თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie ინგლ. Freemasonry)
სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს.ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.
(თავისუფალი ქვისმთლელების სიმბოლო.)
ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.
მასონები და კათოლიკური ეკლესია
მასონურ ორგანიზაციებთან დიდი ხანია უარყოფითი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიას, რომის პაპის, ბენედიქტე XVI–ის განცხადებით: „მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვის“. გერნოტ რიბენშტაინის, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის (მასონობის ქრისტიანული მიმდინარეობა) წევრის განცხადებით: „კათოლიკური ეკლესიის ასეთი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვამბობთ: ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა ღმერთის ძეა და ყველა ადამიანი ღვთის წიაღში დაბრუნდება და ზეცაში მოხვდება. კათოლიკური ეკლესია ამბობს სიტყვასიტყვით, რომ ღმერთთან მიგიყვანს მხოლოდ წმინდა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ძალაუფლებაზე ეკლესიის პრეტენზიაა — მხოლოდ მას აქვს უფლება ღმერთთან ადამიანის მიყვანისა და ამიტომ მიგვიჩნევს ის ჩვენ კონკურენტად. ჩვენ არ ვართ ეკლესიის კონკურენტები! ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს თავისი რწმენა. ყოველი ადამიანი, ფერადკანიანი თუ ინდიელი, მდიდარი თუ ღარიბი, პროფესორი თუ დამხმარე მუშა, დიდი თუ პატარა, ყველა ღვთის შვილია და ეს კათოლიკურ ეკლესიას არ მოსწონს და ამიტომაც არ მოსწონს თავისუფალი მასონობა“.
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობა მასონების ლეგენდარულ წინაპრებთან — ტამპლიერებთან დაიწყო ჯერ კიდევ მასონური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, ძირითად ბრძოლას მათ წინააღმდეგ აწარმოებდა იეზუიტთა ორდენი. 1738 წელს რომის პაპმა კლიმენტი მეთორმეტემ გამოსცა ინტერდიქტი მასონების წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა მასონების ეკლესიიდან ავტომატურად გარიცხვას.
ფრანგული მასონური ლოჟები გამოირჩეოდნენ თავიანთი ანტირელიგიური მიმართულებით. მათ ჰქონდათ გადამწყვეტი გავლენა საფრანგეთის რევოლუციის იდეაზე. გადატრიალების შემდეგ კი მმართველ ორგანოებში მასონთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. რევოლუციის პერიოდში გატარდა მასობრივი ანტისაეკლესიო რეფორმა („დექრისტიანიზაცია“). ასევე მასობრივი რეპრესიები სამღვდელოების წინააღმდეგ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თავად რეპრესიებში მასონებს მნიშვნელოვანი როლი აღარ უთამაშიათ.
ლეონ XIII–მ ენციკლოპედიაში Humanum Genus (1884 წლის 20 აპრილი) გააკრიტიკა მასონობა. კანონიკური სამართლის კოდექსში 1917 წელს იყო განცხადება, რომ მასონურ მოძრაობაში გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა ეკლესიიდან გარიცხვას. 1983–ში მიიღეს ახალი კოდექსი, სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც დაბადა შთაბეჭდილება, რომ კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შესუსტდა, მაგრამ რწმენის დოქტრინის კონგრეგაციაში იმავე 1983 წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის.
მასონები და პროტესტანტული ეკლესიები
პროტესტანტულ ეკლესიას ამ მოძრაობასთან შედარებით მშვიდი დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად ბრიტანეთის მონარქი ითვლება, ამავე დროს, როგორც წესი, გაერთიანებული დიდი ინგლისური ლოჟის დიდ მაგისტრად ინიშნება სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. ანგლიკანური ეკლესიის ბევრი ეპისკოპოსი მასონი იყო. რთული სისტემაა შვედეთში, სადაც მეფე მეთაურობს ეკლესიას და ამავე დროს მეურვეობს შვედეთის მასონურ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანულ ლოჟად ითვლება.
შვედეთის ეკლესია მთელ პროტესტანტულ სამყაროში ერთ–ერთ ყველაზე ლიბერალურ დაწესებულებად ითვლება, რადგან მასში მიღებულია ლესბოსელების და გეების „ქორწინება“ და „მღვდლობა“, რაც უკვე წარმოადგენს ქრისტიანობის წინააღმდეგ წასვლას, არათუ მასონების მხარდაჭერა.
ამასთანავე, მასონთა უმეტეს მიმდინარეობებში გაერთიანება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით აკრძალული არაა, ამ ბოლო დროს დაუშვეს ქალთა გაწევრიანებაც. არსებობენ მასონებში გაწევრიანებული მთელი სექტები, მაგალითად 1842 წელს მორმონები ჯოზეფ სმიტის მეთაურობით გაერთიანდნენ მასონებში და გაითავისეს მათი არაერთი ტრადიცია და წეს–ჩვეულება.
ზოგიერთმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ, როგორიცაა მაგალითად „მეთოდისტური ეკლესია“, აუკრძალა მის წევრებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ისევე როგორც „სამხრეთის ბაპტისტურმა კონვენციამ“, ყველაზე მსხვილმა ბაპტისტურმა ორგანიზაციამ აშშ–ში, განაცხადა რა, რომ მასონიზმში მონაწილეობის მიღება შეუთავსებელი იყო სარწმუნოებასთან.
მასონები და მართლმადიდებელი ეკლესია
ს.ვ. ბულგაკოვის წიგნში, რომელიც გამოიცა 1913 წელს, ხოლო ხელახლა გამოიცა 1993 წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ, ნათქვამია: „მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით ქრისტიანობის განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების. ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას. აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და რევოლუციებს.“
1932 წელს რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მასონობა ანათემას გადასცა. ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მასონებთან მიმართებაში თავის პოზიციას არ გამოხატავს.
მეორე მხრივ, მკრთალად ჩანს ახალ აღთქმასთან დამოკიდებულება მასონური იდეოლოგიისა, რომლის დიდ გავლენას განიცდის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა: საყოველთაო პოლიტიკური და რელიგიური ერთობა, ძმობა და თავისუფლება, გლობალიზაცია და ლიბერალიზმი. არაერთი სხვადასხვა ეროვნების მკვლევარის მიერ გამოცემულ წიგნში ნათქვამია, რომ მასონთა გავრცელება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენა მიმართულია მსოფლიო ძალაუფლების მოპოვებისკენ.
„საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟის“ დიდი მაგისტრის, ფრანსუა სტიფანის მიერ „France 5-ისთვის“ ამ თემაზე მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება. გადაცემის ავტორი შეეხო ასევე მექრთამეობაში შემჩნეულ მასონ პოლიტიკოსებსაც. სტიფანის თქმით: „როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევს, არ სჯიან მთელ ეკლესიას, ასევე არ შეიძლება, კონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ“.
