ღმერთი

ღმერთი

вторник, 3 июня 2014 г.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა (03.06.2014)

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის პირველადი შედეგების შესახებ განცხადება მეუფე ზოსიმემ გააკეთა. მისი თქმით, უმთავრესი საკითხი იყო ის, რომ უცხოეთისათვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა. კერძოდ, გერმანია-ავსტრიასა და ჰოლანდია – ლუქსემბურგის ეპარქიებისთვის, და ასევე, ამერიკის და საინგილოს ეპარქიებისთვის.

გერმანია-ავსტრიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი ეკურთხება, ჰოლანდიაში – არქიმანდიტრი დოსითე ბოგვერაძე, ამერიკაში არქიმანდრიტი -საბა ინწკირველი და საინგილოში – არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი.

როგორც მეუფე ზოსიმემ აღნიშნა, ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, სინოდმა პატრიარქის განცხადება დაამოწმა და მოიწონა.

მღვლდელმთავრმა უარყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი პატრიარქის გადადგომის შესახებ და სინოდზე ამ საკითხის განხილვის შესახებ.

როგორც ცნობილი გახდა, სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე წმინდანად იქნა შერაცხული.

დღემდე სულ იყო 43 ეპარქია, პატრიარქის ჩათვლით კი, 45 მღვდელმთავარი.

განჩინების საბოლოო სრული ტექსტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.



http://www.ambioni.ge/sapatriarqosi-wminda-sinodis-sxdoma-dasrulda-03-06-20104



Комментариев нет:

Отправить комментарий