«ჰელ» _ ინგლისურად ჯოჯოხეთს ნიშნავს. ასე რომ, ტყუილად არ უწოდებენ მავანნი ქართული სამხედროების დისლოკაციის ადგილს ჰელმანდის პროვინციას ჯოჯოხეთს. «თეთრი მონა» კი არაბულად მამლუქია და მრავალტანჯული ქართველი ერის ისტორიაში ჯოჯოხეთის დარი ფენომენია, რადგან XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ვიდრე მთელი XVIII საუკუნე ე. წ. ლეკიანობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ჩვენი «ისტორიული მეგობრის» სტამბულის მონათა ბაზარი დარჩეული გურჯი გოგო-ბიჭების დეფიციტს არ განიცდიდა _ პირველნი ოსმალეთის იმპერიის სრა-სასახლეთა ჰარამხანებში აკეთილშობილებდნენ სელჯუკიანთა მოდგმას, ხოლო მამაცი გურჯი ვაჟები «ბრწყინვალე პორტას» სამხედრო პოტენციალს აძლიერებდნენ!
ამ «ბიზნესს» არც ქართველები ვთაკილობდით _ საკუთარ სისხლ-ხორცს დაუნდობლად ვყიდდით და, თუ ლეკიანობა რუსეთთან შეერთებისთანავე ლამის მყისიერად აღიკვეთა, ქართველებს ტყვეთა სყიდვა-გაყიდვა XIX საუკუნის შუამდე ვერც რუსებმა მოგვაშლევინეს და ეს სამარცხვინო ფაქტიც უნდა ვაღიაროთ...
ამ ტკივილს ხანდახან სიამაყეც ერთვის ხოლმე _ ქართველმა «თეთრმა მონებმა» დროთა განმავლობაში ისეთ სიძლიერეს მიაღწიეს ეგვიპტეში, სირიასა და ერაყში, რომ ოსმალეთის იმპერიის ამ ნაწილში სულთან-ფაშობასაც გამოკრეს ხელი და ეგვიპტის მამელუკთა უძლეველი არმია, რომელიც უმეტესად გურჯებისგან შედგებოდა, ხომ შიშის ზარს სცემდა მთელს ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ ამ სიამაყეს ერთი მარტივი კითხვა აცამტვერებს _ ამით საქართველოს, შენს სამშობლოს, რა ხეირი?
არაფერი, რადგან უცხო თესლთა სამსახურში «დიდება-პატივი», საბოლოო ჯამში, მაინც ხვიჩა და გოჩას ზოგად-ქართული ტრაგედიაა, ხოლო ამ ლიტერატურულ შედევრში თხრობილი დრამა სიმბოლოა სხვათა ომებში თავგანწირვის უაზრობისა!..
თანამედროვე, XXI საუკუნის ქართველი მამლუქები ავღანეთში პირველად 2004 წელს გამოჩნდნენ 50-კაციანი საცდელი ბატალიონის სახით, ხოლო NATO-ს ბუქარესტის სამიტზე სააკაშვილის მიერ ვოლუნტარისტულად აღებული ვალდებულების ძალით, ჩვენმა სამხედრო კონტინგენტმა სოლიდურ რაოდენობას მიაღწია!
2008 წლის აგვისტოში სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ ხომ საერთოდ, მაგრად გარეკა «გარეკილ პირველმა» და ქართველ მამლუქთა «დემოკრატიულმა» დესანტმა ავღანეთში რამდენიმე ასეულს ნელ-ნელა გადააჭარბა. შედეგმაც არ დააყოვნა: 2010 წლის სექტემბერს შეიძლება შავი სექტემბერი ვუწოდოთ _ ჯერ 5-ში სნაიპერის ტყვიით მოკლული ლეიტენანტ მუხრან შუკვანის პირველი «ცინკის» კუბო ჩამოვიდა თბილისში, ხოლო 30 სექტემბერს ე.წ. ISAF-ის მისიაში პირველი მასიური მსხვერპლი _ ჰელმანდის ცხელ ქვიშებში ერთბაშად 4 ქართველი ვაჟკაცი გამოესალმა სიცოცხლეს!..
