ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 июня 2013 г.

სექსუალური კრიმინალი და ვატიკანი.

2002 წელს აშშ-ში დაიწყო დიდი სკანდალი, რომელმაც გამოამზეურა კათოლიკურ “ეკლესიაში” არსებული, მისი სწავლების არსით განპირობებული, საუკუნეების განმავლობაში დაფარული და მიჩუმათებული, კათოლიკ-სამღვდელოებაში (ე.წ. პადრეებში) ტოტალურად გავრცელებული პრობლემა – პედოფილია. მსოფლიოს თვალში ფარდა აეხადა უზნეობის ჭაობში ჩაფლულ “ეკლესიის” მსახურთა უბოროტეს ქმედებებს: მცირეწლოვანთა გაუპატიურების, მათზე სექსულაური და ფიზიკური ძალადობის, მათი გახრწნისა და გარყვნილი ცხოვრების გზაზე დაყენების შემზარავ ფაქტებს. მსოფლიო შეძრწუნებულია და სამართალს ითხოვს, საზოგადოება უკმაყოფილოა კათოლიკური “ეკლესიის” მესვეურთა ქმედებებით: მათი ინერტულობით პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებიტ, მოძალადე მღვდელთა მიმართ შემწყნარებლობითა და მფარველობით. მსოფლიოში ღიად საუბრობენ კატოლიკური “ეკლესიის” კრიზისზე, ვატიკანი კი მილიარდებს იხდის, რომ დანაშაულობათა განხილვა სასამართლომდე არ მივიდეს, რომ მისი მოძალადე, პედოფილი პადრეები განსასჯელის სკამზე არ დასხდნენ.

 ან კი რა შეუძლია ვატიკანს? ბოროტება ხომ მომდინარეობს კათოლიკური “ეკლესიის” მწვალებლური არსიდან: ჭეშმარიტი ეკლესიის დოგმატის უარყოფიდან დამ ის ნაცვლად მწვალებლური დოგმატის, ე.წ. “ფილიოკვეს” მიღებიდან, პაპის გაღმერთებიდან და მისი “უცდომელობის” დოგმატით აღჭურვიდან, “უცდომელი” პაპების მიერ მიღებული “უცდომელი” კანონებიდან, მათ შორის ე.წ. ცელიბატის ანუ პადრეთა უქორწინებლობის აღთქმიდან. როგორ შეცვალოს ახალმა “უცდომელმა” პაპმა თავისი “უცდომელი” წინამორბედების მიერ დადგენილი “უცდომელი “ კანონები?! მაშინ როგორღა იქნებიან პაპები “უცდომელნი”?! და თუ ისინი “უცდომელნი” არ არიან, მაშ როგორღა იქნება პაპი ღმრთის ნაცვალი დედამიწაზე და რითღა გაამართლებენ თვითმრქვია კათოლიკები ქრისტეს ნაცვლად თავიანთი “ეკლესიის” თავად პაპის გამოცხადებას?!

 მსოფლიო, სამწუხაროდ, ამ კუთხით არ განიხილავს კთოლიკური “ეკლესიის” ბუნებას, ვერ ხვდება მისი მანკიერების საფუძველს, მაგრამ ხედავს მის ბოროტებასა და უზნეობას. მსოფლიოს უნდა, რომ მცირეწლოვანი ბიჭები და გოგონები დაიცვას მოძალადე, პედოფილ პადრეთაგან. შექსუალური ძალადობების, პედოფილიის პრობლემა თავად კათოლიკური “ეკლესიის” ბუნებაში დევს. ამის შესახებ თვით კათოლიკე მეცნიერები, მოღვაწეები და რიგითი ადამიანები საუბრობენ. შწორედ ამის გამო გადაწყვიტა ცინცინატის საოლქო სააპელაციო სასამართლომ თავად ვატიკანის, როგორც პასუხისმგებლიის დასმა სასამართლო სკამზე. ჱველაზე სავალალო ის არის რომ კათოლიკრი :ეკლესიის” ხელისუფლებამ ყველა დროში კარგად იცოდა სექსუალური ძალადობები და თავისი პედოფილი სამღვდელოების შესახებ თუმცა მარად იფარავდნენ მათ მოძალადე “მღვდლებს”.

 აშშ შეძრა ცნობებმა კათოლიკე-სამრვდელოების” პედოფილიისა და სექსუალური ძალადობების შესახებ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საინფორმაციო საშუალებებმა დღის სინათლეზე გამოიტანეს სკანდალური ცნობები აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ეპარქიის, ბოსტონის კათედრის “სამღვდელოების” სექსუალური ძალადობისა და პედოფილიის შესახებ.

