მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები (ტერორიზმი, მიზანდასახული ომები), სხვადასხვა ქვეყნებში ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისები სულ უფრო და უფრო გლობალურ მასშტაბებს ღებულობს. მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგებითა და მოწოდებებით დღეს თავს ესხმიან "ურჩ" ქვეყნებს და "ახალ მსოფლიო წერიგს" სთავაზობენ. ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, განსაკუთრებით მტკივნეული იყო ერთმორწმუნე სერბების წინააღმდეგ პროვოცირებული ომი.
სერბეთი - იუგოსლავია ძირძველი მართლმადიდებელი ქვეყანაა შუა ევროპაში, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე გამუდმებით იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. გავიხსენოთ უკანასკნელი საუკუნეების ისტორია: XIX ს. - ში სერბები იბრძვიან თურქებისა და ავსტრიელების, XX ს. - ვილჰელმ I-სა და ჰიტლერის, შემდეგ - კომუნიზმის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური რეჟიმის უსაშინლეს პერიოდშიც კი სერბეთის ეკლესია არ ლოცულობდა კომუნისტური ხელისუფლებისათვის და აი, დღეს სერბეთი, სრულიად მიტოვებული, იბრძვის თავისი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, ამერიკისა და ნატოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. სერბმა ხალხმა უდიდესი დანაკლისი განიცადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რომლის დროსაც 2მლნ. სერბი დაიღუპა. ახლანდელი ომი, თავისი ინტენსიურობითა და სიმძლავრით მხოლოდ მეორე მსოფლიო ომს ჩამორჩება.
მიმდინარე აგრესიაში მონაწილეობას იღებდა 1100 თვითფრინავი, რომლებმაც სერბეთის ტერიტორიაზე 25 ათასი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოყარეს. დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის 30% ბავშვები წარმოადგენდა, დაჭრილთა შორის მათი რიცხვი 40% აღემატება. ყოველივე ამას ადამიანის უფლებათა დაცვის ჰუმანიტარულ ინტერვენციას უწოდებენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოსოვოში (სერბეთის უძველეს მიწაწყალი) მიმდინარე ომის პერიოდში ალბანელმა ექსტრემისტებმა ააფეთქეს და დაწვეს 85 სერბული (მართლმადიდებლური) ეკლესია - მონასტერი, მრავალი მათგანი შუასაუკუნეების უნიკალურ კულტურის ძეგლებს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, ნატოს ჯარებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ კოსოვოში მართლმადიდებლური ტაძრების დაცვა.
კოსოვოში მიმდინარე ომს მრავალი თანამედროვე პოლიტიკოსი და მეცნიერი ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნევს.
ეპოქალურობა კი აღინიშნა 1999 წ. 24 მარტს ნატოს მიერ განხორციელებული პირველი სარაკეტო დაბომბვით. კოსოვოს შემდეგ, მშოფლიოში არც გაეროს დადგენილებებს, არც სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს აღარ გააჩნია ის ძალაუფლება, რომელიც მანამდე ჰქონდა. მსოფლიო კოსოვოს შემდეგ ისე გამოიყურება, რომ შესაძლებელია სუვერენული სახელმწიფოს განადგურება და გარკვეული ქვეყნის უახლესი ტიპის მაღალხარისხოვანი იარაღის გამოცდის პოლიგონად გადაქცევა.
კოსოვო გახდა მრავალმნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმბოლო "ახალი მსოფლიო წესრიგისა".
კოსოვო გლობალური ინფორმაციული ომის ახალი ეტაპია, რომელსაც დასავლეთი 24 საათის განმავლობაში ახორციელებს.
იუგოსლავიაზე (სერბეთზე) ნატოს თავდასხმის წლისთავზე გამოქვეყნებული იქნა ფინელი ექსპერტების მონაცემები, რომლებმაც გამოიძიეს "მკვლელობა სოფელ რაჩაკში" (რომელიც ვაშინგტონმა და ბრიუსელმა აგრესიის დაწყების მიზნით გამოიყენა). ფინელების დასკვნა სენსაციურია: "მკვლელობა სოფელ რაჩაკში" არ ყოფილა. ადგილი ჰქონდა ფალსიფიკაციას, ხოლო საზოგადოება, ინფორმაციული ომის წესისამებრ, უსირცხვილოდ გაასულელეს.
ყოველივე ეს ერთად აღებული, მთელ მსოფლიოში სუვერენული სახელმწიფოებრიობის მოშლისა და "ახალი მსოფლიო მმართველობის" შექმნის გეგმაში, არც თუ სულელურად გამოიყურება.
ნათელია, რომ "გლობალური მმართველობის" მოღვაწეობის ლეგალიზება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანასკნელი ნიშნები ნაციონალური სახელმწიფოებისა საბოლოოდ აღიგვება პირისაგან მიწისა.
დღეს ნათლად იკვეთება ერთობ მნიშვნელოვანი რამ: საერთაშორისო ტერორიზმი, რომელმაც იჩინა თავი კოსოვოსა და სხვა ქვეყნებში, არაიმდენად ისლამის პირმშოდ გვევლინება, რამდენადაც გლობალისტების ქმნილებად.
სერბეთში მიმდინარე ომმა მკაფიოდ დაგვანახა, თუ რა არის დასავლეთი და როგორ გვეპყრობა იგი ჩვენ (მართლმადიდებლებს). მრავალს სურს დასავლეთის ქვეყანებში "მხსნელების" დანახვა, მაგრამ ახლა ჩვენ დავრწმუნდით, რომ დასავლეთი უმოწყალო, მზაკვარი, ცრუ, ცინიკური მტერია მართლმადიდებელი ქვეყნებისა. ის ერთგული რჩება თავისი შეხედულებების, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა. 1204 წ. ჯვაროსნებმა გაანადგურეს მართლმადიდებელი ბიზანტია და დაანგრიეს მისი დედაქალაქი. 1812 წ. "ცივილიზებულმა" ფრანგებმა გათელეს კრემლის სიწმინდეები.
დასავლეთი ხელს უწყობდა ბნელ ძალებს რუსეთში რევოლუციის განსახორციელებლად და მართლმადიდებლური რუსეთის დასასუსტებლად. მეორე მსოფლიო ომმა ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა მართლმადიდებელ ერებს ბალკანეთში, რუსეთში და კავკასიაში. და აი, რამდენიმე წლის წინათ დაიღვარა მართლმადიდებელი სერბების სისხლი.
მათი მოწამებრივი აღსასრული ჩვენთვის მრავლისმტყველი ფაქტია. თუ ჩვენ გამოვიჩენთ სინანულს, შესაძლოა კიდევ მოგვეცეს დრო სულიერი განმტკიცებისა და აღორძინებისა. აღორძინება კი ნიშნავს თავგანწირულ ბრძოლას, არჩევანს იმისას, რაც უარყო დასავლეთმა, როდესაც განუდგა მართლმადიდებლობას.
მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
http://xareba.net/223-jvarcmuli-serbethi.html

Комментариев нет:
Отправить комментарий