ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июня 2013 г.

ხომ უნდა ღირდეს სიკვდილი.?!

როცა საქართველო მუსულმანებისაგან თავს იცავდა მას იმედად ჯვაროსნები გამოუჩნდნენ. როცა კვლავ მუსულმანებისაგან ვიცავდით თავს, მაშინ ერთმორწმუნე რუსეთს დაუკავშირდა საქართველო.

დღეს, როცა კვლავ გვეშინია მუსულმანების , გვიღალატა ერთმორწმუნე რუსეთმა და დავრჩით ყოფილი ჯვაროსნების ქვეყნების იმედად, გვიღალატეს ჯვაროსნებმაც, რადგან ჯვაროსნები უკვე აღარ არიან ის ჯვაროსნები რომლებიც ქრისტეს სახელით ებრძოდნენ მუსულმანებს. უფრო სწორად ჯვაროსნები უკვე აღარ არიან ჯვაროსნები-ქრისტეს მხედრიონი, არამედ ისინი უკვე ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლები არიან.


ხომ უნდა ღირდეს სიკვდილი?

მუსულმანი ფიზიკურად გვკლავს, რუსეთმა ღალატით მოგვკლა, ვინც იმედად დავისახეთ მან ზნეობრივი სიკვდილი მოგვისაჯა.


ძალიან ძნელია  საქართველოსთვის სამთავიან ვეშაპთან ბრძოლა,როცა  ქვეყანა ასე მწარედ დაჭრილია.


Комментариев нет:

Отправить комментарий