 2002 წელს გაზეთმა “Boston Sundayბსმა” მამხილებელი მასალების სერია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ აშშ შეძრული იყო თითქმის ყოველდღიური წერილებით კათოლიკე პედოფილ “მღვდლებთან “ დაკავშირებული სკანდალების შესახებ. ამერიკელებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ კარდინალ ბერნარდ ლაწსთან დაკავშირებული სკანდალი. გახმაურდა მანმადე უცნობი მრავალი ფაქტი და საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბოსტონის კათედრის კათოლიკე კლირიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ რომელი უფრო მეტი ხელოვნებით ჩაიდენდა სექსუალურ ძალადობას. მაგ: ერთ-ერთი მათგანი აცდუნებდა გოგონებს, არწმუნებდა მათ, რომ ის არის იესო ქრისტეს ცოცხალი განსახიერება.
 მეორე განმხრწნელი კათოლიკე “მღვდელი” ინტიმური სიახლოვის მიღწევას ბიჭუნებთან კოკაინის საშუალებით ცდილობდა. აღმოჩნდა რომ ბოსტონის კათედრის ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა ანაფორიანი პედოფილების საქციეკლზე, მეტიც მრავალი მათგანი, დააწინაურეს კიდეც, რის გამოც, საზოგადოება ალაპარაკდა იმაზე, რომ ბოსტონის კათედრაზე გარყვნილთა და უკუღმართთა მაფია ჩამოყალიბდა. მარტო ბოსტონში მრევლის 450 მეტმა წევრმა, განაცხადა რომ ისინი გააუპატიურეს, ან აცდუნეს, ადგილობრივმა კათოლიკე “მღვდლებმა”. ბბს ცნობით სკანდალი რომელშიც ფიგურირებს აშშ-ში ყველაზე დიდი და მდიდარი კათოლიკური თემის ხელმძღვანელობა, ამ საკრებულოს უკვე ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდა, რამაც შეიძლება ბოსტონის ეპარქიის ფინანსური კატასტროფა გამოიწვიოს. იგივე ემუქრება კალიფორნიისა და სხვა კათედრებს. ამერიკელი კოლეგების მონაცემებით, როგორც მინიმუმ, ყოველი მე-8 კათოლიკე პადრე აშშ-ში პედოფილია. 2002 წელს ტელეკომპანია აბს-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ში კათოლიკეთა 71% კათოლიკე სამღვდელოების პედოფილიის პრობლემას "ეკლესიის კრიზისად" მიიჩნევს. გამოკითხულთა 36% აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კათოლიკური ეკლესიის უკმაყოფილოთა რიცხვი ერთ თვეში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ეს არის რეაქცია პადრე-პედოფილებთან დაკავშირებულ სკანდალებზე და კათოლიკური "ეკლესიის" ხელისუფალთა საქციელზე. ეს ხელისუფალნი კი ხელმძღვანელობენ ვატიკანის ინსტრუქციებით, რომლებიც მათ უკრძალავს "ქოხიდან ნაგვის გატანას".
თეოლოგიის პროფესორს, ჯოვანი ფელიჩე მაპელის, მოჰყავს გამოკვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც, კათოლიკეთა სამღვდელოების 60% სერიოზული სექსუალური პრობლემები ჰქონდა, 30% რეგულარულად არღვევდა ცელიბატის აღთქმას, მხოლოდ 10%-ს არ ჰქონდა პრობლემები და იცავდა აღთქმას. აშშ-ში კათოლიკურ უნივერსიტეტ "ნოტრ დამთან" არსებული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი სკოტ ეპელბი, რომელიც კათოლიციზმს სწავლობს, ამბობს, რომ შეწუხებულია, რადგან მღვდელთა ცალკეული სექსუალური ცოდვები შეიძლება სერიულლი გახდეს. ამერიკელმა ადვოკატმა, როდერიკ მაკ ლიშმა, რომელმაც სასამართლოზე მღვდელ პედოფილთა 180 მსხვერპლი დაიცვა, ეს აზრი კიდევ უფრო მკვეთრად გამოთქვა: " ეკლესია(კათოლიკური) არასდროს გახდება უსაფრთხო ნავსაყუდელი ბავშვებისათვის მანამდე, სანამ ძალიან სერიოზულად არ დაფიქრდება პედოფილიის მიზეზებზე".
1950-2002 წლებში 10,6 ათასმა ადამიანმა შეიტანა სარჩელი 4,3 ათასი კათოლიკე პადრეს წინააღმდეგ, რომლებიც პედოფილიაში დაადანაშაულეს. ამერიკელი ადვოკატები ასაბუთებენ, რომ რეალურად დაზარალებულთა და პედოფილ პადრეთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