მაგრამ, მოდით, დროებით თავი ვანებოთ ახლო თუ შორეულ ისტორიულ ექსკურსებს და წერილის მთავარ თემას _ ავღანეთში დატრიალებულ უკანასკნელ ტრაგედიას მივუბრუნდეთ, ანუ «შავ ივნისს», როდესაც ერთბაშად 7 მამლუქი შევწირეთ სხვის ინტერესებს. დიახ, სხვის და ამაზე ქვემოთ. მანამდე კი...
ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ!
6-ში დილით, როდესაც სოციალურ ქსელში «ის ვიდეო» დაიდო, ამან საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია _ ერთნი იმ კადრების ნამდვილობაში, ხოლო მეორენი ფაბრიკაციაში იყვნენ დარწმუნებულნი. თუმცა ეს «უწყინარი» დისკუსია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც რამდენიმე საათში თალიბანის დაპირებული ჯიჰადი აგვიხდა! თუმცა, «საბედნიეროდ», ჯერჯერობით არა აქ, საქართველოში, არამედ იქ _ «ჰელმანდიაში».
ამის შემდეგ იმის მტკიცებას, რომ ვიდეომუქარა და მომხდარი ტერორისტული აქტი მხოლოდ დამთხვევაა, მართლაც დამთხვეული თუ გააგრძელებს!
ანდრო ბარნოვი: ცნობილი «ლიტერატორი», შემდეგ უნივერსიტეტის დეკანი, შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1 ოქტომბრის შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორი და ბოლოს კრეტინი პრეზიდენტის (ვადაგასულისაც) ადმინისტრაციის უფროსი! უფრო მოკლედ კი იქით-აქეთ ამდენი რთული სკუპ-სკუპის შემდეგ მარტივად «შორისდებული» ორივე ვერსიას «აწვება»!
პირველზე მოგახსენეთ. რაც შეეხება ფაბრიკაციას, თუ მასეა, მაშინ ანდრო შორისდებულსაც და სხვა «დებულ»-ებსაც ვურჩევ, რუსეთისკენ ხელისგაშვერას მოეშვნენ, რადგანაც ეს ფაბრიკაცია ძალიან მაგონებს ავადხსენებულ «მოდელირებულ ქრონიკას», ანუ ის ვიდეო პრეზიდენტზე ლეღვის ფოთლად აფარებული ანდრო შორისდებულის სცენარით გადაღებულ-დამონტაჟებული უფროა, ვიდრე «ოკუპანტი რუსეთის» ხრიკები!
კიდევ ერთი, რასაც თავისი სახელი სჭირდება _ თვითმკვლელმა ტერორისტმა საქართველოს სამშვიდობო ბაზასთან თავი აიფეთქა! დაახლოებით ასეთი ტექსტით გვამცნეს მომხდარის შესახებ...
რატომ ვუწოდებთ ავღანელ პატრიოტებს თვითმკვლელ ტერორისტებს? იმიტომ, რომ ამერიკელებს ასე სწადიათ, იმიტომ, რომ ამერიკელებმა თავად მონათლეს IშAF-ის მისია ტერორიზმთან ბრძოლად?
ავღანელი მოჯაჰედები იქნებიან თუ თალიბები, ისინი სანამ საკუთარ მიწაზე, სამშობლოში არიან, საკუთარ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას იცავენ და იმას, რამაც ჩვენი ბიჭების სიცოცხლე შეიწირა, შექანებული თვითმკვლელის შეუგნებელი ტერორი კი არა, სრულიად შეგნებული, სამართლიანი და ტკბილი შურისძიების აღსრულება ჰქვია სამშობლოს ოკუპანტებზე _ დიახ, თუკი რუსებს ვეძახით ოკუპანტებს, ქართველებიც ისეთივე (იქნებ უარესიც!) ოკუპანტები ვართ ავღანეთში და არა ISAF-ის მშვიდობის მტრედები!
რაც შეეხება ზოგადად ტერორიზმს, გამართლება შეუძლებელია, მაგრამ გულისგულში ვერც ბოლომდე გაემტყუნებათ ავღანელებს, როცა ისინი სხვა ქვეყნებში ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ დროს უდანაშაულო ხალხი, მათ შორის ბავშვებიც, იღუპებიან _ მათაც ჰყავთ ბავშვები, ქალები და მოხუცები, რომლებიც მრავლად იღუპებიან ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების დაბომბვისას, რასაც ამერიკელები ცინიკურად «გაუთვალისწინებელ ზარალს» უწოდებენ!..
მორიგი ტყუილი თუ ტყუილები, რომელთაც ასევე უნდა სახელის დარქმევა _ ავღანეთში საქართველოს ვიცავთ, ანუ მის მომავალ ინტეგრაციას NATO-ევროკავშირში, უსაფრთხოება, ახლა რომ გამოვიდეთ ავღანეთიდან, ევროპის მონიტორები წავლენ საქართველოდან და საერთოდაც, რუსეთთან პირისპირ მარტონი დავრჩებით და ა.შ. სისულელეები?!
თანმიმდევრულად ყველაფერს შევეხოთ:
დავიწყოთ იმით, რომ NATO, უკვე დიდი ხანია, ქიმერაა, ანუ განუხორციელებელი ოცნება, ფანტაზია (ასე განმარტავს ამ ბერძნულ სიტყვას ლექსიკონი) და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ ქიმერულ რიტორიკაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ტოლს არ უდებს ნაციონალ-აფერისტებს. ამ შემზარავი ტრაგედიის მერეც კი «ქართული ოცნება» და «ნაცოპოზიცია» უნისონში «მღერიან», რომ ავღანეთში ჩვენი სამხედრო მისიის ფორმატი არ გა-და-ი-ხე-დე-ბა!
ამ უკანასკნელთა რიტორიკა გასაგებია _ არც ადრე ჰქონიათ რეალური პლატფორმა «ნაციონალებს» და მითუმეტეს ახლა აღარაფერი აქვთ, გარდა დასავლეთისკენ მიმართული პოპულიზმისა!
კოალიციის ჭრელი «სასტავიდან» არც რესპუბლიკელების და არც სხვა ლიბერასტების უკვირს ვინმეს _ მათაც NATO, NATO უნდა იყვირონ და ყვირიან კიდეც, რადგან ორივენი ერთნაირი ნალებით არიან დაჭედილნი პოტომაკის ნაპირზე, მაგრამ ბატონი ბიძინაც?!
დავიჯერო, ბიძინა ვერ ხედავს ნატოს ქიმერულობას?! ერთი წუთით დავუშვათ, რომ გულწრფელად ბრმაა, მაგრამ დაკარგულის დაბრუნება და NATO ერთად რომ არ გამოვა, არც ეგ იცის?!
ნატოს კარზე პირველად ედუარდ შევარდნაძემ მიაკაკუნა, მაგრამ მას მხოლოდ გასაღების ჭუჭრუტანიდან შეახედეს. «ვარდების რევოლოციის» შემდეგ კი რასმუსენ-აპატურაი-კლინტონ-რაისები სულ გვარწმუნებენ, რომ კარი ღიაა და აუცილებლად მიგვიღებენ, მაგრამ როდის, მიახლოებით თარიღსაც არავინ გვეუბნება! ეს ტყუილების კასკადი განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გაძლიერდა, ანუ მაშინ, როცა თეორიული შანსიც აღარ არსებობს (არსებობდა კი ოდესმე?) ჩვენი იქ მიღებისა!
ამის შემდეგ გვაბოლებენ «მაპზე უკეთესით» და «ასპირანტობით»...
