01 მარტი
პოლიტოლოგი, "აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის" პრეზიდენტი აბრაამ შულევიჩი აქვეყნებს ბლოგს, სათაურით "უკრაინაში ჩარევა - რუსეთის ფედერაციის დაშლის დასაწყისი". ავტორს მიაჩნია, რომ ყირიმის გამოყოფის ოპერაციაში მოსკოვი იყენებს იმ მეთოდებს და პოლიტტექნოლოგიებს, რაც გამოიყენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გთავაზობთ მოკლე თარგმანს.
"არ მჯერა, რომ რუსეთი ყირიმის შემოერთებას შეძლებს. პუტინის ხელისუფლებამ საბოოლოოდ დაკარგა რეალობასთან კავშირი.
- დღეს 91 წელი არ არის.
- პირდაპირ სამხედრო ჩარევას ევროპის ცენტრში, 50 -იან მილიონიან ქვეყანაში, რომლის მთლიანობა გარანტირებულია არ მხოლოდ საერთაშორისო სამართალით, არამედ აშშ-სთან და ინგლისთან დადებული განსაკუთრებული შეთანხმებით, არავინ დაუშვებს.
- არავინ დაუშვებს, იმიტომ, რომ დაირღვევა საერთაშორისო შეთანხმებების მთელი სისტემა, დაიწყება საზღვრების ძალისმიერი შეცვლა.
- თურქეთს ყირიმში განსაკუთრებული ინტერესი აქვს. კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე საათში თურქეთმა ყირიმელი თათრები საკუთარ მოქალაქეებად გამოაცხადა.
- მსგავს სიტუაციებში ისტორიამ აჩვენა, რომ თავდაპირველად დასავლეთი გაუბედავად იქცევა, შემდეგ კი აჩვენებს ძალას.
- კრემლი უკრაინაში გათვლებს წარუმატებელ ფიგურებზე და ძალებზე აკეთებს. მრავალმილიონიან ქვეყანაში არ მოიძებნა დასაყრდენი ძალა, გარდა ფსიქიურად გაუწონასწორებელი პიროვნებისა - უნდა შეგეძლოს ასეთის პოვნა. ასეთ ადამიანზე დაყრდნობა ხელს ვერ შეუწყობს ოპერაციის წარმატებას.
- მოსკოვმა ვერ შეძლო საქმის წარმართვა ისე, რომ შავი ზღვის ფლოტის როლი შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ოპერაციის დაწყებიდანვე ნათელი იყო, რომ დაირღვა ყირიმში რუსეთის ძალების არსებობის ხელშეკრულება და რომ კრემლი ფლოტს სუვერენული უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის იყენებს.
თუ ახლა მოსკოვი გამოიჩენს კეთილგონიერებას და შეწყვიტავს ოპერაციას უკრაინაში, შედეგად მივიღებთ შავი ზღვის ფლოტის უკრაინიდან გასვლას. მაგრამ ამისი არავის სჯერა.
- თუ საქმე ღია საომარ დაპირისპირებამდე მივა, მაშინ უნდა ველოდოთ უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სწრაფ გაწევრიანებას და ალიანსის ძალების უკრაინის ტერიოტორიაზე გამოჩენას.
- სანქციები და მით უმეტეს ომი, სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას. დიდია ალბათობა პუტინის აპარატის დამხობის და რევოლუციის.
- მოსკოვი ფინანსურად ვეღარ შეძლებს კავკასიის ელიტური რეგიონების შენახვას, ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონებში მკვეთრად გაუარესდება და დაიწყება რუსეთისგან გამოყოფის სერიოზული მოძრაობა.
- დაინგრევა მითი, რომ დასავლეთი რუსეთს ამ რეგიონებში სტაბილიზაციის გარნტად განიხილავდა, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაში. ამას ბოლო მოეღება. მსოფლიო ძირითადი მოთამაშეების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვლება.
- ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩნდება მოსკოვისგან დამოუკიდებელი ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და ის უკვე აღარ იქნება დასვლეთისათვის და თურქეთისთვის საშიში.
-ამის შემდეგ მოსკოვზე დაიწყება ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა და ფარული სამხედრო მხარდაჭერით მივიღებთ დამოუკიდებელ ჩრდილოეთ კავკასიას, ანუ რუსეთის წასვლას ჩრდილოეთ კავკასიიდან.
- ყირიმის გამოყოფის ოპერაციაში მოსკოვი იყენებს იმ მეთოდებს და პოლიტტექნოლოგიებს, რაც გამოიყენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მსგავსება თვალშისაცემია. აქამდე ეს ოკუპაცია აღიქმებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნება, ახლა ეს ტერიტორიები გამოყენებული იქნება კრემლის აგრესიის პლაცდარმად, რომელიც განლაგებულია რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე.
- უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აისახება შორეულ აღმოსავლეთზე, კურილის კუნძულებზე და წამოწევს სახალინისა და კალინინგრადის საკითხებს.
- დაიწყება პუტინის ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი."
http://news.ge/ge/news/story/81551-abraam-shulevichi-ukrainashi-chareva-rusetis-federatsiis-dashlis-dasatsyisi

Комментариев нет:
Отправить комментарий