ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 марта 2014 г.

რუს მწერალთა მიმართვა პუტინს

07 მარტი, 2014.

რუსეთის მწერალთა კავშირის საიტზე დაიდო რუსი ლიტერატორების ღია მიმართვა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით, სადაც ღიად უჭერენ მხარს უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკას. გთავაზობთ ამონარიდს მიმართვიდან:

„ახლა, როდესაც წყდება არა მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული ევროპის ბედი, გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას თქვენი მტკიცე პოზიციის გამო... კიევში, მოფაშისტო ახალგაზრდების მოწყობილმა გადატრიალებამ, გზა გაუხსნა დასავლეთის დესტრუქციულ ძალებს და მათაც ღიად გაილაშქრეს მეორე მსოფლიო ომის მთავარი მონაპოვრის – ფაშიზმისა და ნაციზმის იდეოლოგიის დაგმობის წინააღმდეგ.

...შედეგად კიევში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ძალები, რომელთა მთავარი საზრუნავია არა წესრიგისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, არამედ რუსული ენის აკრძალვა(!)...

...არანაირი ეკონომიკური სანქციები, არანაირი საერთაშორისო იზოლაცია არ არის ისე საშიში, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ქურქში გამოხვეული ყავისფერი ჭირის რეანიმაცია...

...ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! თქვენი მტკიცე ნება და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები იმედს გვაძლევს, რომ მთელი რუსული სამყარო, რუსეთისა და მოძმე უკრაინის ყველა ხალხი საიმედოდ არის დაცული. გვჯერა ვითარების სამართლიანი გადაწყვეტის...

მიმართვას ხელს ასი რუსი მწერალი და ლიტერატორი აწერს.


მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ

http://reportiori.ge/?menuid=8&id=19079

Комментариев нет:

Отправить комментарий