ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июня 2013 г.

წუთისოფელი.

რა უეცარი არის ცხოვრება,
დროს ვერასოდეს ვერ გააჩერებ,
მაგრამ რა ტკბილად მოგაგონდება,
შენი ბავშვობა და სილამაზე...

თვალს და ხელს შუა გაივლის წლები,
ისე გავა დრო, რომ ვერ შეიცნობ,
სანამ ლოგინად არ ჩავარდები,
სიბერის მოსვლას შენ ვერ შეიგრძნობ...

მაგრამ ერთ დღესაც მიხვდები რომ შენ,
შემოგპარვია თმაში ჭაღარა,
გმირი მებრძოლი სამშობლოს ომში,
არა, ის ბიჭი, უკვე აღარ ხარ...

მაშინ შეიცნობ რომ თურმე ჭკნები,
რა ახლოსაა ღმერთო სიკვდილი,
შეიგრძნობ მასაც, თანდათან კვდები,
გატეხილი და ღონემიხდილი...

არა და ერთ დროს რა ბიჭი იყავ...,
გაუტეხელი, შეუპოვარი,
სადაც გინახავს, ყველგან დაგიცავს,
გაჭირვებული და უპოვარი...

თუმცა გაგტეხა წუთისოფელმა,
სჯობდა ბრძოლაში, რომ მომკვდარიყავ,
გაიგო უკვე მთელმა სოფელმა,
თითქო კი სუნთქავ, მაგრამ მკვდარი ხარ...

მაინც ნუ ღელავ, რაღა გადარდებს,
დახუჭავ თვალებს, ფართოდ გახელილს,
თან წაიყოლებ საკუთარ დარდებს,
ქვეყნად დაგრჩება მხოლოდ სახელი...


გიორგი ხერგიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий