ღმერთი

ღმერთი

суббота, 1 марта 2014 г.

იმ ზომად ვიქმნებით ჩვენ ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, რა ზომად იესო ქრისტე

ჩვენს გულში გამოიხატება და გაცოცხლდება. მთელი იესო ქრისტეს ცხოვრება, შობიდგან ამაღლებამდინ, ყოველი ქრისტიანი კაცის გულში უნდა განმეორდეს და შესრულდეს. პირველად, იესო ქრისტე შენს გულშიც უნდა დაიბადოს, ანუ იშვას ძმაო. მეორედ, იესო ქრისტე შენს გულში უნდა გაიზარდოს, ჰასაკში მოვიდეს.მესამედ, იესო ქრისტემ უნდა იწყოს შენს გულში ლაპარაკი, ქადაგება, დარიგება. მერმე ნიშები და სასწაულები უნდა აღასრულოს მაცხოვარმა თვით კაცის გულში. ამისა მერმედ იესო ქრისტემ კიდეც უნდა ივნოს, ჯვარს ეცვას და მკვდრეთით აღსდგეს შენს გულში. საღმრთო წერილში არის თქმული: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს – ქრისტე შეგვიმოსიეს“. თვით პავლე მოციქული იტყვის თავის თავზე: „ცხოველ ვარ არა მე, არამედ იესო ქრისტე ჩემ შორის ცხოველ არს“. თვით იგივე იტყვის: ქრისტესთანა უნდა ჯვარს ვეცვნეთ, რათა იმასთანა აღვსდგეთ. ერთი სიტყვით,საღმრთო წერილი ნამდვილად მოითხოვს ჩვენგან, რომ ქრისტე იესოს ცხოვრება განახლდეს და განმეორდეს ჩვენ შორის. მხოლოდ ორი არის გარემოება იესო ქრისტეს ცხოვრებისა, რომელიც ვერ განახლდება ახლავე კაცის ცხოვრებაში: პირველი მკვდრეთით აღდგომა და მეორე ზეცას ამაღლება. გარნა ეს ორი იქნება ჯილდო და გვირგივნი მათთვის, რომელთა სხვანი ყოველნი სახენი და მაგალითნი იესო ქრისტეს ცხოვრებისა განიმეორეს და განაახლეს თვის გულში.




წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)







Комментариев нет:

Отправить комментарий