
კიდევ სხვა შემთხვევა:
ერთხელ, დილაადრიან ერეკლეს მოესმა, რომ მისი ორი მსახური ერთმანეთს ეკამათებოდა. ქართველმა მსახურმა ქურდაშვილმა თათარ მსახურს თურმე უთხრა: "შე რჯულ ძაღლო თათარო". ამის გამო, ერეკლეს ბრძანებით, ქურდაშვილს ენა ნემსით დაუჩხვლიტეს. მეფეს მსახურისათვის უთქვამს: კარგად უნდა იცოდე, რომ როგორც შენ შენი რჯული გიყვარს, ისე მაგას თავისიო. მეფეს თავისი სასახლიდან ქურდაშვილი გაუძევებია.
ხოლო თუ როგორი იყო ზრუნვა ქართველ ხალხში არსებული ზნეობრივი ტრადიციების დაცვისათვის, ამას შემდეგი მაგალითიც მეტყველებს.
მძიმე ავადობისას, მარხვაში, ერეკლეს გაუკეთეს ვარიის წვენი (შორვა), ბრინჯიც გაუკეთეს, - ექიმებმა თქვეს არგებსო. ერეკლემ სუნით იგრძნო და განრისხდა: მე რომ ხორციელს პირი დავაკარო, სხვები რას იზამენ, ქვეყანა გაირყვნებაო და მოიშორა საჭმელი.
ეს მომხდარა 1798 წლის 5 იანვარს და 11 იანვარს ერეკლე გარდაიცვალა.
ი. უთარაშვილის წიგნის "თეკლა ბაგრატიონის" (თბ., 1991წ.) მიხედვით.
http://www.georoyal.ge/?MTID=3&TID=59&id=12
Комментариев нет:
Отправить комментарий