ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 июня 2013 г.

აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგისთანებისაა ცათა სასუფეევლი.

იესუ ქრისტე და ბავშვები.
უფალ იესუ ქრისტეს თავისი ქვეყნიერი ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოების, ალალმართლობისა და გულკეთილობისათვის. ბავშვებიც გარს ეხვეოდნენ მაცხოვარს, როგორც ტკბილსა და მოსიყვარულე მამას. მაცხოვარი ბავშვებს ეალერსებოდა და ლოცავდა.

ერთხელ იესუ იჯდა და ხალხს ასწავლიდა. ამ დროს მიუყვანეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი. მოწაფეები კი ბრაზობდნენ. იესუმ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგისთანებისაა ცათა სასუფეევლი. და დაადო ხელი და დალოცა.

ბავშვებო, იყავით თქვენც მართლის მთქმელნი, კეთილნი, უბიწონი, ღვთისმოშიშნი და მაცხოვარი იქნება მუდამ თქვენი დამლოცველი და მაკურთხებელი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის"

№1. 2003წ. 21 მარტი

Комментариев нет:

Отправить комментарий