მასონები და ისლამური სამყარო
მუსულმანური კრიტიკა მასონებთან მიმართებაში ძალიან იშვიათია, თუმცა იგი არანაკლები აკრძალვებით გამოირჩევა. მაგალითად, 1978 წლის 15 ივლისს ფატვა[7] წარმოთქვა ეგვიპტეში კაიროს ელ–აზაარის უნივერსიტეტის მაჰმადიანმა თანამშრომელმა, რაც ფორმალურად უკრძალავს მუსულმანებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში ისლამური ქვეყნები, როგორებიც არიან მაროკო, ლიბანი და თურქეთი არ არიან გაერთიანებული ამ ფატვაში თავიანთი კანონმდებლობიდან გამომდინარე. მუსულმანების წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილადაა დაყრდნობილი ანტისემიტიზმზე და ანტისიონიზმზე, ასევე უკავშირებენ მასონურ მოძრაობას დაჯალსაც (ეშმაკის მაჰმადიანური სახელი).
ზოგიერთი მუსლიმი ანტიმასონი ამტკიცებს, რომ მასონები ანხორციელებენ ებრაელთა მიზნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მათ ერთ–ერთ მისწრაფებას წარმოადგენს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა დღევანდელი ალ–აქსას მეჩეთის ადგილას (სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე მუსულმანებმა შემდეგ სწორედ ეს მეჩეთი ააგეს).
ბევრი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაშიც მუსულმანთა რიცხვი მაღალია, კრძალავს მასონურ დაწესებულებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.
მსოფლიო პოლიტიკა
დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, თუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით არსებობდნენ და არსებობენ ახლაც საიდუმლო მასონური ორგანიზაციები ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც მათი გავრცელებისთვის არასათანადო გარემო–პირობებია. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ისინი დარეგისტრირებულები არიან, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.
(ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების სასახლე, ლონდონი)
მასონებთან დაკავშირებული სკანდალები
უილიამ მორგანის საქმე .
1826 წელს უილიამ მორგანი გაუჩინარდა ბატავიიდან, ნიუ იორკი, მას შემდეგ, რაც დაიმუქრა თავისუფალ მასონთა საიდუმლოებების გამომჟღავნებით, ამას ზოგიერთი მასონების ნამოქმედრად მიიჩნევს. ზუსტად რა მოხდა, დღემდე უცნობია. მორგანის გაუჩინარებამ და მისადმი განხორციელებულმა სასჯელმა გამოიწვია პროტესტთა სერია თავისუფალი მასონების წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნიუ იორკსა და მიმდებარე შტატებში.
თარლოუ ვიდის მეთაურობით ანტიმასონური და ენდრიუ ჯექსონის საწინააღმდეგო (ჯექსონი მასონი იყო) მოძრაობა გადაიქცა ანტიმასონურ პარტიად და კენჭიც იყარა პრეზიდენტობისთვის 1828 წელს ისეთი სახელგანთქმული პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებისას, როგორიც იყო უილიამ ჰ. სევარდი. მათ ჰქონდათ ისეთივე გავლენა, როგორიც ჯექსონის სხვა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჯონ ქუინსი ადამსს, რომელიც გმობდა მასონებს. 1847 წელს ადამსმა დაწერა ფართოდ გაყიდული წიგნი სახელწოდებით „წერილები მასონურ ინსტიტუციაზე“, სადაც მასონები მკაცრად იყვნენ გაკრიტიკებულნი. 1832 წელს პარტიამ წარადგინა უილიამ უირთი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს მეტწილად ირონია უფრო იყო, რადგან რეალურად უირთი იყო მასონი და ხშირად გამოსულა კიდეც სიტყვით ანტიმასონური ორგანიზაციებისაგან თავისი დაწესებულების დასაცავად. პარტიამ არჩევნებში მხოლოდ შვიდი ხმა მიიღო. სამი წლის შემდეგ პარტია დაიშალა.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ
„მინიმალური მოთხოვნებია“
კანდიდატი უნდა იყოს
1. 21 წლის მაინც
2. არ იყოს ნასამართლევი
3. არ გააჩნდეს ვალები
4. იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
5.
6. სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის
7. მამაკაცი
8. გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
9. გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება
10. იყოს ჯენტლმენი
ტექნიკურად საჭიროა მას რეკომენდაცია გაუწიოს საძმოს ერთმა წევრმა მაინც, თუ იგი არავის იცნობს მაშინ შეუძლია მიმართოს ლოჟის მდივანს ოფიციალური წერილით, მას გაესაბუბრება რამდენიმე ძმა და შემდგომ შესაძლოა ლოჟის სხვა წევრებიც.
მას შემდგომ რაც კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, მის შესახებ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, თუ ერთი ლოჟის წევრი მაინც ჩააგდებს ფარული კენჭისყრის დროს შავ ქვას ტომარაში, კანდიდატი ლოჟის წევრი ვეღარ გახდება.
კენჭისყრის შემდგომ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კანდიდატს უკავშირდება მენტორი და უკვე მასთან ერთად აგვარებს გარკვეულ ტექნიკურ ნიუანსებს.
მასონების წარმოშობა
(ტავერნა „Goose and Gridiron“
ლონდონში
, სადაც დაარსდა პირველი
დიდი მასონური ლოჟა)
მასონური მოძრაობის ზუსტი წარმომავლობა და მათი თავდაპირველი სახე დღემდე დავის საგნად რჩება, ამის ერთ–ერთ მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში მასონობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ყველა სავარაუდო საწყისს დაშორდა იდეოლოგიურად, ან სულაც არ გააჩნდა ისინი. პოემა „რეგიუს მანუსკრიპტი“ არის უძველესი მასონური ტექსტი, რომელიც თარიღდება 1390 წლით. ძირითადად მთელი მასონური ისტორია გაყოფილია ორ პერიოდად: 1717 წელს ინგლისის დიდი ლოჟის ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ. მტკიცდება მასონური ლოჟის არსებობა მეთექვსმეტე საუკუნეშიც , მაგალითად, კივლინინგის ლოჟა 1500–იანი წლების დასაწყისში, ამ ლოჟას 1599 წლიდან ერქვა „ye warden of ye lug of Kilwynning“. არის სანდო და ნათელი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის შუახანებში ინგლისში ლოჟების არსებობის შესახებ. შეიძლება შეხვდეთ წყაროებს, სადაც პირველ მასონურ ლოჟად მოხსენიებულია რომელიმე სხვა მასონური გაერთიანება, რაც ძირითადად გამოწვეულია ცალკეულ მკვლევართა სუბიექტური შეხედულებებით, რადგან ეს ორგანიზაციები ახლაც კი ბევრ საკითხს არ ამხელენ, რაც ართულებს მისი ახლანდელი თუ ადრინდელი სტრუქტურის კვლევას, შესაბამისად იმ ორგანიზაციების გამოვლენას, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ აღნიშნულ სტრუქტურასთან.
1717 წლის 24 ივნისს ოთხი ლონდონური ლოჟა შეიკრიბა ლონდონში, ტავერნა „Goose and Gridiron–ში“ და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი ლოჟა. ეს გაერთიანება მალე გადაიქცა „მარეგულირებელ ორგანოდ“, რომელსაც შეუერთდა ინგლისური ლოჟების უმეტესობა, ამის მიუხედავად ინგლისის დიდი ლოჟის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას რამდენიმე ლოჟა აღშფოთებით შეხვდა და 1751 წლის 17 ივლისს ჩამოაყალიბა ცალკე „Antient Grand Lodge of England“. 1813 წლის 25 ნოემბერს ეს ორი მიმდინარეობა ისევ გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟა (UGLE). ირლანდიის დიდი ლოჟა და შოტლანდიის დიდი ლოჟა დაარსდა 1725 და 1736 წელს შესაბამისად. თავისუფალი მასონობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში ინგლისის ორივე მასონური მიმდინარეობის მიერ.
ამერიკის რევოლუციის შემდეგ აშშ–ს დიდი ლოჟები დამოუკიდებლად არსდებიან უკვე თითოეულ შტატში. ზოგიერთი წამოწყებით სურდათ შეექმნათ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ლოჟა, რომლის მეთაურიც იქნებოდა ჯორჯ ვაშინგტონი, როგორც პირველი დიდი ოსტატი (თვითონ იყო ვირჯინიის ლოჟის წევრი), მაგრამ იდეას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, რადგან ზოგიერთი შტატის ლოჟამ არ მოინდომა თავისი თვითმმართველობის შეზღუდვა გაერთიანების ხარჯზე.
უძველესი იურისდიქცია კონტინენტურ ევროპაზე, „საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი“ (GOdF), დაარსდა 1728 წელს, მაგრამ ინგლისურენოვანი ლოჟების იმეტესობამ შეწყვიტა მასთან ფორმალური ურთიერთობა 1877 წლისთვის, როდესაც „GOdF–მ“ მოუხსნა ერთი ღვთაებისადმი რწმენის მოთხოვნა თავის წევრებს და დაუშვა ათეისტების მიღება. „საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟა“ (GLNF) არის მხოლოდ ფრანგული დიდი ლოჟა, რომელსაც აქვს რეგულარული მეგობრული ურთიერთობა „UGLE–სთან“ და მსოფლიოს არაერთ სხვა იურისდიქციასთან.
დღესდღეობით მასონური სამყარო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, პირველი ესენია: „GOdF“ და მისი მომხრე ლოჟები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მეორე — „UGLE“ და მისი მიმდევრები.
მასონთა ისტორია საქართველოში
საქართველოში მასონობა შემოვიდა მე-19 საუკუნეში, თუმცა აქტიურად ვერ განვითარდა, ვინაიდან მასონური ლოჟების წევრების უმეტესობა მიემგზავრებოდა შემდგომ პეტერბურგში ან რუსეთის სხვა გუბერნიებში და იქ აგრძელებდა თავისი ძირითადი საქმიანობის, პარალელურად — მასონურ განვითარებას, თუმცა თბილისში და შემდგომ პარიზში ემეგრაციაში, რამდენიმე ლოჟა მაინც არსებობდა. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ქართველი მასონები იყვნენ მ. ბარათაშვილი, გეგეჭკორი, ჩხეიძე, თბილისის მერი ხატისოვი, აგრეთვე სხვა გამოჩენილი ქართველებიც, თუმცა ამაზე სპეციალური გამოშვება მომზადდება. ემიგრაციაში მინიმუმ 2 ლოჟა არსებობდა — „ოქროს საწმისი“ და „პრომეთე“. საქართველოში ლოჟები არსებობდა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში,
დღეს საქართველოში ოფიციალური და რეგულარული ლოჟა არ არსებობს.
„ყოვლისმხედველი თვალი“ ბანკნოტებზე
(„ყოვლისმხედველი თვალი“ უკრაინულ 500 გრივნაზე)
„ყოვლისმხედველი თვალი“ გამოსახულია რამდენიმე ქვეყნის ფულის ბანკნოტზე. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, უშუალო კავშირი მასონობასთან ამ სურათებს არ გააჩნიათ. 1 აშშ დოლარის მეორე მხარეს 1935 წლიდან განთავსებულია აშშ–ის დიდი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია პირამიდა თვალით. ცვლილების ინიციატორები იყვნენ ჰ. უოლესი და ფ.რუზველტი,(თუმცა ერთ–ერთ მასონურ საიტზე იგი ამ მოძრაობის წევრადაა დასახელებული) დიზაინერი იყო — ედვარდ უიქსი, აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს ფულადი ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების ბიუროს გრავირების განყოფილების ხელმძღვანელი. მხატვარი ნიკოლაი რერიქსი, რომელსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით კუპიურის სურათის იდეას მიაწერს, არანაირად არაა დაკავშირებული აღნიშნულთან. „ყოვლისმხედველი თვალი“ გამოსახულია ასევე ნიკარაგუის კუპიურაზე (1 კორდობა), სადაც ის რესპუბლიკის გერბის ერთ–ერთი დეტალია. უკრაინულ ბანკნოტზე ნომინალით 500 გრივნა „ყოვლისმხედველი თვალი“ „პითაგორას სამკუთხედზე“ შექმნილი სურათის ნაწილია, ავტ. გრიგორი სკავოროდი — უკრაინელი ფილოსოფოსი და პოეტი.
მასონთა შეთქმულება
შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც არსებობს კავშირი მასონთა საიდუმლო საზოგადოებებსა და მათ გავლენას შორის ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე. (სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, გავლენიანი და ცნობილი ხალხის მკვლელობები და ა.შ.) მასონური შეთქმულების რწმენა დაფუძნებულია იმაზე, რომ ისტორიაში არაერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, გავლენიანი და ცნობილი პიროვნებები აღიარებდნენ ამას ან აშკარავდებოდნენ, როგორც მასონურ ლოჟებში მოღვაწეები. ითვლება, რომ მათი საშუალებით მასონები ახდენდნენ თავიანთ გავლენას სახელმწიფოთა განვითარებაზე და ისტორიული მოვლენების მსვლელობაზე. ყველაზე ხშირად მასონური შეთქმულების თეორია გამოიყენება საზოგადოების კონსერვატიული, ტრადიციის დამცველი და რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობების წარმომადგენელთა მიერ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალათა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ რეალურ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, თეორიის სრული ჭეშმარიტების საკითხი დღემდე სადაოდ რჩება, რადგან არ გააჩნია საკმარისი დოკუმენტური მტკიცებულებები.
შეთქმულების თეორიის მომხრეთა მტკიცებულებები
ერთ–ერთი მტკიცებულება მასონური შეთქმულების თეორიის მხარდამჭერთათვის არის აშშ დოლარის უკანა მხარეს მარცხნივ გამოსახული ერთ–ერთი მასონური სიმბოლო — ცამეტსაფეხურიანი პირამიდა, რომელიც მიუთითებს თავისუფალ მასონებზე, როგორც ახალი სოლომონის ეკლესიის ქვისმთლელ–მშენებლებზე, ბოლოვდება „სამყაროს დიდი არქიტექტორის“ ე.წ. „ყოვლისმხედველი თვალით“ და ორი ფრაზით ლათინურ ენაზე — Annuit coeptis (დალოცოს (ღმერთმა) ჩვენი ძალისხმევა) და Novus ordo seclorum (ახალი საუკუნის წესრიგი) აღებული ვერგილიუსის ნაწარმოებიდან.
(პირამიდა და თვალი — მასონური სიმბოლოები 1აშშ დოლარი)
გაყოფილი პირამიდა შედგენილია ცამეტი აგურის რიგისგან, სადაც ყოველი აგური აღნიშნავს ცალკეულ ხალხებს ან სახელმწიფოებს თავისი მონეტით, სიმბოლურად გამოხატავს კაცობრიობის არასრულობას ყოვლისშემძლე „მწვერვალის“ გარეშე. ყოვლისშემძლე „მწვერვალის“ სიმბოლო — სამკუთხედში თვალი „სამყაროს დიდი არქიტექტორისა“ — გადახურულია ლათინური წარწერით: „Annuit Coeptis“, რომელიც არაორაზროვნად აღნიშნავს, რომ „რჩეულს“ მინიჭებული აქვს სამყაროს მართვის პრივილეგია. ამაზე მიანიშნებს ასევე წარწერა ქვემოთ „დიდი ბეჭედი“ (ინგლ. The Great Seal), რაც გამოხატავს სიმდიდრის და ქონების დასაკუთრებას და შრომის ენერგიის და სამსახურის დაქვემდებარებას „ბეჭდის“ მფლობელისთვის. პირამიდის აღწერილ მნიშვნელობას ამტკიცებს ასევე წარწერა: „Novus Ordo Seclorum“ (ახალი საუკუნის წესრიგი). ამას გარდა, თუ პირამიდას წარმოვიდგენთ სამკუთხედად და გადავახატავთ კიდევ ერთს, ისე, რომ გამოვიდეს დავითის ვარსკვლავი, მაშინ ვარსკვლავის ექვსი წვეტი მიანიშნებს ასოებზე: „A“, „S“, „N“, „O“, „M“; რომელთაგანაც შედგება სიტყვა MASON.
კუპიურის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია: არწივი, მის მკერდზე ფარი ცამეტი ზოლით, აკაციის ტოტი ცამეტი ფოთლით და ცამეტი კვირტით — უჭირავს მარჯვენა ფეხით და ცამეტი ისარი — უჭირავს მარცხენა ფეხით. [[ფაილი:US-GreatSeal-Obverse.svg|thumb|right|აშშ-ის სახელმწიფო გერბის გამოსახულება აშშ–ს დიდ ბეჭედზე კონსპიროლოგების აზრით — აკაცია, რომელიც წარმოადგენს წმინდა ხეს მასონებისთვის, სიმბოლურად გამოხატავს გასაღებს მისი ლეგენდარული დამაარსებლის, ხირამის საფლავის გასახსნელად, მასონთა ტრადიციისა და ორგანიზაციის ძალას, საიდუმლო ცოდნის ფლობას და მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობას ან უკვდავებას. ისრები არწივის მარცხენა ფეხში აღნიშნავს ცოდნასა და ძალას, მიმართულს იმისათვის, რათა დაამშვიდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოკლას კიდეც მტრები, ამიტომ ყოველ ისარს აქვს განსხვავებული სიგრძე და ემუქრება დამონებული კაცობრიობის პირამიდის შემადგენელი ცამეტი იარუსიდან ერთ–ერთს.
„E Pluribus Unum“ („სიმრავლიდან — ერთი“) სამყაროს წარმოშობის მასონური დოქტრინის თანახმად, რომელიც გარკვეულწილად გადმოღებულია ძველი მატერიალისტური სწავლებებიდან, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ „ერთი“, რომელიც დაიშალა და მას შემდეგ განაწილებულია „მრავალ“ განსხვავებულ არსებაში, საგანში და მოვლენაში, ფორმებში და სახელებში, სახეობებსა და კატეგორიებში. კონსპიროლოგთა მიხედვით მასონთა იდეალური მიზანია — განადგურდეს „სიმრავლე“, მოისპოს მრავალფეროვანი სიმდიდრე ადამიანებში, კულტურა და ტრადიცია; ეს ყველაფერი — განახლებული „ერთის“ აღსადგენად. ამიტომაც არწივს უჭირავს ლენტი ცამეტი ასოთი შესრულებული ლათინური წარწერით: „E Pluribus Unum“ („სიმრავლიდან — ერთი“). თუმცა თუ ამ ფრაზას გადავთარგმნით, როგორც: „მრავალფეროვნებაშია ერთიანობა“, მაშინ ის უფრო გასაგები ხდება, როგორც მოწოდება გაერთიანებისკენ ახალი ამერიკული საზოგადოების ასაშენებლად.
ცამეტის ვიწრო გაგებით ეს ენერგიის განვითარების და ადამიანის ცვლილების დონეთა რიცხვია. უფრო ფართო გაგებით იგი წარმოადგენს სამყაროს არასრულობის სიმბოლოს და მოთხოვნილებას განმასრულებელი „მწვერვალისა“, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით თუ შეძლებს მიაღწიოს სრულყოფილებას და გაექცეს საფრთხეს. არწივის თავზე ბრწყინავს დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც თავის მხრივ შედგება ცამეტი მასონური ხუთქიმიანი ვარსკვლავისგან და სიმბოლურად გამოხატავს შემორიგებას „წინააღმდეგობების“, შემორიგებას „ცისა“ და „მიწის“. აქ ის განასახიერებს სიმდიდრის, ადამიანური განსხვავებულობის და შესაბამისი ფასეულობების განადგურების იდეალს, თუმცა ამ რიცხვის გამოყენება აშშ–ს დროშაშიც და გერბშიც ოფიციალურად უკავშირდება შტატების თავდაპირველ რაოდენობას, დროშაში თავიდან ვარსკვლავებიც და ზოლებიც ცამეტი იყო, მაგრამ შტატების რაოდენობის 50–მდე გაზრდასთან ერთად ვარსკვლავების რაოდენობა 50 გახდა, ხოლო ზოლები თავდაპირველი სახით დარჩა.