იგივე ითქმის კრიზისით მოცულ ევროკავშირზეც, რომელიც, დიდი ალბათობით, 2-3 წელიწადში დაიშლება! ასეც რომ არ იყოს, რა გვინდა, რა დაგვიკარგავს ევროპაში, რაღაა დარჩენილი ე.წ. დასავლური ღირებულებებიდან, პედერასტობა-ერთსქესიანი ქორწინებებამდე? ან რატომ ერქვა იმ ღირებულებებს დასავლური, რაც მართლაც პრიორიტეტი იყო ბებერი ევროპისთვის? განა ჩვენ, შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას მშობელი ერი, ევროპაზე ბევრად ადრე არ ვეზიარეთ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ კულტურას?
ლია მუხაშავრიამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან(!!!) შეხვედრაზე თქვა: «თუ პროგრესი გვინდა, ერთსქესიანი ქორწინებები უნდა დავაკანონოთო»! ჰოდა, ამ «პროგრესს» საფრანგეთის კვალდაკვალ ინგლისის ლორდთა პალატამაც დაუჭირა მხარი და იმავეს აპირებს «მამაცი სქოტების» შოტლანდიაც...
მოკლედ, ეს სხვა, ვრცელი თემებია. აქ არც ადგილია და არც აუცილებლობა მყარი არგუმენტების მოყვანისა ზემოთქმულის სასარგებლოდ, რისთვისაც მომავალში მზად გახლავარ. მანამდე კი მოკლედ ვიტყვი _ ვინც დღესაც კი NATO ევროკავშირის პერსპექტივებით ხიბლავს ქართველ საზოგადოებას, ის ან შეუგნებელი ბრიყვია, ან შეგნებული, უნამუსო მატყუარაა!!!
ერთადერთი «მაპი», რომელსაც არ დაგვამადლიან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის არა, მაგრამ მსოფლიო პედერასტთა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნაღდად მოგვცემენ და აკი ეცადნენ კიდეც ჩვენი «დასავლელი მეგობრები» 17 მაისს ამ პედერასტული «მაპის» შემოჩეჩებას!
რაც შეეხება დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ, ჩვენ თუ უარს ვიტყვით «ჰელმანდიაში» მამლუქების გაგზავნაზე, ევროპელი მონიტორები დატოვებენ საქართველოსო! როგორც იტყვიან, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ, ყალბი აღშფოთება-შეშფოთების მეტი, რა ხეირი გვახსოვს მათგან?
თუმცა ამას წინათ ეგეც დაგვამადლეს, როდესაც დიცში რუსებმა მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, ფილიპ დიმიტროვმა, ჟურნალისტების შეკითხვაზე, არ ვიცი ჯერ არაფერი, გავარკვევ რა ხდება და კომენტარი _ მერეო. რა ვიცი, ეს შობელძაღლები პედერასტების გამო მაშინვე აკეთებენ კომენტარებს და გვითითებენ, ვინ, რომელი მღვდელია დასაჭერი ან დასახვრეტი...
ისე, ეს ის დავით უსუფაშვილია, რომელმაც ამას წინათ, ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენამდე, ისეთი რამ განაცხადა «კავკასიის» პირდაპირ ეთერში, რომ...
მეო, ჩემს შვილებს იმას არ ვასწავლი, რომ სამშობლოს უნდა შეეწიროს. მთავარია, თავისუფალ ადამიანად გაიზარდოს და თავად გადაწყვიტოს, ვის და რას შეეწირებაო!!!
ჰოდა, ასეთი მამა ლაპარაკობს ავღანეთში საქართველოს დაცვაზე? არა, ბატონებო! ეგრე სად არის! ჯერ თქვენი შვილები, ძმები გაუშვით ავღანეთის ჯოჯოხეთში «საქართველოს დასაცავად» და მერე ილაპარაკეთ ამაღლებული პათეტიკით სხვისი შვილების შეგნებულ არჩევანზე «ჰელმანდიაში», მერე გექნებათ მორალური უფლება მისამძიმრებისა, თორემ მანამდე თქვენნაირების სამძიმარი მხოლოდ ნიანგის ცრემლებია!
