ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

ანდრეი მაკარევიჩი რუსეთის ხელისუფლებას: რატომ ირცხვენთ თავს კაცობრიობის წინაშე?

02 მარტი, 2014.

"Машина времени"-ის სოლისტი რუსეთის ხელისუფლებას ყირიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისა და ვიქტორ იანუკოვიჩის „დამალვის" გამო აკრიტიკებს. ანდრეი მაკარევიჩი რუსებს თხოვნით მიმართავს, უკრაინასთან ომი არ გააჩაღონ.


"რისი მიღწევა გინდათ? ერთმანეთს გადაკიდოთ ძმები, რომლებიც დიდი ხანია, გვერდიგვერდ ცხოვრობენ? გამოგდით. იცით, ეს რით დამთავრდება? უკრაინასთან ომი მოგინდათ ისე, როგორც აფხაზეთთან? - არ გამოგივათ. მაიდანზე შეკრებილებმა იციან, რისთვის იბრძვიან - თავისი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის. და თქვენ? იანუკოვიჩისთვის? რატომ დამალეთ ის რუსეთში?! სუფთა ადამიანი დამნაშავეს და ქურდს არ დამალავს. რატომ ირცხვენთ თავს კაცობრიობის წინაშე?", - აცხადებს მუსიკოსი.



მოამზადა ნინი მოდრეკილმა


http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=18388

Комментариев нет:

Отправить комментарий