ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 марта 2014 г.

სულიერი სწავლებანი .2

ნუ შეეცდები ჩაწვდე ღვთის განგებულების საიდუმლოს. წმიდანებიც კი ვერ კადნიერდებოდნენ, რომ ჩაწვდომოდნენ ღვთის განგებას.




ჭეშმარიტი სიბრძნე, მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც.



ვიღაც ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: მე მეშინია ღმერთის და კიდევ მეშინია ისეთი ადამიანის, რომელსაც ღმერთის არ ეშინია.



სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ; მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს.



რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ამბობდნენ ადამიანები ჩვენს შესახებ, სინამდვილეში ისეთნი ვართ, როგორებსაც ღმერთი გვხედავს.



რაც საკუთარი თავისთვის არ გსურს, იმას სხვას ნუ გაუკეთებ; და რაც გინდა რომ სხვებმა გაგიკეთონ, ის ჯერ თვითონ გაუკეთე სხვებს.



შურს არ შეუძლია იმის დათმენა, რომ სხვას კეთილი საქმეებისთვის აქებდნენ; ამიტომაც შური და გინება ერთმანეთთან განუყოფელია.



ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან.



მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს, ან, უფრო სწორად - საკუთარი სიბნელით.



ვისაც იმდენი მამაცობა არ აქვს, რომ გულზე აღბეჭდილი წმიდა კანონის დარღვევას სიკვდილი ამჯობინოს, ის სიცოცხლის ღირსი არც არის.



სადაა სამყაროში სხვა რელიგია, რომელიც ღვთაებრივი წარმომავლობის ასეთ აშკარა ნიშნებს შეიცავს, როგორიც ქრისტიანული რელიგიაა?



ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით.



კეთილად ცხოვრება, კეთილის ქმნა და კეთილის ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ - ადამიანის ვალი უფლის წინაშე.



ნუ შეგშურდება მდიდრის და ნუ იწუხებ თუ სიმდიდრე არ გაქვს, რადგან ის სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების ნიშანი.



იმ ბავშვების გამო, რომელთა ტირილისაც მშობლებს მათი უსაქციელობის შემთხვევაშიც ეშინიათ, შემდგომში თვითონვე ხშირად უწევთ ტირილი.



ნუ ეცდები, მართალი გამოჩნდე, მაგრამ ასეთი იყავი. რამეთუ ცნობილია, რომ არასოდეს არ არის მართალი ის, ვინც ცდილობს, მართალი გამოჩნდეს.



ხელიდან გაგდებულ ქვაზე უკვე აღარ გაქვს ძალაუფლება; ისევე როგორც, თითოეულ დაუფიქრებელ სიტყვაზე, ჩვენი ბაგეებიდან რომ გამოფრინდა.



რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია.



როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია.




სხვა მოძღვარი






Комментариев нет:

Отправить комментарий