რაც შეეხება «რუსეთთან მარტო დარჩენას», ნეტავი როდის არ ვიყავით მარტონი? როდესაც 90-იანებში დე ფაქტო «აგვახიეს» ცხინვალ-სოხუმი თუ 2008 წლის ომის დროს, როდესაც დე ფაქტო დე იურედაც «დაგვაწერეს»? რის პასუხადაც ამერიკამ პამპერსები გამოგვიგზავნა, ემანდ არ ჩაისვარონ ქართველებმაო, და გამოხდილი წყალი, ჯანში გასაკეთებლად!..
ან ახლა რა, «მარტონი თუ არა ვართ», რასაც უნდა, იმას არ აკეთებენ? საზღვრის რამდენიმე მეტრით გადმოტანა გზავნილია ქართველებისთვის: ფეხებსაც ვერ მომჭამს თქვენი NATO, ჰა, დაგეხმარნონ, რატომ არ გეხმარებიან? იმიტომ, რომ იციან: «ვეტომ გასტინიცე ია დირექტორ»...
ჰოდა, იქნება მართლაც ჯობს, რომ ფაქტობრივად მარტოები, ფორმალურადაც მარტონი დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ და იმ გამოცდილებით ვიურთიერთოთ რუსებთან, რომელიც 200 წლის მანძილზე დაგვიგროვდა? არ ვიცი, არა, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ამერიკელების ხელისშემყურე საქართველო შაგრენის ტყავივით პატარავდება. ისიც მახსოვს, რომ რუსეთთან ერთად ყოფნისას სოხუმ-ცხინვალი ერთიანი ქართული მართლმადიდებლური, ქართულენოვანი კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო!
მართლაც თეთრი მონებივით მსახურობენ ქართველები ავღანეთში! თუ ასე არაა, მაშინ თავდაცვის სამინისტრომ შედარებისთვის გამოაქვეყნოს ჩვენი და ამერიკელი სამხედროების სახელფასო ანაზღაურების ციფრები _ ერთი, რაც ვიცი, ამერიკელი რიგითი ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახი ერთდროულად 400 ათას დოლარს მიიღებს კომპენსაციის სახით, ამასთან, დამატებით საშვილიშვილოდ უზრუნველყოფილნი არიან კომუნალური თუ სხვა სოციალური სიკეთეებით!
ჰოდა, გამოაქვეყნონ და ვნახავთ, რომ ამერიკელები თეთრი მონების, ქართველი მამლუქების პრაქტიკულად მუქთად დამქირავებლები არიან და არა სტრატეგიული პარტნიორები, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, თანასწორობას ნიშნავს!
ამერიკის ელჩის სამძიმარმა, აღმაშფოთა, სიმამაცეს რომ გვიქებს ქართველებს მისტერ ნორლანდი და ამ დროს «ნიუ იორკ თაიმსი» ლამის მოროდიორობაში სდებს ბრალს ჩვენს ჯარისკაცებს _ ასეთია ხვედრი სხვისი ომების გმირებისა!..
ეპილოგის მაგიერ
1703 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის მეფობა უბოძა. თუმცა, ბედის ირონიით, არ ღირსებია ტახტზე დაჯდომა. რადგანაც ქართლის მეფობასთან ერთად, ქირმანის, ყანდაჰარისა და გირშიკის ბეგლარბეგობაც «უწყალობა» შაჰ-ჰუსეინმა, ანუ გამგებლობა და დამშვიდება დაავალა მუდმივად მოჯანყე ავღანური პროვინციებისა.
ჰოდა, «ქართლის მეფემაც» განაგო და ცეცხლითა და მახვილით «დააშვიდა» «საკუთარი საბეგლარბეგო». იქამდეც კი, რომ ავღანთა წარკვეთილი თავებისაგან კოშკებიც «ააშენა». რადგანაც სხვა ენაზე საუბარი არ ესმოდათ თავისუფლებისმოყვარე, მაგრამ ნახევრადველურ (დღეს რანი არიან და მაშინ რა იქნებოდნენ) ავღანურ ტომებს. რომელთაგან ერთ-ერთის ბელადი იყო მამაცი მირ-ვეის, რომელიც ჯერ სასტიკად დაამარცხა გიორგი მეთერთმეტემ და შემდეგ ბორკილგაყრილი გაუგზავნა ისპაჰანში შაჰს. საიდანაც თავი დაიძვრინა მირ-ვეისმა, უფრო მეტიც, შაჰის ბრძანებით, ყანდაჰარშივე გაუგზავნეს მეფე გიორგის მირ-ვეისი, ამჯერად როგორც თანამებრძოლი, გინდა მოადგილე.
ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ვერაგმა ავღანელმა ღალატით მოკლა მეფეც და მისი თანამებრძოლი ასობით ქართველიც ამოაჟუჟვინა ავღანელებს. ასე აღესრულა საქართველოს ისტორიაში უკანასკნელი დიდი გიორგი (გიორგი მთაწმინდელის, გიორგი ჭყონდიდელის, გიორგი მესამის, გიორგი მეოთხე ლაშას, გიორგი ბრწყინვალისა და გიორგი სააკაძის შემდგომ) და ათასობით ქართველი, რომლებსაც საფლავებიც კი არ დარჩენიათ უცხო მოწაზე.
ეს ამბავი 1709 წლის 21 აპრილს, დიდ ხუთშაბათს მოხდა. და მერე რა, ამ გმირობით საქართველოს? «განა ვინმეს გაეგებოდა (ან გაეგება?!), რომ მისი უებარი სიქველე და თავგანწირვა უმადურ «უცხო თესლთათვის» უცხო მხარეში მაინც დიდ მადლად გამოადგა მის ღვიძლ სამშობლო საქართველოს?! სწორედ მან წარმართა საქართველოს მოსისხლე სპარსეთის ხარბი თვალყური აღმოსავლეთ ირანისა და ავღანისტანისკენ. ხოლო მასვე ჟამს გიორგის ძმისწულმა, დიდმა მამულიშვილმა ვახტანგ მეექვსემ დრო იხელთა და ირანის ზურგს უკან მშობლიური ქართლი მკვდრეთით აღადგინა, ააღორძინა და ააყვავა»(ლევან სანიკიძე).
მოგვიანებით ყმაწვილი პატარა კახიც იქნევდა ავღანეთში მახვილს ნადირ-შაჰის, ირანის უკანასკნელი დიდი ხელმწიფის, გვერდით. მისდამი «ერთგულება» კი საქართველოს იმაში წაადგა, რომ ერეკლე მეორე გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს 120 წლის პაუზის შემდეგ პირველ ქრისტიან მონარქად მოევლინა. საბოლოოდ კი პატარა კახი უკანასკნელი დიდი ხელმწიფე აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში!
როგორც ვნახეთ, ავღანეთშიც შესაძლებელი ყოფილა საქართველოსთვის ბრძოლა, მაგრამ დღევანდელი ვითარება აშკარად სხვაა და იქნებ დავფიქრდეთ, რას გვთავაზობენ თანამედროვე ამერიკელი შაჰ-სულეიმან ნადირშაჰები უძვირფასესი ქართული სისხლის სანაცვლოდ!
დავით მხეიძე
http://geworld.net/View.php?ArtId=4979&lang=ge&Title=%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1++%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9Dამ «ბიზნესს» არც ქართველები ვთაკილობდით _ საკუთარ სისხლ-ხორცს დაუნდობლად ვყიდდით და, თუ ლეკიანობა რუსეთთან შეერთებისთანავე ლამის მყისიერად აღიკვეთა, ქართველებს ტყვეთა სყიდვა-გაყიდვა XIX საუკუნის შუამდე ვერც რუსებმა მოგვაშლევინეს და ეს სამარცხვინო ფაქტიც უნდა ვაღიაროთ...

Комментариев нет:
Отправить комментарий