ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 марта 2014 г.

სიმბოლიკისა და "პირადი კოდის" გარეშე, გრაფებით "ეროვნება" და "სარწმუნოება"

2014 წლის 22 მარტი

21-03-2014 წ. რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად შეიტანეს პასპორტის პროექტი, რომელშიც დამატებულია გრაფები "ეროვნება" და "სარწმუნოება", ასევე პროექტის ავტორები გამოვიდნენ წინადადებით "პირადი კოდისა და სიმბოლიკის ნაცვლად პასპორტში განათავსონ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო გერბი", დატოვონ დოკუმენტის ქაღალდის ვერსია, ჩიპიან პლასტიკატზე გადასვლის გარეშე.

"რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის არსებულ ბლანკში არის სიმბოლიკა და გრაფა "პირადი კოდი", ასევე სხვა მრავალი რამ, რაც ეწინააღმდეგება სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოქალაქეთა შეხედულებებს. ამიტომაც, მრავალი მოქალაქე, უმეტესწილად მართლმადიდებლური აღმსარებლობისა, უარს ამბობს რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება მის რელიგიურ შეხედულებას", - განმარტავენ ახალი კანონპროექტის ინიციატორები.

კანონპროექტის ავტორთა აზრით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის შესახებ ცალკე კანონის მიღება "სასიცოცხლოდ აუცილებელია", რადგან "ეს გამოწვეულია მით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა ძირითადი დოკუმენტისადმი", - ნათქვამია კანონპროექტის თანმხლებ დოკუმენტებში.

კანონპროექტი მომზადდა ვლადიმირი კაშინისა და ვლადიმირ ფედოტკინის მეთაურობით, რომლებმაც სამართლიანად გააკრიტიკეს ბიომეტრიულ პასპორტებზე გადასვლა (ელექტრონული ბარათი), რომლის მიმართ მრავალ მორწმუნეს არაერთხელ გამოუთქვამს თავისი უკმაყოფილება, რამეთუ ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ კომპიუტერიღა თუ კითხულობს, და რომელიც ბარათზეა შენახული, მისი მფლობელისთვისაც კი უცნობია, და შეიძლება წაკითხულ იქნას მესამე პირთა მიერაც, რაც ელექტრონული ბარათის პიროვნების ტოტალური გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა.

პარლამენტარები იმოწმებენ ამომრჩეველთა თხოვნებსა და მიმართვებს. მაგალითად, ნიკოლაი კოლომეიცევმა თქვა: "ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გაუსახურება ძაბავს ერთაშორის ურთიერთობებს. მცირე ერები საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან ამ პრობლემას. დღეს თათრები და ბაშკირები სიხარულით ავსებენ თავიანთ პასპორტებში ეროვნულობის გრაფას. ეს პრაქტიკა ჩვენთანაც უნდა განვავრცოთ, რათა არავინ გრძნობდეს თავს შევიწროებულად. არც ერთი მართლმორწმუნე მუსლიმი არ იქნება იმის წინააღმდეგი, მის პასპორტში მითითებულ იქნეს, რომ ის მუსლიმია; და არც მართლმადიდებელი იქნება წინააღმდეგი იმისა, რომ - ის მართლმადიდებელია".

ქვემოთ მოცემულია სატანური სიმბოლიკა, რომელიც დღეს რუსულ პასპორტში გამოიყენება. სხვა ელემენტები და მათი განმარტება განხილულია ჰერალდიკოსთა ამონაწერში

წყარო: mk.ru



apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий