ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июня 2013 г.

ჯვაროსნები და საქართველო.

ჯვაროსნების მიერ ანტიოქია-იერუსალიმის აღებისთანავე ქართველებმა გაააქტიურეს თავისი საგარეო პოლიტიკა. ამ დროიდან დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. ქართველები და ჯვაროსნები ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები გახდნენ თურქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოწმობს, რომ დავით IV-ის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალიმში. ასეთ თანამშრომლობას ადასტურებს ის, რომ დავით IV-ს პოლიტიკური კონტაქტები ჰქონდა იერუსალიმის მეფე ბოდუენ I-თან. დიდგორის ბრძოლაში კი საქართველოს მხედრობის გვერდით ჯვაროსნების რაზმიც იბრძოდა. დავით IV-ს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯვაროსანთა შორის, რომლებიც მას თავის მოკავშირედ აღიარებდნენ.

ურთიერთობა ჯვაროსნებთან შემდეგაც გრძელდებოდა. ქართველთა და ჯვაროსანთა განსაკუთრებით ხშირი შეხვედრის ადგილი იყო იერუსალიმის სამეფო. ამას მოწმობს ტამპლიერთა და სხვა ჯვაროსანთა მოსახსენებლები ჯვრის მონასტრის 1155 წელს გადაწერილ სვინაქსარსა და სხვა ხელნაწერებში. იერუსალიმის ჯვაროსან მეფეებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან გიორგი III-ის დროს. ქართველთა და ჯვაროსნების ურთიერთობის ფონზე გასაგები ხდება საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ცდა თავისი ერთ-ერთი ძისათვის ცოლად შეერთო თამარი. როგორც ჩანს, დამოყვრების ამ ცდას საფუძვლად ედო გერმანელი შტაუფენებისა და ქართველი ბაგრატიონების ანტიბიზანტიური განწყობილება კონსტანტინოპოლში ანგელოსების დინასტიის გაბატონების დროიდან.

ხელმძღვანელობდა რა რეალური ინფორმაციით ბიზანტიის მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ, დასავლეთ ევროპელთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების (1204 წელი) წინ თამარის მთავრობამ ქართველი მხედრობა შეიყვანა ბიზანტიის საზღვრებში შავი ზღვის ქართული სანაპიროს გასწვრივ, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ტრაპიზონის იმპერიას.

ქართველები ენერგიულად ემზადებოდნენ მეხუთე ლაშქრობაში მონაწილეობისათვის, მაგრამ ეს განზრახვა ჩაიშალა საქართველოში მონღოლთა შემოსევის გამო.

აქტიურ ძალად მიაჩნდათ ქართველები დასავლეთ ევროპაში გვიანდელი ჯვაროსნული ლაშქრობის ინიციატორებსაც, რომლებიც ოსმალების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახავდნენ (გიორგი ბრწყინვალის წერილი საფრანგეთის მეფის ფილიპ VI-სადმი 1332-1333 წლები; ლუდოვიკო ბოლონიელის ელჩობა).

http://ka.wikipedia.org/wiki/ჯვაროსნული_ლაშქრობები

Комментариев нет:

Отправить комментарий