მასონთა შეთქმულების მიზნები
თეორიის მომხრეთა მიხედვით, მასონთა ზოგადი მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება მთელ მსოფლიოში ერთი მიმოქცევის საშუალებითა და ხალხებს შორის განსხვავების წაშლით
მეთოდები
მასონთა შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასონთა გავლენა გავრცელდება საქველმოქმედო, მშვიდობის დამცველი, სამართალდამცავი და სხვა ორგანიზაციების საშუალებით. ყველაზე გავრცელებულ მაგალითად ითვლება ჯორჯ სოროსის ფონდი „კულტურული ინიციატივა“, რომელსაც უკავშირებენ თავისუფალ მასონებს. სოროსს აკისრებენ ასევე პასუხისმგებლობას მრავალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაქინაციაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ვარდების რევოლუციასაც საქართველოში.
http://ka.wikipedia.org/wiki/თავისუფალი_მასონები
სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს.ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.
(თავისუფალი ქვისმთლელების სიმბოლო.)
(ეროვნული მასონური მემორიალი, ჯორჯ ვაშინგტონის ბაღი)
თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.
მასონები და კათოლიკური ეკლესია
მასონურ ორგანიზაციებთან დიდი ხანია უარყოფითი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიას, რომის პაპის, ბენედიქტე XVI–ის განცხადებით: „მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვის“. გერნოტ რიბენშტაინის, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის (მასონობის ქრისტიანული მიმდინარეობა) წევრის განცხადებით: „კათოლიკური ეკლესიის ასეთი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვამბობთ: ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა ღმერთის ძეა და ყველა ადამიანი ღვთის წიაღში დაბრუნდება და ზეცაში მოხვდება. კათოლიკური ეკლესია ამბობს სიტყვასიტყვით, რომ ღმერთთან მიგიყვანს მხოლოდ წმინდა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ძალაუფლებაზე ეკლესიის პრეტენზიაა — მხოლოდ მას აქვს უფლება ღმერთთან ადამიანის მიყვანისა და ამიტომ მიგვიჩნევს ის ჩვენ კონკურენტად. ჩვენ არ ვართ ეკლესიის კონკურენტები! ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს თავისი რწმენა. ყოველი ადამიანი, ფერადკანიანი თუ ინდიელი, მდიდარი თუ ღარიბი, პროფესორი თუ დამხმარე მუშა, დიდი თუ პატარა, ყველა ღვთის შვილია და ეს კათოლიკურ ეკლესიას არ მოსწონს და ამიტომაც არ მოსწონს თავისუფალი მასონობა“.
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობა მასონების ლეგენდარულ წინაპრებთან — ტამპლიერებთან დაიწყო ჯერ კიდევ მასონური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, ძირითად ბრძოლას მათ წინააღმდეგ აწარმოებდა იეზუიტთა ორდენი. 1738 წელს რომის პაპმა კლიმენტი მეთორმეტემ გამოსცა ინტერდიქტი მასონების წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა მასონების ეკლესიიდან ავტომატურად გარიცხვას.
ფრანგული მასონური ლოჟები გამოირჩეოდნენ თავიანთი ანტირელიგიური მიმართულებით. მათ ჰქონდათ გადამწყვეტი გავლენა საფრანგეთის რევოლუციის იდეაზე. გადატრიალების შემდეგ კი მმართველ ორგანოებში მასონთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. რევოლუციის პერიოდში გატარდა მასობრივი ანტისაეკლესიო რეფორმა („დექრისტიანიზაცია“). ასევე მასობრივი რეპრესიები სამღვდელოების წინააღმდეგ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თავად რეპრესიებში მასონებს მნიშვნელოვანი როლი აღარ უთამაშიათ.
ლეონ XIII–მ ენციკლოპედიაში Humanum Genus (1884 წლის 20 აპრილი) გააკრიტიკა მასონობა. კანონიკური სამართლის კოდექსში 1917 წელს იყო განცხადება, რომ მასონურ მოძრაობაში გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა ეკლესიიდან გარიცხვას. 1983–ში მიიღეს ახალი კოდექსი, სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც დაბადა შთაბეჭდილება, რომ კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შესუსტდა, მაგრამ რწმენის დოქტრინის კონგრეგაციაში იმავე 1983 წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის.
მასონები და პროტესტანტული ეკლესიები
პროტესტანტულ ეკლესიას ამ მოძრაობასთან შედარებით მშვიდი დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად ბრიტანეთის მონარქი ითვლება, ამავე დროს, როგორც წესი, გაერთიანებული დიდი ინგლისური ლოჟის დიდ მაგისტრად ინიშნება სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. ანგლიკანური ეკლესიის ბევრი ეპისკოპოსი მასონი იყო. რთული სისტემაა შვედეთში, სადაც მეფე მეთაურობს ეკლესიას და ამავე დროს მეურვეობს შვედეთის მასონურ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანულ ლოჟად ითვლება.
შვედეთის ეკლესია მთელ პროტესტანტულ სამყაროში ერთ–ერთ ყველაზე ლიბერალურ დაწესებულებად ითვლება, რადგან მასში მიღებულია ლესბოსელების და გეების „ქორწინება“ და „მღვდლობა“, რაც უკვე წარმოადგენს ქრისტიანობის წინააღმდეგ წასვლას, არათუ მასონების მხარდაჭერა.
ამასთანავე, მასონთა უმეტეს მიმდინარეობებში გაერთიანება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით აკრძალული არაა, ამ ბოლო დროს დაუშვეს ქალთა გაწევრიანებაც. არსებობენ მასონებში გაწევრიანებული მთელი სექტები, მაგალითად 1842 წელს მორმონები ჯოზეფ სმიტის მეთაურობით გაერთიანდნენ მასონებში და გაითავისეს მათი არაერთი ტრადიცია და წეს–ჩვეულება.
ზოგიერთმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ, როგორიცაა მაგალითად „მეთოდისტური ეკლესია“, აუკრძალა მის წევრებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ისევე როგორც „სამხრეთის ბაპტისტურმა კონვენციამ“, ყველაზე მსხვილმა ბაპტისტურმა ორგანიზაციამ აშშ–ში, განაცხადა რა, რომ მასონიზმში მონაწილეობის მიღება შეუთავსებელი იყო სარწმუნოებასთან.
მასონები და მართლმადიდებელი ეკლესია
ს.ვ. ბულგაკოვის წიგნში, რომელიც გამოიცა 1913 წელს, ხოლო ხელახლა გამოიცა 1993 წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ, ნათქვამია: „მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით ქრისტიანობის განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების. ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას. აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და რევოლუციებს.“
1932 წელს რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მასონობა ანათემას გადასცა. ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მასონებთან მიმართებაში თავის პოზიციას არ გამოხატავს.
მეორე მხრივ, მკრთალად ჩანს ახალ აღთქმასთან დამოკიდებულება მასონური იდეოლოგიისა, რომლის დიდ გავლენას განიცდის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა: საყოველთაო პოლიტიკური და რელიგიური ერთობა, ძმობა და თავისუფლება, გლობალიზაცია და ლიბერალიზმი. არაერთი სხვადასხვა ეროვნების მკვლევარის მიერ გამოცემულ წიგნში ნათქვამია, რომ მასონთა გავრცელება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენა მიმართულია მსოფლიო ძალაუფლების მოპოვებისკენ.
„საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟის“ დიდი მაგისტრის, ფრანსუა სტიფანის მიერ „France 5-ისთვის“ ამ თემაზე მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება. გადაცემის ავტორი შეეხო ასევე მექრთამეობაში შემჩნეულ მასონ პოლიტიკოსებსაც. სტიფანის თქმით: „როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევს, არ სჯიან მთელ ეკლესიას, ასევე არ შეიძლება, კონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ“.
მასონები და ისლამური სამყარო
მუსულმანური კრიტიკა მასონებთან მიმართებაში ძალიან იშვიათია, თუმცა იგი არანაკლები აკრძალვებით გამოირჩევა. მაგალითად, 1978 წლის 15 ივლისს ფატვა[7] წარმოთქვა ეგვიპტეში კაიროს ელ–აზაარის უნივერსიტეტის მაჰმადიანმა თანამშრომელმა, რაც ფორმალურად უკრძალავს მუსულმანებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში ისლამური ქვეყნები, როგორებიც არიან მაროკო, ლიბანი და თურქეთი არ არიან გაერთიანებული ამ ფატვაში თავიანთი კანონმდებლობიდან გამომდინარე. მუსულმანების წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილადაა დაყრდნობილი ანტისემიტიზმზე და ანტისიონიზმზე, ასევე უკავშირებენ მასონურ მოძრაობას დაჯალსაც (ეშმაკის მაჰმადიანური სახელი).
ზოგიერთი მუსლიმი ანტიმასონი ამტკიცებს, რომ მასონები ანხორციელებენ ებრაელთა მიზნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მათ ერთ–ერთ მისწრაფებას წარმოადგენს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა დღევანდელი ალ–აქსას მეჩეთის ადგილას (სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე მუსულმანებმა შემდეგ სწორედ ეს მეჩეთი ააგეს).
ბევრი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაშიც მუსულმანთა რიცხვი მაღალია, კრძალავს მასონურ დაწესებულებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.
მსოფლიო პოლიტიკა
დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, თუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით არსებობდნენ და არსებობენ ახლაც საიდუმლო მასონური ორგანიზაციები ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც მათი გავრცელებისთვის არასათანადო გარემო–პირობებია. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ისინი დარეგისტრირებულები არიან, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.
(ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების სასახლე, ლონდონი)
მასონებთან დაკავშირებული სკანდალები
უილიამ მორგანის საქმე .
1826 წელს უილიამ მორგანი გაუჩინარდა ბატავიიდან, ნიუ იორკი, მას შემდეგ, რაც დაიმუქრა თავისუფალ მასონთა საიდუმლოებების გამომჟღავნებით, ამას ზოგიერთი მასონების ნამოქმედრად მიიჩნევს. ზუსტად რა მოხდა, დღემდე უცნობია. მორგანის გაუჩინარებამ და მისადმი განხორციელებულმა სასჯელმა გამოიწვია პროტესტთა სერია თავისუფალი მასონების წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნიუ იორკსა და მიმდებარე შტატებში.
თარლოუ ვიდის მეთაურობით ანტიმასონური და ენდრიუ ჯექსონის საწინააღმდეგო (ჯექსონი მასონი იყო) მოძრაობა გადაიქცა ანტიმასონურ პარტიად და კენჭიც იყარა პრეზიდენტობისთვის 1828 წელს ისეთი სახელგანთქმული პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებისას, როგორიც იყო უილიამ ჰ. სევარდი. მათ ჰქონდათ ისეთივე გავლენა, როგორიც ჯექსონის სხვა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჯონ ქუინსი ადამსს, რომელიც გმობდა მასონებს. 1847 წელს ადამსმა დაწერა ფართოდ გაყიდული წიგნი სახელწოდებით „წერილები მასონურ ინსტიტუციაზე“, სადაც მასონები მკაცრად იყვნენ გაკრიტიკებულნი. 1832 წელს პარტიამ წარადგინა უილიამ უირთი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს მეტწილად ირონია უფრო იყო, რადგან რეალურად უირთი იყო მასონი და ხშირად გამოსულა კიდეც სიტყვით ანტიმასონური ორგანიზაციებისაგან თავისი დაწესებულების დასაცავად. პარტიამ არჩევნებში მხოლოდ შვიდი ხმა მიიღო. სამი წლის შემდეგ პარტია დაიშალა.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ
„მინიმალური მოთხოვნებია“
კანდიდატი უნდა იყოს
1. 21 წლის მაინც
2. არ იყოს ნასამართლევი
3. არ გააჩნდეს ვალები
4. იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
5.
6. სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის
7. მამაკაცი
8. გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
9. გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება
10. იყოს ჯენტლმენი
ტექნიკურად საჭიროა მას რეკომენდაცია გაუწიოს საძმოს ერთმა წევრმა მაინც, თუ იგი არავის იცნობს მაშინ შეუძლია მიმართოს ლოჟის მდივანს ოფიციალური წერილით, მას გაესაბუბრება რამდენიმე ძმა და შემდგომ შესაძლოა ლოჟის სხვა წევრებიც.
მას შემდგომ რაც კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, მის შესახებ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, თუ ერთი ლოჟის წევრი მაინც ჩააგდებს ფარული კენჭისყრის დროს შავ ქვას ტომარაში, კანდიდატი ლოჟის წევრი ვეღარ გახდება.
კენჭისყრის შემდგომ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კანდიდატს უკავშირდება მენტორი და უკვე მასთან ერთად აგვარებს გარკვეულ ტექნიკურ ნიუანსებს.
მასონების წარმოშობა
(ტავერნა „Goose and Gridiron“
ლონდონში
, სადაც დაარსდა პირველი
დიდი მასონური ლოჟა)
(მასონთა გავრცელება მსოფლიო მასშტაბით 2000 წლისათვის.
# ორ მილიონამდე
# რამდენიმე ასეული ათასი
# რამდენიმე ათეული ათასი)
# ორ მილიონამდე
# რამდენიმე ასეული ათასი
# რამდენიმე ათეული ათასი)
1717 წლის 24 ივნისს ოთხი ლონდონური ლოჟა შეიკრიბა ლონდონში, ტავერნა „Goose and Gridiron–ში“ და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი ლოჟა. ეს გაერთიანება მალე გადაიქცა „მარეგულირებელ ორგანოდ“, რომელსაც შეუერთდა ინგლისური ლოჟების უმეტესობა, ამის მიუხედავად ინგლისის დიდი ლოჟის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას რამდენიმე ლოჟა აღშფოთებით შეხვდა და 1751 წლის 17 ივლისს ჩამოაყალიბა ცალკე „Antient Grand Lodge of England“. 1813 წლის 25 ნოემბერს ეს ორი მიმდინარეობა ისევ გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟა (UGLE). ირლანდიის დიდი ლოჟა და შოტლანდიის დიდი ლოჟა დაარსდა 1725 და 1736 წელს შესაბამისად. თავისუფალი მასონობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში ინგლისის ორივე მასონური მიმდინარეობის მიერ.
