11-06-2013
რომის პაპმა ფრანცისკმა მორიგი მესა ჩაატარა, რომელზეც სიღარიბისა და უანგარობის შესახებ იქადაგა. პაპმა აღნიშნა, რომ ეკლესია - ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც მატერიალური კეთილდღეობისკენ იღწვის. მისი აზრით, "მდიდარი ეკლესია ბერდება და მოკლებულია სასიცოცხლო ძალებს".
რომის პაპმა, მომრწმუნეებს მოუწოდა, რომ არ მიისწრაფოდნენ მატერიალური კეთილდღეობისკენ. "ეკლესია არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი ფუნქციონირების საფუძველი უანგარობის პრინციპია, რომლის დამახასიათებელ ნიშანს სიღარიბე წარმოადგენს" - განაცხადა მან მესის დროს.
პაპმა ასევე აღნიშნა, რომ "წმინდა პეტრეს არ ჰქონდა საბანკო ანგარიში... როდესაც მას ფული სჭირდებოდა, გადასახადების გადასახდელად, უფალი მას ზღვისკენ უშვებდა, რათა თევზი დაეჭირა და საჭირო ფული მიეღო".
ცნობილია, რომ ახლადარჩეულმა პაპმა უარი თქვა პაპის მდიდრულ აპარტამენტებზე ვატიკანში დასასტუმროს პატარა ნომერში გადავიდა საცხოვრებლად სანტა-მარტაში. საკუთარ ყოველდღიურ ტრაპეზს პონტიფიკოსი სახლის დანარჩენ მაცხოვრებლებთან ერთად მართავს. "მე მომწონს მეზობლებთან ერთად ცხოვრება, ჩემთვის ეს ფსიქოლოგიური კომფორტის საკითხია". ფრანცისკი ბოლო 100 წლის განმავლობაში ერთადერთი პაპია, რომელმაც უარი თქვა პაპის აპარტამენტებზე, შავი ლიმუზინით მგზავრობაზე და ტრადიციული პაპის ტახტი ჩვეულებრივი სავარძლით შეცვალა.

Комментариев нет:
Отправить комментарий