16-04-2014
საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტთა კომპლექტი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" , რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული თანასწორობის გამოხატვის ხელის შეშლის შემთხვევაში აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პატიმრობას 2 წლამდე... ამ საკითხზე "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გვესაუბრა:
- პროვინციალიზმის შედეგია ზედმეტი თავგამოდება. გაუკუღმართებული ორიენტაციის ხალხს ექნება უფლება და საშუალება, შევიდნენ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, იმუშაონ აღმზრდელებად და პედაგოგებად. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, შეეძლებათ იმსახურონ არმიაში, ჯარისკაცებად ან გენერლებად.. მოგვევლინებიან შინაგან საქმეთა ორგანოებში, სამართალდამცავებად და ასე შემდეგ... ეს კატეგორიულად დაუშვებელია! მსგავსი ნორმა ერთი წლის წინ ჯერ კიდევ ამერიკაში არ არსებობდა. ობამას ადმინისტრაციამ ახლახან დაუშვა იგივე და ამის გამო რესპუბლიკელები მწარედ ლანძღავენ დემოკრატებს... მე მსურს ვიკითხო - ერთი წლის წინ ამერიკა დემოკრატიული სახელმწიფო არ იყო? - რატომ მოვინდომეთ, რომ ამერიკას გადავასწროთ მაინცდამაინც გარყვნილებასა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდაში. ამ კანონის მიხედვით დასჯადი გახდება ჰომოსექსუალების ცხოვრების პროპაგანდის და გეი-აღლუმების ხელის შეშლა. მღვდლებს აეკრძალებათ დაგმონ გაუკუღმართებული ცხოვრების წესი, რაც არის სრულიად სამარცხვინო საქციელი.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კანონი მხოლოდ ცუდს მოუტანს საქართველოს?
- რა თქმა უნდა! ეს ყოვლად დაუშვებელია და არც დავუშვებთ, რომ ეს კანონი იქნეს მიღებული! ამ კანონის მიღების შემთხვევაში უზნეო ცხოვრების, ჰომოსექსუალთა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში. რატომ უნდა ჰქონდეთ მათ პრივილეგიები?! უმრავლესობამ უნდა დაიცვას თავიანთი უფლებები ძალიან მყარად!
- ისე როგორც 17 მაისს დაიცვა ცემა-ტყეპით?
- 17 მაისი მშვენიერი ფორმა იყო საკუთარი ღირსებების და ინტერესების დაცვისა. არ ვისურვებ ისევ იგივე განმეორდეს, მაგრამ როცა ვიღაც უზნეო მოდის და თავს გახვევს უზნეობას, ვეღარ მოითმენ. წარსულში ხმალს იღებდა ქართველი სამშობლოს დასაცავად და ახლა ხროვად კი არ გადავქცეულვართ, რაღაც ჩაგვძახონ გარე ქვეყნებიდან და ყველაფერი შევასრულოთ... ჩემი ინფორმაციით წელს 17 მაისს აღარ გაიმართება გეი-აღლუმი.Eეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ის ხალხი, ვინც შარშან პროვოკაცია მოაწყო, ალიანსშია ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთანაც... წელს რადგან არჩევნებია ერთ თვეში, პროვოკაციის მოწყობა არ აწყობთ და ხელისუფლების თხოვნას ორგანიზატორებმაც ანგარიში გაუწიეს. შარშანაც შეეძლო ხელისუფლებას იგივე არ დაეშვა, მაგრამ შარშან სჭირდებოდათ. მოსინჯეს, ქართული საზოგადოება როგორ გადაყლაპავდა ღირსების შელახვას... ეს კანონი ჯერ არ მიუღით და თავდაუზოგავად უნდა ვიბრძოლოთ არ მიიღონ! მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს, ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, უზნეოები არ მოგვერიონ! სამარცხვინოა, საბავშვო ბაღში აღმზრდელად ჰომოსექსუალი, ან ჯარისკაცად ისეთი, თავად რომ ვერ გაურკვევია, კაცია თუ ქალი, ან დღისით რომ კაცია და ღამით ქალი. ასეთის დაცული სამშობლო რა ჯანდაბად გვინდა?! ნუ გადავასწრებთ გარყვნილებით მთელ მსოფლიოს!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/politic/21347-qsaqarthveloshi-homoseqsualebis-diqtatura-myardebaq.html

Комментариев нет:
Отправить комментарий