ღმერთი

ღმერთი

среда, 12 июня 2013 г.

ვატიკანში გეი-ლობი არსებობს.

 

12/06/13 12:37
რომის პაპმა ფრანცისკმა, კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომის კურიაში ე.წ. „გეი-ლობის“ არსებობა აღიარა. ამის შესახებ Agence France-Presse ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„კურიაში არსებობენ როგორც წმინდა ადამიანები, ასევე კორუმპირებული მიმდინარეობაც. კერძოდ, საუბარი გეი-ლობის არსებობის შესახებ სიმართლეა. ის ნამდვილად არსებობს. თუმცა ჩვენ ამას მივხედავთ“, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა ლათინოამერიკელ მორწმუნეებთან შეხვედრისას.

ამ მხრივ, პონტიფიკმა ირიბად დაადასტურა იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული მასალები იმის შესახებ, რომ ვატიკანელი მაღალი თანამდებობის ჰომოსექსუალისტები შანტაჟისტთა მსხვერპლნი გახდნენ. იტალიური მედიისვე ცნობით, მრავალი ეპისკოპოსი საკუთარ წარმატებას უფროს მეგობრებთან „რომანტიულ“ ურთიერთობებს უნდა უმადლოდნენ.

ოფიციალურმა ვატიკანმა Agence France-Presse-ს გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-28-48/35556-vatikanshi-gei-lobi-arsebobs.html?lang=ka-GE

Комментариев нет:

Отправить комментарий