ამერიკის რევოლუციის შემდეგ აშშ–ს დიდი ლოჟები დამოუკიდებლად არსდებიან უკვე თითოეულ შტატში. ზოგიერთი წამოწყებით სურდათ შეექმნათ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ლოჟა, რომლის მეთაურიც იქნებოდა ჯორჯ ვაშინგტონი, როგორც პირველი დიდი ოსტატი (თვითონ იყო ვირჯინიის ლოჟის წევრი), მაგრამ იდეას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, რადგან ზოგიერთი შტატის ლოჟამ არ მოინდომა თავისი თვითმმართველობის შეზღუდვა გაერთიანების ხარჯზე.
უძველესი იურისდიქცია კონტინენტურ ევროპაზე, „საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი“ (GOdF), დაარსდა 1728 წელს, მაგრამ ინგლისურენოვანი ლოჟების იმეტესობამ შეწყვიტა მასთან ფორმალური ურთიერთობა 1877 წლისთვის, როდესაც „GOdF–მ“ მოუხსნა ერთი ღვთაებისადმი რწმენის მოთხოვნა თავის წევრებს და დაუშვა ათეისტების მიღება. „საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟა“ (GLNF) არის მხოლოდ ფრანგული დიდი ლოჟა, რომელსაც აქვს რეგულარული მეგობრული ურთიერთობა „UGLE–სთან“ და მსოფლიოს არაერთ სხვა იურისდიქციასთან.
დღესდღეობით მასონური სამყარო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, პირველი ესენია: „GOdF“ და მისი მომხრე ლოჟები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მეორე — „UGLE“ და მისი მიმდევრები.
მასონთა ისტორია საქართველოში
საქართველოში მასონობა შემოვიდა მე-19 საუკუნეში, თუმცა აქტიურად ვერ განვითარდა, ვინაიდან მასონური ლოჟების წევრების უმეტესობა მიემგზავრებოდა შემდგომ პეტერბურგში ან რუსეთის სხვა გუბერნიებში და იქ აგრძელებდა თავისი ძირითადი საქმიანობის, პარალელურად — მასონურ განვითარებას, თუმცა თბილისში და შემდგომ პარიზში ემეგრაციაში, რამდენიმე ლოჟა მაინც არსებობდა. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ქართველი მასონები იყვნენ მ. ბარათაშვილი, გეგეჭკორი, ჩხეიძე, თბილისის მერი ხატისოვი, აგრეთვე სხვა გამოჩენილი ქართველებიც, თუმცა ამაზე სპეციალური გამოშვება მომზადდება. ემიგრაციაში მინიმუმ 2 ლოჟა არსებობდა — „ოქროს საწმისი“ და „პრომეთე“. საქართველოში ლოჟები არსებობდა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში,
დღეს საქართველოში ოფიციალური და რეგულარული ლოჟა არ არსებობს.
„ყოვლისმხედველი თვალი“ ბანკნოტებზე
(„ყოვლისმხედველი თვალი“ უკრაინულ 500 გრივნაზე)
„ყოვლისმხედველი თვალი“ გამოსახულია რამდენიმე ქვეყნის ფულის ბანკნოტზე. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, უშუალო კავშირი მასონობასთან ამ სურათებს არ გააჩნიათ. 1 აშშ დოლარის მეორე მხარეს 1935 წლიდან განთავსებულია აშშ–ის დიდი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია პირამიდა თვალით. ცვლილების ინიციატორები იყვნენ ჰ. უოლესი და ფ.რუზველტი,(თუმცა ერთ–ერთ მასონურ საიტზე იგი ამ მოძრაობის წევრადაა დასახელებული) დიზაინერი იყო — ედვარდ უიქსი, აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს ფულადი ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების ბიუროს გრავირების განყოფილების ხელმძღვანელი. მხატვარი ნიკოლაი რერიქსი, რომელსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით კუპიურის სურათის იდეას მიაწერს, არანაირად არაა დაკავშირებული აღნიშნულთან. „ყოვლისმხედველი თვალი“ გამოსახულია ასევე ნიკარაგუის კუპიურაზე (1 კორდობა), სადაც ის რესპუბლიკის გერბის ერთ–ერთი დეტალია. უკრაინულ ბანკნოტზე ნომინალით 500 გრივნა „ყოვლისმხედველი თვალი“ „პითაგორას სამკუთხედზე“ შექმნილი სურათის ნაწილია, ავტ. გრიგორი სკავოროდი — უკრაინელი ფილოსოფოსი და პოეტი.
მასონთა შეთქმულება
შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც არსებობს კავშირი მასონთა საიდუმლო საზოგადოებებსა და მათ გავლენას შორის ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე. (სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, გავლენიანი და ცნობილი ხალხის მკვლელობები და ა.შ.) მასონური შეთქმულების რწმენა დაფუძნებულია იმაზე, რომ ისტორიაში არაერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, გავლენიანი და ცნობილი პიროვნებები აღიარებდნენ ამას ან აშკარავდებოდნენ, როგორც მასონურ ლოჟებში მოღვაწეები. ითვლება, რომ მათი საშუალებით მასონები ახდენდნენ თავიანთ გავლენას სახელმწიფოთა განვითარებაზე და ისტორიული მოვლენების მსვლელობაზე. ყველაზე ხშირად მასონური შეთქმულების თეორია გამოიყენება საზოგადოების კონსერვატიული, ტრადიციის დამცველი და რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობების წარმომადგენელთა მიერ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალათა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ რეალურ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, თეორიის სრული ჭეშმარიტების საკითხი დღემდე სადაოდ რჩება, რადგან არ გააჩნია საკმარისი დოკუმენტური მტკიცებულებები.
შეთქმულების თეორიის მომხრეთა მტკიცებულებები
ერთ–ერთი მტკიცებულება მასონური შეთქმულების თეორიის მხარდამჭერთათვის არის აშშ დოლარის უკანა მხარეს მარცხნივ გამოსახული ერთ–ერთი მასონური სიმბოლო — ცამეტსაფეხურიანი პირამიდა, რომელიც მიუთითებს თავისუფალ მასონებზე, როგორც ახალი სოლომონის ეკლესიის ქვისმთლელ–მშენებლებზე, ბოლოვდება „სამყაროს დიდი არქიტექტორის“ ე.წ. „ყოვლისმხედველი თვალით“ და ორი ფრაზით ლათინურ ენაზე — Annuit coeptis (დალოცოს (ღმერთმა) ჩვენი ძალისხმევა) და Novus ordo seclorum (ახალი საუკუნის წესრიგი) აღებული ვერგილიუსის ნაწარმოებიდან.
