07-06-2013
”ძალიან ცუდად ვართ... დაძაბულები და დათრგუნულები. ზოგჯერ უმწეობა გვიპყრობს, რადგან მუდმივად ვგრძნობთ, რომ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, ბაზაზეც კი არ ვართ დაცული... მაგრამ აქ ომია და იმაზეც გვიფიქრია, რომ ვიღაც მოკვდება. ყოველდღე ვგრძნობ, რომ აქ მეომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარეა და ვაღიარებ, რომ ასეთი საფრთხის წინაშე, ჯერ კიდევ სუსტი ვარ...” ჩვენი რესპონდენტი 24 წლისაა. წელიწადზე მეტია რაც ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, ლეზერნიკის ბაზაზე მსახურობს. მისივე თქმით, პირველი 6 თვე გაუჭირდა, მერე კი არ შეეჩვია, მუდმივი განსაცდელისგან ”გაბრუვდა”. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ადრეც რამდენჯერმე ჩაგვიწერია, ამჯერად მისი დათანხმება გამიჭირდა...
- ახლა ძალიან ცუდად ვარ. არ მესმის, ხვალ (ჩვენი საუბარი 6 ივნისს შედგა) ჩვეულებრივ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. როდესაც ამ დანაკარგზე არ ვლაპარაკობ, არც ვფიქრობ. ისინი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. მე ამ დროს პატრულირებაზე ვიყავი გასული სხვებთან ერთად. არადა, ეს ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ბაზაზე დარჩენა, მაგრამ ამ ბოლო დროს თალიბები ყველაფერზე მიდიან. რაც უფრო იზრდება მათი დამორჩილების სურვილი კოალიციის ჯარებისგან, მით უფრო დაუნდობლები ხდებიან. არ ვიცი, რა დროს ძინავთ, მუდმივად ბრძოლის მზადყოფნაში არიან, ნაღმავენ, აფეთქებენ, თავს ესხმიან. მათ არც ქვიშის შტორმი და არც გაუსაძლისი სიცხე აბრკოლებთ... ამ რამდენიმე დღის ”წითელი ჯვრის” ოფისი დაბომბეს. რაღაცაშია საქმე, ზედმეტად ეფექტურები გახდნენ ბოლო ხანებში და შესაძლოა გარედან უწყობთ ვინმე ხელს. ახლა ოპიუმის ”მოსავლის” დრო არ არის, მაგრამ რას გაუგებ.
- ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, - რისთვის მიდიან ქართველი ბიჭები ავღანეთში...
- არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ზოგადად ინტერვიუს მოცემა არ მინდოდა... თქვენს გამოცემას უდიდეს პატივს ვცემ, ხშირად, შეძლებისგვარად, როდესაც კი ინტერნეტთან მიწევს ყოფნა, ვკითხულობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატია ჩვენზეა, ისეთ საშინელ კომენტარებს წერენ, ასე მგონია, ჩვენს ხალხს ვეზიზღები... ნუ იქნებით ასეთი სასტიკნი, აქ ყველა მაღალი ხელფასის გა,მო არ წამოვსულვართ და არც ისეთი მაღალი ხელფასია, რომ ამისთვის სიცოცხლის გარისკვა ღირდეს, პირადად მე და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად წამოვედით. მინდოდა, გამეგო, რა შემეძლო, როგორც მეომარს, როგორც ჯარისკაცს, როგორც სამხედროს რა პოტენციალი მქონდა... აქედან დაბრუნების შემდეგ გადავწყვეტ, შეიარაღებულ ძალებში დავრჩები თუ სახლში წავალ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები...
ეს თქვენ, უბრალო ადამიანები აღიქვამთ ასე სხვანაირად, ემოციურად ამ ყველაფერს, რადგან ქართველები ცოტანი ვართ, თორემ იქ ყოველდღე ერთი ამერიკელი მაინც იღუპება. უბრალოდ ამაზე იქ, საქართველოში, არავინ ლაპარაკობს. აქ, ჩვენთან ახლოს, არის ქალაქი სანგინა, სადაც დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება ხდება და უმსხვერპლოდ არ მთავრდება, მაგრამ ეს თალიბების მოტივაციაზე არ აისახება. ისინი საოცარი სისწრაფით მრალდებიან და ყველა მათგანში ერთი კი არა, რამდენიმე სიკვდილია ჩასახლებული...
- გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ე.წ. ნაგვის მანქანამ განახორციელა, რამაც უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა...
- არა, უსაფრთხოების ნორმები სრულად არის დაცული, ყოველ შემთხვევაში რამე სერიოზული გარღვევა არ გვაქვს და მუდმივი კონტროლი ხორციელდება. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ არავინ იცის, ავღანელი, რომელიც ”შენიანად” მიგაჩნია, სინამდვილეში ვინ არის. ანუ შესაძლოა, მან თალიბების შიშით, ისეთი რამ გააკეთოს, რასაც ისინი უბრძანებენ. ამისთვის მათ სხვადასხვა უსასტიკესი მეთოდები აქვთ, რადგან ის, ვინც მათ იდეებს ეწინააღმდეგება, მათი მტერია. დაუნდობლად აწამებენ და ხოცავენ საკუთარ ხალხსაც კი... ის თვითმკვლელი სატვირთო მანქანით მოდიოდა, მისი შეჩერება კი, მძიმე შეიარაღების ან ბარიერის გარეშე შეძლებელია...
- საქართველოში გავრცელდა ვიდეო, სადაც თალიბები ჯიჰადზე საუბრობენ...
- დიახ, ვიცი, ჩემი ოჯახის წევრებისგან გავიგე ეს ამბავი. მითხრეს, რომ პანიკაა... არ ვიცი, ვიდეოჩანაწერის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ და ვერც იმას ვიტყვი, რომ სიმართლეა, მაგრამ როგორც ავღანელებისგნა ვიცი, ამას სასულიერო პირი აცხადებს, ანუ ის მოუწოდებს ყველა მუსლიმს... გარდა ამისა, მათ სხვანაირი პრინციპები აქვთ და პიროვნება, რომელიც ჯიჰადს აცხადებს, არ დაიმალებოდა. თუმცა ყურადღება წამითაც არ უნდა მოვადუნოთ, რადგან მათთვის დაბრკოლება არ არსებობს. შესაძლოა, ხვალ ბაზაზეც შემოვარდნენ, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ ან ახლა, ამ წუთებშიც გეგმავდნენ ამას. ან სულაც დაუგეგმავად შემოვარდნენ, რადგან გონებამ ასე უკარნახათ და თუ მოკლავენ, სიკვდილსაც გაღიმებული შეხვდება. ამას ვერ ავხსნი... არადა, ამერიკა აქ ცივილიზაციის შემოტანას ცდილობს, აქ, ავღანური პროვინციის გარეუბნებში და ცოტა მოშორებითაც, სადაც შენობის ნანგრევებში პატარა ბავშვებისგან მოსიარულე ბომბებს ”ქმნიან”.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/military/17442-isini-chemi-thanamebrdzolebi-iyvnen-nu-gvitsodebth-fulze-gayidulebs.html?add=1
7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად... თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა... ბოლო მსხვერპლის ჩათვლით ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29 ჯარისკაცამდე გაიზარდა...

Комментариев нет:
Отправить комментарий