ღმერთი

ღმერთი

среда, 16 апреля 2014 г.

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მხარდამჭერებს "ანათემა ემუქრებათ"

16-04-2014

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მხარდამჭერებს ”ანათემა ემუქრებათ”. ანათემაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეკანოზმა დავით ისაკაძემ ისაუბრა.

"ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ადამიანების ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგი ვართ. მეტსაც გეტყვით, ჩემთან ეკლესიაში არაერთი არასწორი ორიენტაციის ადამიანი მოსულა, პირადად მიმიღია, დავხმარებივარ, რომ ეკლესიის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო. ასეთ ადამიანებთან პიროვნული პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ პრობლემა გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილების დაკანონებაზე, გარყვნილების ქადაგების დაკანონებაზე, რომლის საფრთხეც ამ კანონპროექტში ჩანს, რადგან კონსტიტუცია ისედაც აწესრიგებს ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმებს. აქედან გამომდინარე, არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ შევიტანოთ ახალი ტერმინი "სექსუალური ორიენტაცია". საზოგადოების ძალიან დიდ ჯგუფს თხოვნა გაგვაჩნია, რომ ეს ტერმინი ამოვიღოთ. ჩვენ ასევე გვაქვს საეკლესიო კანონმდებლობა, საეკლესიო სამართალი, დიდი სჯულის კანონზე დაფუძნებული, რომელიც ჩვენი იარაღია, ჩვენი ბერკეტი, სხვა საშუალებები არ გაგვაჩნია. მივმართავთ საზოგადოებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და როდესაც არის ასეთი უდიდესი ცოდვის შესახებ საუბარი, რასაც სოდომ-გომორის ცოდვა ჰქვია, რომელიც შეიძლება დაკანონდეს, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ საშუალებას, რომ წმინდა სინოდს სასულიერო პირებმა, მრევლმა მივმართოთ, რათა მოხდეს განკანონება, ანათემირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ხელს შეუწყობს საქართველოში მამათმავლობის, დედათმავლობის დაკანონებას და ნორმად ქცევას", – განაცხადა დავით ისაკაძემ საკომიტეტო სხდომაზე.


http://www.interpressnews.ge/ge/politika/278307-antidiskriminaciuli-kanonproeqtis-mkhardamtcerebs-qanathema-emuqrebathq.html



Комментариев нет:

Отправить комментарий