(პირამიდა და თვალი — მასონური სიმბოლოები 1აშშ დოლარი)
გაყოფილი პირამიდა შედგენილია ცამეტი აგურის რიგისგან, სადაც ყოველი აგური აღნიშნავს ცალკეულ ხალხებს ან სახელმწიფოებს თავისი მონეტით, სიმბოლურად გამოხატავს კაცობრიობის არასრულობას ყოვლისშემძლე „მწვერვალის“ გარეშე. ყოვლისშემძლე „მწვერვალის“ სიმბოლო — სამკუთხედში თვალი „სამყაროს დიდი არქიტექტორისა“ — გადახურულია ლათინური წარწერით: „Annuit Coeptis“, რომელიც არაორაზროვნად აღნიშნავს, რომ „რჩეულს“ მინიჭებული აქვს სამყაროს მართვის პრივილეგია. ამაზე მიანიშნებს ასევე წარწერა ქვემოთ „დიდი ბეჭედი“ (ინგლ. The Great Seal), რაც გამოხატავს სიმდიდრის და ქონების დასაკუთრებას და შრომის ენერგიის და სამსახურის დაქვემდებარებას „ბეჭდის“ მფლობელისთვის. პირამიდის აღწერილ მნიშვნელობას ამტკიცებს ასევე წარწერა: „Novus Ordo Seclorum“ (ახალი საუკუნის წესრიგი). ამას გარდა, თუ პირამიდას წარმოვიდგენთ სამკუთხედად და გადავახატავთ კიდევ ერთს, ისე, რომ გამოვიდეს დავითის ვარსკვლავი, მაშინ ვარსკვლავის ექვსი წვეტი მიანიშნებს ასოებზე: „A“, „S“, „N“, „O“, „M“; რომელთაგანაც შედგება სიტყვა MASON.
კუპიურის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია: არწივი, მის მკერდზე ფარი ცამეტი ზოლით, აკაციის ტოტი ცამეტი ფოთლით და ცამეტი კვირტით — უჭირავს მარჯვენა ფეხით და ცამეტი ისარი — უჭირავს მარცხენა ფეხით. [[ფაილი:US-GreatSeal-Obverse.svg|thumb|right|აშშ-ის სახელმწიფო გერბის გამოსახულება აშშ–ს დიდ ბეჭედზე კონსპიროლოგების აზრით — აკაცია, რომელიც წარმოადგენს წმინდა ხეს მასონებისთვის, სიმბოლურად გამოხატავს გასაღებს მისი ლეგენდარული დამაარსებლის, ხირამის საფლავის გასახსნელად, მასონთა ტრადიციისა და ორგანიზაციის ძალას, საიდუმლო ცოდნის ფლობას და მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობას ან უკვდავებას. ისრები არწივის მარცხენა ფეხში აღნიშნავს ცოდნასა და ძალას, მიმართულს იმისათვის, რათა დაამშვიდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოკლას კიდეც მტრები, ამიტომ ყოველ ისარს აქვს განსხვავებული სიგრძე და ემუქრება დამონებული კაცობრიობის პირამიდის შემადგენელი ცამეტი იარუსიდან ერთ–ერთს.
„E Pluribus Unum“ („სიმრავლიდან — ერთი“) სამყაროს წარმოშობის მასონური დოქტრინის თანახმად, რომელიც გარკვეულწილად გადმოღებულია ძველი მატერიალისტური სწავლებებიდან, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ „ერთი“, რომელიც დაიშალა და მას შემდეგ განაწილებულია „მრავალ“ განსხვავებულ არსებაში, საგანში და მოვლენაში, ფორმებში და სახელებში, სახეობებსა და კატეგორიებში. კონსპიროლოგთა მიხედვით მასონთა იდეალური მიზანია — განადგურდეს „სიმრავლე“, მოისპოს მრავალფეროვანი სიმდიდრე ადამიანებში, კულტურა და ტრადიცია; ეს ყველაფერი — განახლებული „ერთის“ აღსადგენად. ამიტომაც არწივს უჭირავს ლენტი ცამეტი ასოთი შესრულებული ლათინური წარწერით: „E Pluribus Unum“ („სიმრავლიდან — ერთი“). თუმცა თუ ამ ფრაზას გადავთარგმნით, როგორც: „მრავალფეროვნებაშია ერთიანობა“, მაშინ ის უფრო გასაგები ხდება, როგორც მოწოდება გაერთიანებისკენ ახალი ამერიკული საზოგადოების ასაშენებლად.
ცამეტის ვიწრო გაგებით ეს ენერგიის განვითარების და ადამიანის ცვლილების დონეთა რიცხვია. უფრო ფართო გაგებით იგი წარმოადგენს სამყაროს არასრულობის სიმბოლოს და მოთხოვნილებას განმასრულებელი „მწვერვალისა“, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით თუ შეძლებს მიაღწიოს სრულყოფილებას და გაექცეს საფრთხეს. არწივის თავზე ბრწყინავს დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც თავის მხრივ შედგება ცამეტი მასონური ხუთქიმიანი ვარსკვლავისგან და სიმბოლურად გამოხატავს შემორიგებას „წინააღმდეგობების“, შემორიგებას „ცისა“ და „მიწის“. აქ ის განასახიერებს სიმდიდრის, ადამიანური განსხვავებულობის და შესაბამისი ფასეულობების განადგურების იდეალს, თუმცა ამ რიცხვის გამოყენება აშშ–ს დროშაშიც და გერბშიც ოფიციალურად უკავშირდება შტატების თავდაპირველ რაოდენობას, დროშაში თავიდან ვარსკვლავებიც და ზოლებიც ცამეტი იყო, მაგრამ შტატების რაოდენობის 50–მდე გაზრდასთან ერთად ვარსკვლავების რაოდენობა 50 გახდა, ხოლო ზოლები თავდაპირველი სახით დარჩა.
მასონთა შეთქმულების მიზნები
თეორიის მომხრეთა მიხედვით, მასონთა ზოგადი მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება მთელ მსოფლიოში ერთი მიმოქცევის საშუალებითა და ხალხებს შორის განსხვავების წაშლით
მეთოდები
მასონთა შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასონთა გავლენა გავრცელდება საქველმოქმედო, მშვიდობის დამცველი, სამართალდამცავი და სხვა ორგანიზაციების საშუალებით. ყველაზე გავრცელებულ მაგალითად ითვლება ჯორჯ სოროსის ფონდი „კულტურული ინიციატივა“, რომელსაც უკავშირებენ თავისუფალ მასონებს. სოროსს აკისრებენ ასევე პასუხისმგებლობას მრავალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაქინაციაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ვარდების რევოლუციასაც საქართველოში.
http://ka.wikipedia.org/wiki/თავისუფალი_მასონები
Комментариев нет:
Отправить комментарий