როგორც გაზეთი თაიმსი იუწყება, რომში არჩიეს, რომ კათოლიკური ეკლესიის კრიზისი სუფთა ამერიკულ პრობლემად მიეჩნიათ. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ პაპმა, იოანე პავლე ჳჳ-მ პედოფილიასთან დაკავშირებით ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის კარდინალების საგანგებო კრება მოიწვია, ცხადია, რომ ვატიკანმა შეიგნო, კრიზისი არამხოლოდ ამერიკული, არამედ საყოველთაოა. პედოფილია დღევანდელ დღეს კათოლიკე სამღვდელოების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ადგილია.
აშშ-ს მსგავსი სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც. საქართველოშიც კი, აქ მყოფ მცირერიცხოვან პადრეებს შორის ზოგიერთის უზნეობის შესახებ ბევრს საუბრობენ. აღვნიშნ ერთ-ერთი მათგანის, პადრე არტურ გარბეცკის, დიდად გახმაურებულ სკანდალს:
სოფელ არალში "მოღვაწეობის" დროს იგი ბავშვებს უტარებდა კოცნის კონკურსს. გაიმარჯვებდა ის, ვინც სხვაზე მხურვალედ აკოცებდა მას. ასევე, იგი გოგო-ბოჭებს საცურაო აუზში ცურვას ასწავლიდა. ხელების ფათურზე, რომ არაფერი ვთქვათ, ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს მან აუზში თავისი საცვალი(?!) დაკარგა და ბავშვებს უთხრა, რომ თუ არ უპოვნიდნენ, 100 ლარს გადაახდევინებდა. პადრე გარბეცკის უზნეობის გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ იგი სასწრაფოდ მოასორეს სოფელ არალს.
ამ მასალის გავრცელების ძირითადი მოტივე ის არის, რომ ვატიკანი თავისი ემისრებისა და პადრეების მეშვეობით გულმოდგინედ ცდილობს თავისი მწვალებლური სწავლება საქ-ში გაავრცელოს. ამისთვის მან საქ-ში “ნეომისიონერები” მოავლინა, რომელნიც, მათი წინამორბედების მსგავსად, არ ერიდებიან აგრესიულ პროზელიტიზმს, სიცრუესა და მზაკვრობას. რათქმა უნდა, მწვალებლურ სწავლებასთან ერთად ისინი საქ-ში თავიანთ უზნეო ცხოვრების წესს, მათ შორის პედოფილიასაც გაავრცელებენ.
მათ კი ვისაც ხიბლავს გარეგნული ბრჭყვიალება ევროპეიზმისა, იქნება პაპისტ ლათინთა უზნეობამ მაინც დააფიქროს, იგრძნოს საფრთხე, რომელიც გარყვნილებით ემუქრება ჩვენს ხალხს, ვატიკანს საგანგებო ბოდიში აქვს მოსახდელი მართლმადიდებლობისათვის, რადგან ხოცავდა მათ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, სულ ახლახან, ათიოდე წლის უკან, პოლონეთში კათოლიბმა მართლმადიდებელი ბერები დახოცეს და მათი მონასტრები დაარბიეს. გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში კათოლიკე-უსტაშები ისეთი სისასტიკით ხოცავდნენ მართლმადიდებლებს, რომ ფაშისტებიც კი განცვიფრებულნი იყვნენ. უკრაინის ოკუპაციის დროს მხოლოდ როდესაც ვისმენთ სიცრუით გაჯერებულ ისტორიებს ძველ და ახალ კათოლიკ-მისიონერთა"სიკეთესა" და და განათლებულობაზე, ცივილიზაციასა და დასავლურ ღირებულებებზე... მათ განთლებაში ხომ გაცილებით მეტი სიბნელეა, ვიდრე ჩვენი რომელიმე მიყრუებული სოფლის ნებისმიერ გაუნათლებელ ადამიანში.
http://orthodoxy.ucoz.de/news/seksualuri_k_39_riminali_da_vat_39_ik_39_ani/2011-09-22-182

Комментариев нет:

Отправить комментарий