გამოვა ყოველივე ამისგან, არ ვიცი ,მდგომარეობა ძალზედ რთულია. სამყაროს ბედი რამოდენიმე ადამიანზეა
დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. ჩვენ ბევრი და ტკივილით ლოცვა გვმართებს,
რათა უფალო ჩაერთოს იმაში რაც ხდება. გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროდ.
ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი , გულგრილობაა ირგვლივ და იმისთვის, რომ
ეს ყველაფერი გაფანტოს,საჭიროა,ძლიერად დაუბეროს. მოხუცები ამბობდნენ, რომ დრო მოვა,
როდესაც ადამიანები დაიწყებენ წიხლების კვრას! და აი, ანგრევენ გალავნებს, არაფერს
უწევენ ანგარიშს. საშინელებაა! დადგა ბაბილონის აღრევის ხანა! წაიკითხეთ სამი ყრმის ლოცვა და დაინახავთ,
როგორი თავმდაბლობით ლოცულბდნენ ისინი. და 82-ე ფსალმუნი : "ღმერთო, ვინ გემსგავსოს
შენ, ნუ დასდუმდები". აი,ესაა საჭირო , სხვანაირად კარგს არაფერს ელოდე.
საჭიროა, საღვთო ჩარევა!
არიან ერთგვარი ეგოიზმით შეპყრობილი
ადამიანები და უფალი უბიძგებს მათ, რომ ქცევით შეიცვალნონ. სხვა ადამიანებს ოგოიზმი
ცოტა უფრო მეტად აქვთ, და უფალი მათ კეფაში უბიძგებს, რათა კიდევ უფრო დაბლა დაეშვან.
თუმცაღა მათ, ვისაც სატანური სიამაყე აქვს, უფალი არ ეხება. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ
ეს ადამიანები ჰყვავიან, მაგრამ რა აყვავებაა ეს? ეს შავი აყვავებაა. და შემდეგ ისინი
ეცემიან არა უბრალოდ დაბლა, არამედ პირდაპირ უფსკრულში, ღმერთო დაგვიფარე!
დღეს უფალი ითმენს, იმას რაც
ხდება. ითმენს იმისთვის, რომ ბოროტ ადამიანს არ შეეძლოს გამართლება. ზოგიერთ შემთხვევაში
უფალი ერევა კიდეც - თავად და დაუყონებლივ! სხვა შემთხვევებში იგი იცდის და მაშინვე
არ აჩვენებს გამოსავალს. იგი ელის ადამიანისგან თავმდაბლობას, ლოცვას, ბრძოლას.
დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას
მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები
სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები
ერისკაცებს: "გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და
ქრისტე განაცხადებს თქვენ კეთილ საქმეებს ხალხში."
ქრისტიანის ყოფნა საპროტესტო
მოძრაოობის დროს, რწმენის აღმსარებლობაა. შესაძლოა ვიღაც მეტად დაეხმარებოდა ლოცვით,
მაგრამ მის დუმილს გამოიყენებენ და იტყვიან: "მავანმა და მავანმა არ გამოხატა
პროტესტი, შესაბამისად, იგი ჩვენს მხარესაა, ისინი გვეთანხმებიან. თუ ვინმე ბოროტების
წინააღმდეგ ბრძოლას არ იწყებს ე.ი არ დაიწყებს იმის მხილებას, ვინც მორწმუნეებს აცდუნებს,
ბოროტება კიდევ უფრო გაიზარდა. ვინც ებრძვის ეკლესიას გაუჭირდება. ეს ადამიანები სასჯელს
იმსახურებენ.
თუ ქრისტიანები აღმსარებელნი
არ გახდებიან, არ აღუდგებიან წინ ბოროტებას, მაშინ დამაქცეველნი უფრო მეტად გათავხედდებიან.
თუ ქრისტიანები წინააღმდეგობას გაუწევენ მათ, მაშინ შეიძლება, ისინი კიდევაც დაფიქრდნენ.
მაგრამ არც ახლანდელი ქრისტიანები არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები
იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს.
იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ
დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება , მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს,
იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის. ძლიერი ძმარი ამჟავებული
ღვინისაგან კეთდება; ძმრის სხვა, ხელოვნური სახეები არც ისე ძლიერია. საშინელებაა,
როდესაც ეშმაკი გარყვნილ ადამიანს შეეკვრება, მაშინ იგი ორმაგად ვნებს სხვებს, ისევე,
როგორც ხორციელი ფიქრები, როდესაც ისინი ხორცს უერთდებიან, დიდად ვნებენ მას. იმისათვის,
რომ ეშმაკი ასეთ ადამიანთან თანამშრომლობდეს, კაცი იმედს მასზე უნდა ამყარებდეს. ეს
ადამიანი თავად უნდა ანიჭებდეს უპირატესობას ბოროტებას, თავად უნდა ფლობდეს მას შინაგანად.
Комментариев нет:
Отправить комментарий