წმიდაო მამაო, როდესაც მომავალ მძიმე წლებზე ვფიქრობ, შიში მიპყრობს.
–რისი გეშინია? იქნებ ჯოჯოხეთში მოხვედრა და ეშმაკთან ერთად ტანჯვა გაშინებს? გაგიგებდი, ასე რომ გეთქვა „ქრისტე ჩემო, დამეხმარე, რომ სამოთხის ღირსი გავხდე, რათა ტკივილი არ მოგაყენო, შენთვის ხომ მეტისმეტად მძიმე იქნება იმის ხილვა, რომ ყოველივე იმის შემდაგ, რაც ჩემთვის გააკეთე, მე ჯოჯოხეთში აღმოვჩნდე?!“ მაგრამ იმის სურვილი, რომ სამოთხეში მოხვდე მხოლოდ იმისთვის, რომ შენ თვითონ იყო კარგად, ღვთისმოსაობა არ იგრძნობა. ამას იმისათვის არ ვამბობ, რომ ჩვენ მოვდუნდეთ, უსასოოდ ვიცხოვროთ და ჯოჯოხეთი დავიმსახუროთ. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ადამიანის არსებაში ჩნდება მისწრაფება: „ სიკეთეს გავაკეთებ, რომ სამოთხის გარეთ არ დავრჩე“. მაგრამ თუ ღვთისმოსაობა გაქვს, ასე ვიფიქრებთ: :“რამდენი უბედური ადამიანია ირგვლივ , რომელთაც ცხოვრებაში მცირეოდენი ჭეშმარიტი სიხარულიც კი არ განუცდიათ და ჯოჯოხეთში უნდა იტანჯონ, მე კი საკუთარ თავზე ვფიქრო“?! გულახდილად გეტყვით: მე ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, ჯოჯოხეთში მოვხვდები თუ სამოთხეში, საკუთარი თავი უკვე გვერდზე გადავდე. სამოთხეში მოხვედრაზე ფიქრი განა იმიტომ არ მაწუხებს, რომ ქრისტესთან ყოფნა არ მინდა, არა! მაგრამ მე მიზნად არ ვისახავ, სიკეთე იმისათვის ვაკეთო, რომ მერე ამის საფასურად სამოთხე შევისყიდო. მე ვამბობ: „ შენ რომც უარმყო მე, ქრისტე ჩემო, არ მეწყინება, მე ხომ სამოთხის ღირსი არა ვარ“.
დღს ჩვენი ცხოვრება უსიხარულო და მძიმეა, იმიტომ, რომ ღვთისმოსაობა და გმირობა შემცირდა. თვით სულიერი ადამიანებიც კი მეწვრილმანე ვაჭრებივით ცხოვრობენ და იქამდე მდაბლდებიან, რომ მოჩვენებითი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი ცდილობენ, რომ ცხოვრებას ყოველგვარი სიამოვნება გამოგლიჯონ, ვიდრე ყოველივე ეს ცოდვაში არ გადაიზრდება. „ ეს უკვე არის ცოდვა, თუ ჯერაც არ არის ცოდვა?– გამოითვლიან ისეთი ადამიანები, –არა, ეს ჯერ კიდევ არაა ცოდვა, ასე რომ, შემიძლია მისით დატკბობა.“ მაგალითად მარხვისადმი მათ ასეთი დამოკიდებულება აქვთ: „ აჰა, ხვალ პარასკევია, ასე რომ შემიძლია ღამის თორმეტ საათამდე ხორცი ვჭამო, მოიტა ვჭამოთ, თორმეტის შემდეგ აღარ შეიძლება, უკვე მეორე დღე იწყება და ცოდვას ჩავიდენთ“. ანუ ასეთ ადამიანებს სურთ მიწიერი ცხოვრებითაც დატკბნენ და არც სამოთხეს მოაკლდნენ. სწორედ ასევე მეწვრილმანე ვაჭრებივით ეკიდებიან ისინი ცოდვისა და ჯოჯოხეთის სატანჯველის საკითხს. თუმცა ღვთისმოსაობით რომ განსჯიდნენ, მაშინ საკუთარ თავს ამას ეტყოდნენ: „ ქრისტემ ჯვარცმა და ამდენი ტანჯვა დაითმინა ჩემთვის! როგორ უნდა გავბედო და ჩემი ცოდვილი ქმედებებით კვლავ ვტანჯო იგი?! მე ჯოჯოხეთის სატანჯველი არ მსურს – არა რაიმე სხვა მიზეზით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მძალიძს ავიტანო ტანჯვა ქრისტესი, რომელიც ჯოჯოხეთში მნახავს.“
სიკეთეს იმ ანგარიშით ნუ გავაკეთებთ, რომ სამაგიეროს მოგვიზღამენ, არამედ ქრისტეს სიყვარულით ვიღვაწოთ. ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ სუფთა იყოს და ქრისტესათვის კეთდებოდეს. ყურადღებით ვიყოთ, რომ ჩვენს საქციელში ადამიანური საწყისი, გამორჩენა და მრუდე სიტყვა არ იფარებოდეს, გვახსოვდეს, რომ ქრისტე გვხედავს, თვალყურს გვადევნებს და ვეცადოთ, რომ არ ვაწყენინოთ მას. სხვაგვარად ჩვენი სიყვარული და ჩვენი რწმენა ერთიანად დაინგრევა.
თუ ყველაფერს, რასაც სულიერი ცხოვრებისათვის ვაკეთებთ– მარხვას, მოღვაწეობას, მღვიძარებას და ამისთანებს ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ (ყველა ამ საშუალებით) განმტკიცდება ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც. ვიღაც მოღვაწეობისას მაგარ საწოლზე იძინებს, ექიმებიც ამას გვირჩევენ: „ მაგარზე იძინე იმიტომ, რომ რბილზე მავნებელია“. ვიღაც მეტანიებს ასრულებს? კუნთების გასამაგრებლად ბევრი ფიზკულტურითაა დაკავებული. ვიღაცას ცოტა სძინავს? ბევრი ძილი ხომ ათაყვანებს ადამიანს. განა არ იტყვით ხოლმე– „ ეს კაცი ძილისგუდაა, ის კი ფხიზელია და მთქნარება არ უყვარს“. ანუ – სულიერი ვარჯიშები, რომელსაც ადამიანი ასრულებს, მის ჯანმრთელიბასაც რგებს. ამასთან თავშეკავებას მისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. განა ვინც სამეცნიერო კვლევითა და მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული, არ ცდილობს რომ გონება არ დაებინდოს და ყოველთვის საღად აზროვნებდეს?! რა თქმა უნდა, ჩვენი მონაზვნური თავშეკავების მიზანი ეს არ არის; არამედ მხოლოდ ეს ერთი შედეგი სულიერი ვარჯიშისა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, არის ის სიკეთე, ერის ადამიანები რომ ესწრაფვიან. ჩვენ აღვასრულებთ სულიერ ღვაწლს და მისი საშუალებით ხორციელ ჯანმრთელობასაც ვინარჩუნებთ.
პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

Комментариев нет:
Отправить комментарий