ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

არის სამი მთავარი ვნება:

ტკბობისმოყვარება (გემოთმოყვარება, ავხორცობა – ხორციელი სიამოვნებისადმი ლტოლვა – მთარგმნ. შენ.), ვერცხლისმოყვარება და დიდებისმოყვარება. მათ მოჰყვება სხვა ხუთი ბოროტი სული, ხოლო მათგან იშვება უამრავი ვნება და ცოდვიანი მიდრეკილებების ყველა სახეობა. ამიტომ ვნებათა პირველი სამი წინამძღოლისა და მთავრის დამმარცხებელი, ამავდროულად დასცემს მათ მომდევნო ხუთ ვნებას, შემდეგ კი ყველა ვნებას დაიმორჩილებს.




ხორციელი და ნივთმოყვარე ვნებები, ჩვეულებრივ, სუსტდებიან და ჭკნებიან ხორციელი გასაჭირისგან (ნებსითი ნაკლულევანებისა და ხორციელი მოღვაწეობისგან); ხოლო სულიერი და უხილავი [ვნებები] აღმოიფხვრებიან თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სიყვარულით.



ზოგიერთები საგონებელში არიან, რა თქვან – გულისსიტყვას მოჰყავს მოძრაობაში ვნებები, თუ ვნებებს – გულისსიტყვა? რამეთუ ერთნი იმას ამბობენ, მეორენი – ამას. მე კი ვიტყვი, რომ გულისსიტყვები ვნებებს მოჰყავთ მოძრაობაში, რადგან სულში ვნებები რომ არ ყოფილიყო, ვნებიანი გულისსიტყვები არ შეაწუხებდნენ მას.



წმ. თეოდორე ედესელი









Комментариев нет:

Отправить комментарий